Logo

INTERVEW with the Director of the Rural Development Agency Mr. Ilia Tamarashvili / ინტერვიუ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ბატონ ილია თამარაშვილთან

Published Date: 11/07/2021

ილია თამარაშვილი.jpg

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო პრო­ექ­ტებს ახ­ორ­ცი­ელ­ებს. ამ­ის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია დევს სა­აგ­ენ­ტოს ვებ­გვერ­დზე, ბევ­რიც შუქ­დე­ბა პრე­სის სა­შუ­ალ­ებ­ით, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ობ­ის დი­დი ნა­წი­ლი ვერ ახ­ერ­ხებს (მ.შ. მეც) დე­ტა­ლებ­ში მი­ად­ევ­ნოს თვალ-ყუ­რი სა­აგ­ენ­ტოს საქ­მი­ან­ობ­ას, არ­ადა ეს სა­ჭი­როა და ხში­რად, უმ­ეტ­ეს­წი­ლად, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ვფიქ­რობთ, სა­სურ­ვე­ლია, რომ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია უფ­რო მე­ტად იყ­ოს ცნო­ბი­ლი სზო­გა­დო­ებ­ის ფარ­თო მა­სე­ბის­თვის, მ. შ. აკ­ად­ემი­ური წრი­სათ­ვის. თე­მის აქ­ტუ­ალ­ურ­ობ­იდ­ან და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი ა(ა)იპ სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს დი­რექ­ტორ­თან, ბა­ტონ ილია თა­მა­რაშ­ვილ­თან.

- ბა­ტო­ნო ილია, გთხოვთ, მოკ­ლედ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოთ თქვე­ნი სა­აგ­ენ­ტო. რო­დის შე­იქ­მნა და რა იყო მი­სი შექ­მნის მი­ზა­ნი?

სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი უწყე­ბაა, რო­მე­ლიც ახ­ორ­ცი­ელ­ებს პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებს არა მხო­ლოდ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დარ­გის ხელ­შეწყო­ბის­თვის, არ­ამ­ედ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის მიზ­ნით სა­აგ­ენ­ტო 2012 წლი­დან საქ­მი­ან­ობს, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ის გაზ­რდას და მო­სახ­ლე­ობ­ის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ისა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის მარ­თვის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ნახ­ლე­ბა. სწო­რედ ამ­იტ­ომ გა­სულ წელს გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული რებ­რენ­დინ­გის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო. ჩვე­ნი მი­სიაა, სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტუ­რად და სწო­რად მი­წო­დე­ბით, ფერ­მერ­თა და სოფ­ლად მაცხოვ­რე­ბელ­თა კე­თილ­დღე­ობ­ის ზრდის ხელ­შეწყო­ბა. ფერ­მე­რე­ბი­სათ­ვის ჩვენ ვართ გზამ­კვლე­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სოფ­ლის­კენ.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­აგ­ენ­ტოს სტა­ტის­ტი­კა მი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე? კერ­ძოდ, რამ­დე­ნი პრო­ექ­ტია გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული, რამ­დე­ნია ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის მთლი­ანი მო­ცუ­ლო­ბა, რამ­დე­ნი ად­ამი­ანი და­საქ­მდა, თუ გაქ­ვთ და­ახ­ლო­ებ­ითი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ინც?

სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო, აგ­რა­რუ­ლი დარ­გის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ორ­ცი­ელ­ებს მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად. ეს გუ­ლის­ხმობს, რო­გორც ფერ­მერ­თა და აგ­რო­ბიზ­ნე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა პირ­და­პირ, საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბას, ას­ევე, ხელს უწყობს სტრა­ტე­გი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას სის­ტე­მუ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზით.

2013 წლი­დან, ახ­ალი მიდ­გო­მე­ბის შე­დე­გად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში ჩარ­თულ მე­წარ­მე­ებ­სა თუ ფერ­მე­რებს გა­ეზ­არ­დათ იაფ ფუ­ლად სახ­სრებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, რა­მაც უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­და დარ­გში ინ­ვეს­ტი­რე­ბა.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის პირ­ვე­ლა­დი წარ­მო­ებ­ის, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და შე­ნახ­ვა-რე­ალ­იზ­აცი­ის სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე საკ­რე­დი­ტო პორ­ტფე­ლი 1,3 მლრდ ლარს აღ­ემ­ატ­ება, 2013 წლი­დან დღემ­დე გა­ცე­მუ­ლია 3 მლრდ ლარ­ზე მე­ტი აგ­რო­სეს­ხი, რაც 22-ჯერ აღ­ემ­ატ­ება 2012 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ საკ­რე­დი­ტო პორ­ტფელს (57 მი­ლი­ონ ლარს). სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში, შექ­მნი­ლია/გა­დაიარაღებულია და ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს 1000-ზე მე­ტი სა­წარ­მო.

