Logo

INTERVIEW with founder of ,,Sfero Holding", Mr.Giga Tsuleiskiri / ინტერვიუ სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელთან და დირექტორთან, ბიზნესმენ გიგა წულეისკირთან

Published Date: 11/01/2024

- ბატონო გიგა გამარჯობა, პირველრიგში უნდა ავღნიშნოთ რომ ორგანიზაცია „სფერო ჰოლდინგის“ წარმატების შესახებ უკვე ყველა საუბრობს. მოგვიყევით კომპანიის განვითარების ისტორია - როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები და როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია. რატომ სახელი “სფერო ჰოლდინგი“?

- გამარჯობა, კი ბატონო. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. უფრო უკეთ რომ განვმარტო, ჩვენ თავდაპირველად „სფერო დეველოპმენტი“ დავაარსეთ. გვინდოდა, რომ ქვეყანაში მასშტაბური პროექტები დაგვეწყო. დავსახეთ გეგმაც, თუმცა, ამას ჩვენი სახსრებით ვერ გავწვდებოდით და ამიტომ გადავწყვიტეთ, ბანკებისთვის ფულადი დახმარება გვეთხოვა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბანკები სტარტაპერებსა და დამწყებ ბიზნესმენებს არ აფინანსებენ და ვინაიდან საქართველოში „საფონდო ინსტიტუცია“ (ფონდები და საინვესტიციო კომპანიები) არ არსებობს, ერთადერთი ფულის წყარო სამწუხაროდ კერძო მევახშეები აღმოჩნდნენ.

იმის მიუხედავად რომ კერძო მევახშეებთან მაღალ პროცენტს ვიხდიდი, დეველოპერული კომპანია მაინც მოგებაზე გადიოდა. თუმცა, ეტყობა კერძო მევახშეები მიხვდნენ, რომ ჩემთან თავიანთი თაღლითური გეგმები არ გამოუვიდოდათ, არასამართლებრივ გზებს მიმართეს და ჩემთვის ქონების წართმევას მაქსიმალურად ეცადნენ.

სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სამართლის მხრივ პრობლემები იყო. ასევე, აღმოვაჩინე ისიც, რომ იმ პერიოდში ამ საკითხებზე არავინ მუშაობდა და ვერავინ დამეხმარებოდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 180-ე და 182-ე მუხლებია ჩაწერილი, რაც მოტყუებით სხვის ქონებრივ ზიანსა და სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლებების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს და ეს ყოველივე დასჯადია, კერძო მევახშეებზე კანონის აღსრულება არ ხდებოდა და საგამოძიებო უწყებები აღნიშნულ საკითხებსა და ქეისებს არ იძიებდნენ. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ არანაირი ორგანიზაცია აღნიშნულ მევახშეობით საქმიანობაზე არ მუშაობდა.

ამდენი უსამართლობის შემდეგ ხელი მაინც არ ჩამიქნევია და იმ პერიოდში ჩამოვაყალიბე 2 არასამთავრობო ორგანიზაცია - „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“ და „მშენებლობებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“, ასევე, დაახლოებით იმ პერიოდშივე შევქმენით საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტიც“, რითაც საშუალება გვაქვს საერთაშორისო ფონდებთან დამოუკიდებლად ინვესტიციების მოზიდვის.

ბანკებისა და კერძო მევახშეების გარდა, საქართველოში „სფერო ინვესტით“ ფულის სხვა ალტერნატივა შესაძლებელი გახდა. ეს ყოველივე უკვე გაერთიანდა „სფერო ჰოლდინგში“. დღეს კი უკვე კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაცია“, ტელევიზია „Sfero TV“ და ”Sfero News” დაემატა.

