სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება.
ლაბორატორიაში შესაძლებელია მცენარეული ნიმუშის:
- ბაქტერიოლოგიური გამოცდა,
- ვირუსოლოგიური გამოცდა,
- მიკოლოგიური გამოცდა,
- ენტომოლოგიური და აკაროლოგიური გამოცდა.
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, ლაბორატორიის პერსონალის უსაფრთხოებისათვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/