ჩვენს მი­ერ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დარ­გის სტრა­ტე­გი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რით, დღე­ის­ათ­ვის:

  • მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გა­შე­ნე­ბუ­ლია 13,604 ჰექ­ტა­რი ბა­ღი, მათ შო­რის, ვაშ­ლის, ნუ­შის, კაკ­ლის, ლურ­ჯი მოც­ვის, თხი­ლის, ზე­თის ხი­ლის და ა.შ.
  • მეცხო­ვე­ლე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია 13,298 ბე­ნე­ფი­ცი­არი.
  • სა­მა­ცივ­რე და შემ­ნახ­ვე­ლი მე­ურ­ნე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია 1,705 ბე­ნე­ფი­ცი­არი.
  • გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია 1,100 ბე­ნე­ფი­ცი­არი.
  • პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი ჩაი“ ფარ­გლებ­ში რე­აბ­ილ­იტ­ირ­ებ­ული ფარ­თო­ბი შე­ად­გენს 1,600 ჰექ­ტარ­ზე მეტს.

- პან­დე­მი­ამ­დე რო­გო­რი იყო სა­შუ­ალო წლი­ური სტა­ტის­ტი­კა იგ­ივე მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­გო­რია გა­სუ­ლი - 2020 წლის სტა­ტის­ტი­კა?

2020 წელს პან­დე­მი­ას­თან და მის გავ­ლე­ნებ­თან ბრძო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფერ­მე­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ტარ­და კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ები, შე­მუ­შავ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა „ზრუნ­ვა სო­ფელ­ზე და ფერ­მე­რებ­ზე“. ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა მო­იც­ავ­და რო­გორც ფერ­მე­რე­ბის პირ­და­პირ დახ­მა­რე­ბას, ას­ევე ხელს უწყობ­და სტრა­ტე­გი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას. პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მებ­მა ფერ­მე­რებს პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ებ­ის ხარ­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცი­რა. გაგ­რძელ­და ყვე­ლა იმ პროგ­რა­მი­სა, თუ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ აგ­რა­რუ­ლი დარ­გის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვით­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თვის შე­იმ­უშ­ავა. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, რა­მაც ის­ინი უფ­რო მოქ­ნი­ლი გა­ხა­და.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის პრო­ექ­ტე­ბის/პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ით შე­დე­გად:

  • იმ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობ­ამ, ვინც ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით/პროგ­რა­მე­ბით ის­არ­გებ­ლა, შე­ად­გი­ნა 432 ათ­ას­ზე მე­ტი ბე­ნე­ფი­ცი­არი, მათ ჯა­მუ­რად 76.1 მლნ ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სარ­გე­ბე­ლი მი­იღ­ეს;
  • სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 152.9 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია;
  • ფერ­მე­რებ­მა/სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის მე­სა­კუთ­რე­ებ­მა, მი­იღ­ეს 32.5 ათ­ას ტო­ნა­ზე მე­ტი მო­ცუ­ლო­ბის აგ­რო­დი­ზე­ლის ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თე­ბი;
  • 18,000 ჰა-ზე მეტ ფარ­თობ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და 161 მლნ ლარ­ზე მე­ტი მო­სავ­ლის დაზღვე­ვა.

- რო­გო­რია მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბი და პროგ­ნო­ზი წლის ბო­ლოს­თვის?

პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „და­ნერ­გე მო­მავ­ლის“ ფარ­გლებ­ში გა­შე­ნე­ბულ ბა­ღებ­ში მი­ღე­ბუ­ლი მო­სავ­ლის რე­ალ­იზ­აცი­ით ფერ­მე­რებ­მა შე­მო­სა­ვა­ლი უკ­ვე მი­იღ­ეს. გაჩ­ნდა სა­ექ­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­შე­ნე­ბულ ბა­ღებ­ში მი­ღე­ბუ­ლი მო­სავ­ლის მზარ­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით. ას­ევე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეტ­აპ­ობ­რი­ვად იქ­მნე­ბა კარ­გი სა­ნედ­ლე­ულო ბა­ზა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, კვლავ აქ­ტი­ურ­ად გრძელ­დე­ბა პროგ­რა­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მა­ღა­ლია მოთხოვ­ნა, წლის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა და ამ რა­ოდ­ენ­ობ­ის ზრდა კვლავ არ­ის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით, მხო­ლოდ ჩვე­ნი საგ­რან­ტოს მეშ­ვე­ობ­ით, უკ­ვე ას­ზე მე­ტი შემ­ნახ­ვე­ლი და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოა შექ­მნი­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წელს თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის 50-ზე მე­ტი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მდა.