როგორც ავღნიშნე, რამდენიმე კომპანია და არასამთავრობო დავაარსეთ. მინდოდა, რომ ჩემი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებას დღეს ხელი კონკრეტულ ქეისებზე აღარ შეშლოდა და მაქსიმალურად სამართლიანი ყოფილიყო მათი მიზნების მიღწევა. ყველა ორგანიზაციის შექმნის წინაპირობა საკუთარ თავზე გადამხდა და ახლა ამ ჰოლდინგით ვცდილობ საზოგადოებამ მარტივად შეძლოს საკუთარი სურვილების განხორციელება.

ორგანიზაცია „სფერო ჰოლდინგი“ დაზარალებული და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციებით იბრძვის. ჩვენი შექმნის მიზანი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ჰოლდინგში დაზარალებული და შეურაცხყოფილი ხალხი მოდის, ისინი დახმარების სათხოვნელად მოგვმართავენ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გამოსავალი ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა, ორგანიზაციის იურისტები მათ დასახმარებლად ბოლომდე იბრძვიან და გამოსავალს პოულობენ. ჩვენ დაზარალებულთა დიდ ნაკადებს უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციებთან ერთად, უკვე იურიდიულ მომსახურებასაც უსასყიდლოდ ვუწევდით და ვუწევთ. აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ საქართველოში სამწუხაროდ იურიდიული მომსახურება ძალიან ძვირია. თავდაპირველად ჩვენ 1 პატარა ოთახში ვიყავით. შემდგომ, როცა უკვე ინტერესი გაიზარდა, ჩვენც გავზარდეთ ჩვენი არეალი და უფრო დიდ სივრცეში გადავედით.

ორგანიზაცია „სფერო ჰოლდინგმა“ აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გაიარა. ბევრი დაბრკოლება და ეკლიანი გზა შეგვხვდა, თუმცა, კომპანიამ ერთიანობით, გუნდურობითა და საკუთარი საქმის სიყვარულით მოახერხა, რომ განვითარებულიყო. დღეს ჩვენ საზოგადოება გვიცნობს. ეს კი დიდი შრომის დამსახურებაა.

და რატომ სახელი „სფერო“? პასუხი ძალიან მარტივია - იმიტომ რომ ჩვენ ყველა სფეროში ვარ.

- რა საქმიანობას ეწევა დღეს „სფერო ჰოლდინგი“?

- ჰოლდინგი აერთიანებს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს, ასევე უკვე 3 არასამთავრობო ორგანიზაციასაც ფლობს : „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციას“, „მშენებლობებით დაზარალებულთა გაერთიანებას“ და „ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაციას“. გარდა ამისა „სფერო ჰოლდინგს“ აქვს თავისი მედია პლატფორმა ტელევიზია „Sfero TV-ის“ სახით და ახალი ამბების სააგენტო „Sfero New-ი“.

ჩვენ „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულებს“, ასევე „დაუსრულებეი მშენებლობებისა“ და „ნოვატორ ბიზნესმენებს“ და არამარტო მათ, ბიზნესწართმეულ მოქალაქეებსაც იურიდიულად ვეხმარებით. ვიბარებთ მათ საქმეებს და გვაქვს ბევრი მოგებული პროცესიც.

ასევე, ჩვენ, როგორც ავღნიშნე, შევქმენით და ჩამოვაყალიბეთ ტელევიზია „Sfero TV“. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც თითოეული თანამშრომელი დიდი პასუხისმგებლობით შეხვდა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლარიზებულ მედიაგარემოში საკუთარი ობიექტურობით, სამართლიანობით და აპოლიტიკურობით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ჩვენს გაერთიანებაშია „სფერო დეველოპმენტი“ და საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტი“. „დეველოპმენტი“ რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებ გარეთაც და „ინვესტი“, რომელიც პირველი საინვესტიციო ქართული კაპიტალით შექმნილი კომპანიაა. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ საერთაშორისო ფონდებთან უკვე პირდაპირი წვდომა გვაქვს.

- მოდით „სფერო ინვესტზეც“ ვისაუბროთ. რით ეხმარება ხალხს სფერო ინვესტი და რა ხდის მას განსაკუთრებულს?