კვლავ აქ­ტი­ურ­ად გრძელ­დე­ბა არ­ას­ას­ოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ამ კუთხით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, „სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“, რო­მელ­საც სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით „სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მის” ფარ­გლებ­ში ახ­ორ­ცი­ელ­ებს. პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია სოფ­ლად არ­ას­ას­ოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ან­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ქე­დას, ხუ­ლოს, ბორ­ჯო­მის, ახ­ალ­ქა­ლა­ქის, თეთ­რიწყა­როს, ყაზ­ბე­გის, ლა­გო­დე­ხი­სა და დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მას ახ­ალი მიზ­ნობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტი - მწვა­ნე გრან­ტე­ბი და­ემ­ატა.

მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მი­სათ­ვის და­გეგ­მი­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ული სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა, რომ­ლის ბი­უჯ­ეტი მიმ­დი­ნა­რე წელს 50 მლნ ლა­რი იქ­ნე­ბა.

- ახ­ლა ცო­ტა დე­ტა­ლებ­ში შე­ვი­დეთ და და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რა სა­ხის დახ­მა­რე­ბე­ბია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის­თვის თქვე­ნი სა­აგ­ენ­ტოს მეშ­ვე­ობ­ით?

რო­გორც ავ­ღნიშ­ნე, პირ­და­პი­რი, საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხელს ვუწყობთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბებს სის­ტე­მუ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საგ­რან­ტო მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მებ­მა ფერ­მე­რებს პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ებ­ის ხარ­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცი­რა. სის­ტე­მა­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს აუთ­ვი­სე­ბელ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებ­ზე სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის გა­შე­ნე­ბა, გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლი პლან­ტა­ცი­ებ­ის რე­აბ­ილ­იტ­აცია, ჩნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოხ­დეს გარ­კვე­ულ კულ­ტუ­რებ­ში იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა და ჩნდე­ბა ახ­ალი სა­ექ­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ჩვე­ნი სა­აგ­ენ­ტოს პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ობ­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ურ­ნე­ობ­ები თუ სა­წარ­მო­ები, რო­მელ­თა წარ­მო­ებ­ული პრო­დუქ­ცი­აც კუნ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.

კო­ოპ­ერ­აცი­ული სა­წარ­მო­ებ­ისა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ოპ­ერ­ატ­ივ­ებ­ის მხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას. მა­თი მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში, რო­გორც პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ცი­ის, ას­ევე გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნის პა­რა­ლე­ლუ­რად, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას უწ­ევს ქარ­თუ­ლი აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლებს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის მარ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მე­ბის/სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გვი­სა და ბრენ­დი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- კერ­ძოდ, რას გუ­ლის­ხმობს თი­თოეული დახ­მა­რე­ბა ფერ­მე­რის­თვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ცი­ის შემ­ქმნე­ლებ­ზე? უფ­რო გა­სა­გე­ბი რომ იყ­ოს, უფ­რო ჩა­ვუღ­რმავ­დეთ თი­თოეულ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ანუ, ინ­ფორ­მა­ცი­ულ­თან ერ­თად პრაქ­ტი­კუ­ლიც გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი სა­უბ­არი.

სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა ფერ­მე­რებს ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბა­სა და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტი­სა და საგ­რან­ტო კომ­პო­ნენ­ტის კომ­ბი­ნა­ცია, ქმნის რე­ალ­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­გორც პირ­ვე­ლა­დი, ას­ევე გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. მა­გა­ლი­თად, ფერ­მერს აქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თან­ხის ნა­წი­ლი მი­იღ­ოს გრან­ტის სა­ხით, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით. საგ­რან­ტო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად პროგ­რა­მით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სად მოგ­ვმარ­თავს სა­აგ­ენ­ტოს, ხო­ლო შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტის მი­სა­ღე­ბად კი მის­თვის სა­სურ­ველ სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტს.

- რა მო­ეთხო­ვე­ბა დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ბე­ნე­ფი­ცი­არს თი­თოეულ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში?

სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს პრო­ექ­ტებ­სა და პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­ზი­კურ პირს, ას­ევე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად რე­გის­ტრი­რე­ბულ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ მე­წარ­მეს და იურ­იდი­ულ პირს, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს პრო­ექ­ტი­თა თუ პროგ­რა­მით გან­საზღვრულ კრი­ტე­რი­უმ­ებს. იურ­იდი­ული პი­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ას­ევე შე­საძ­ლოა იყ­ოს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც, რაც ქმნის დარ­გში უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის მო­ზიდ­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას.