- სფერო ჰოლდინგში“ შემავალი საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტი“ საინტერესო და პროგრესულ „სტარტაპებს“ განათლების, მეცნიერების, იურისპრუდენციის მიმართულებით აფინანსებს. ამ კომპანიის შექმნაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტე. როდესაც კონკრეტული თანხა დამჭირდა და არც ერთი ბანკი არ დამთანხმდა სასესხო ხელშეკრულებაზე, დილემის წინაშე დავდექი. სწორედ ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა რომ შემექმნა საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტი“. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს საფონდო და საბანკო ინსტიტუციები, რომელიც ორივე თანაბარი უფლებებით მოქმედებს. ჩვენთან კი ეს ასე არ არის. ჩვენთან ბანკს მონოპოლია უჭირავს და არ აძლევს თუნდაც დამწყებ ბიზნესმენს იმის საშუალებას რომ ბიზნესი დაიწყოს. სწორედ ამიტომ „სფერო ინვესტი“ არის საქართველოში პირველი ნამდვილი საფონდო ინსტიტუცია, სადაც ქართული კაპიტალი და ქართული ფულია დაბანდებული.
ასევე, ჩვენ ინვესტორებს თანამშრომლობისა და პროგრესული იდეების განხორციელების პროცესში მონაწილეობისთვის ვიწვევთ. „სფერო ინვესტი“ კი პირველი კომპანიაა, რომელიც 2022 წელს სააქციო საზოგადოება გახდა. ახლა საწესდებო კაპიტალი აქციებადაა დაყოფილი. ხალხს ჩვენი დახმარებით უნიკალური შესაძლებლობა აქვს მომგებიანი ბიზნესის აქციონერები გახდნენ. ჩვენთან თქვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებების მიმართ აქციების შესაძენად გადახდილი თანხით შემოიფარგლება, ანუ წილით სააქციო საზოგადოების კაპიტალში, ხოლო თქვენი წილი აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად მოგებაში განისაზღვრება. საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტი“ საზოგადოებას ასევე საქართველოში ანაბრის იმავე დეპოზიტის გახსნას ყველაზე მაღალი სარგებლის პირობებში სთავაზობს. ანაბრის უსაფრთხოებაზე კი კომპანია ზრუნავს და უძრავი ქონებებით აზღვევს.

ამ ეტაპამდე, საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტი“ ორგანიზაცია „სფერო ჰოლდინგში“ შემავალ „სფერო დეველოპმენტს“ აფინანსებდა, თუმცა გადავწტყვიტეთ, რომ ეს არეალი ქვეყნის მასშტაბით გაგვეზარდა და თანხების დივერსიფიცირება მოვახდინეთ, რათა როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ბიზნესმენები დავაფინანსოთ.

- ზუსტად რამდენ ფირმასა და კომპანიას აერთიანებს „სფერო ჰოლდინგი?“ - თითოეულ მიმართულებაზე რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ.

- ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე კომპანიასა და არასამთავრობოს აერთიანებს. ესენია : „სფერო დეველოპმენტი“ და „სფერო ინვესტი“, 3 არასამთავრობო ორგანიზაცია - „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“, „მშენებლობებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“ და „ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაცია“, ასევე უკვე ვართ მედიამასშტაბზეც „Sfero TV“-ის სახელით და გვაქვს ასევე „Sfero News”.

თავიდან რომ დავიწყოთ და ავხნათ თუ რომელ კომპანიასა თუ არასამთავრობოს რა ევალება - პირველ რიგში, „სფერო ჰოლდინგზე“ ყველას „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“ ახსენდება. ჩვენთან მევახშეების თაღლითური გზებით დაზარალებული ხალხი მოდის, მათი იმედი უკვე „სფერო ჰოლდინგია“, ჩვენ მათ არამარტო იურიდიულ კონსულტაციებს, არამედ იურიდიულადაც უსასყიდლოდ ვეხმარებით. არაერთი მოგებული პროცესიც გვაქვს სასამართლოში.

როგორც ავღნიშნე, ასევე გვაქვს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშენებლობებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“, რომელიც შეჩერებული მშენებლობების აღდგენას უზრუნველყოფს და აღნიშნულით დაზარებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაცია“, სადაც დამწყებ სტარტაპერებს ფულადი სახსრებით ვეხმარებით. უფრო რომ განვმარტო - ჩვენ ახალგაზრდებს ბანკებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, თანხას სესხის სახით არ ვაძლევთ, ჩვენ მათ ვთავაზობთ პარტნიორობას და ამით ვაძლევთ საშალებას რომ თავიანთ ბიზნესზე იყვნენ ორიენტირებულები.

შემდეგ უკვე ჩვენი აპოლიტიკური ტელევიზია „Sfero TV“, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად, ოპერატიულად და მაღალკვალიფიციურად აშუქებს.

ტელევიზიაში გვაქვს რამდენიმე გადაცემაც - „ამხილე მევახშე“ - სადაც მევახშეების თაღლითურ სქემებს ვააშკარავებთ და ყველა დაზარალებულის ისტორიას საზოგადოებას ვაცნობთ. რაც შეეხება გადაცემა „ბიზნესის სფეროს“ - გადაცემის ფარგლებში დაზარალებული და ქონებაწართმეული ბიზნესმენები დასახმარებლად მოგვმართავენ და თაღლითურ სქემებში მონაწილე პირებს ამხელენ. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ საზოგადოებისთვის საჭირო გადაცემაზე. „არ მოტყუვდეს სფერო“ - გადაცემა, რომელიც თითოეული მოტყუებული მოქალაქის ისტორიას ინდივიდუალურად შეისწავლის და მაქსიმალურად ობიექტურად აშუქებს.

გადაცემა „ჯენზის სფერო“ კი განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხმარება. ისინი ჩვენი დახმარებით სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე მეტ ინფორმაციას იგებენ და გვესაუბრებიან იმ პრობლემებზეც, რომლებიც მათ ასაკში აქტუალურია. რაც შეეხება გადაცემას „ფემინისტის პირისპირ“ - განხილულია ქალისა და კაცის როლი საზოგადოებაში.

ჩვენთან არის საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტიც“, რომელიც საზოგადოებას ეხმარება მომგებიანი ბიზნესის აქციონერები გახდნენ, ასევე ეს არის ქართული ფულის ქართული კაპიტალი და პირველი ნამდვილი საფონდო ინსტიტუცია საქართველოში. აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ჩვენ ტელევიზიაში გვაქვს გადაცემა „ინვესტორი“, სადაც დამწყებ სტარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესი განავითარონ. და ბოლოს, გვაქვს დეველოპერული კომპანია „სფერო დეველოპმენტი“, რომელშიც მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის შავიზღვისპირეთში - გონიოსა და შეკვეთილში. ამჟამად კი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დიდი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

- და ბოლოს, რა არის თქვენი და კომპანიის სამომავლო გეგმა?

- ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. „სფერო ჰოლდინგი“ განვითარებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენ არასდროს ვერიდებით ჯანსაღ კრიტიკას, დაზარალებული და მოტყუებული მოქალაქეების უფლებებს ყველაფრის ფასად ვიცავთ. ჩვენი მიზანია საქართველო განვითარებული და ცივილური ქვეყნების სიაში მოხვდეს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ სწორად ამ სამართლიანობამ მოგვიყვანა აქამდე და შექმნა ეს კომპანია. წინ დიდი გამოწვევები გველის და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

ესაუბრა და ინტერვიუ ჩაწერა, ჟურნალ „ახლი ეკონომისტის“ პასუხისმგებელმა მდივანმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა

ლაშა ტაბატაძემ