რაც შე­ეხ­ება „შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტის პრო­ექ­ტს“, სეს­ხე­ბის გა­ცე­მას ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ პარ­ტნი­ორი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.ხო­ლო პროგ­რა­მე­ბის ვა­დე­ბი და პი­რო­ბე­ბი დად­გე­ნი­ლია თი­თოეული პროგ­რა­მი­სათ­ვის ცალ-ცალ­კე, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­აგ­ენ­ტოს ვებ-გვერ­დზე - rda.gov.ge.

- რო­გო­რი სა­ხის დახ­მა­რე­ბას მი­იღ­ებს გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი წარ­მო­ებ­ის მსურ­ვე­ლი პი­რი (ალ­ბათ იურ­იდი­ული)? მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო აფ­ინ­ან­სებს საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის დიდ ნა­წილს 1,5 მლნ ლა­რამ­დე კრე­დი­ტის შემ­თხვე­ვა­ში. უფ­რო ზუს­ტად რომ გვითხრათ რა მიზ­ნობ­რი­ობ­ის უნ­და იყ­ოს კრე­დი­ტი, და რამ­დენ %-ს რამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფა­რავს სა­ხელ­მწი­ფო?

შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტის პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია რო­გორც იურ­იდი­ულ, ას­ევე ფი­ზი­კურ პირს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­აგ­ენ­ტოს მი­ერ არა უმ­ეტ­ეს 48 თვის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა მსეს­ხებ­ლის მი­ერ გა­დახ­დი­ლი თან­ხის პა­რა­ლე­ლუ­რად სეს­ხის ძი­რი­თა­დი თან­ხის წლი­ური 11%-მდე ოდ­ენ­ობ­ით, რაც შე­ეხ­ება სეს­ხის მიზ­ნობ­რი­ობ­ას პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ძი­რი­თა­დი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის­თვის, კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის, სეს­ხი გა­იც­ემა ახ­ალი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­წარ­მო­ებ­ის შექ­მნის, არ­სე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ებ­ის გა­ფარ­თო­ებ­ის, მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის და არ­სე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაოების და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. რო­გორც გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, ას­ევე პირ­ვე­ლა­დი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­წარ­მო­ებ­ის და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­წარ­მო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- შე­ღა­ვა­თი­ანი კრე­დი­ტე­ბიც გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან, ხომ?

“შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის პირ­ვე­ლა­დი წარ­მო­ებ­ის, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და შე­ნახ­ვა-რე­ალ­იზ­აცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­გან გა­იც­ემა, რო­გორც შე­ღა­ვა­თი­ანი აგ­როკ­რე­დი­ტი ძი­რი­თა­დი და საბ­რუ­ნა­ვი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის­თვის, ას­ევე აგ­რო­ლი­ზინ­გი.

- შე­ღა­ვა­თი­ან კრე­დი­ტებ­თან ერ­თად არ­ის გარ­კვე­ული გრან­ტე­ბიც, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ეს რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ზო­გა­დად და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ხვდე­ბა ამ კა­ტე­გო­რი­აში, იქ­ნებ დაგ­ვი­კონ­კრე­ტოთ?

რო­გორც უკ­ვე ავ­ღნიშ­ნე, საგ­რან­ტო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა გა­იც­ემა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტში, ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი წარ­მო­ება, ინ­ტენ­სი­ური და ნა­ხევ­რა­დინ­ტენ­სი­ური ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბა, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და შემ­ნახ­ვე­ლი სა­წარ­მო­ებ­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა, რაც მო­იც­ავს უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გვა­ში ხელ­შეწყო­ბას. მხარს ვუ­ჭერთ ფერ­მე­რებს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ექ­სტენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მო­იც­ავს დარ­გობ­რივ ცოდ­ნა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდას, და აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს რე­გი­ონ­ული სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრე­ბის მეშ­ვე­ობ­ით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 8 მიზ­ნობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სოფ­ლად არ­ას­ას­ოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო, სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ან­ობ­ის გან­ვი­თა­რე­ბას უჭ­ერს მხარს.

- რო­მე­ლი დარ­გე­ბია აღი­არ­ებ­ული ყვე­ლა­ზე პრი­ორ­იტ­ეტ­ულ­ად სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში დღე­ის­ათ­ვის? პრი­ორ­იტ­ეტ­ის მი­ხედ­ვით რომ დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ინ­იშ­ნოს, რომ პირ­ვე­ლა­დი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ონ­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი ნი­ად­აგ­ურ-კლი­მა­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, თუმ­ცა ზო­გა­დად თუ ვი­სა­უბ­რებთ უნ­და ავ­ღნიშ­ნოთ, რომ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბია კა­კა­ლი, ნუ­ში, ვაშ­ლი, ვა­ზი, ლურ­ჯი მოც­ვი და სხვა.

- სად შე­უძ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ამ­ომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა?

სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს პროგ­რა­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­აგ­ენ­ტოს ოფ­იცი­ალ­ურ ვებ­გვერ­დზე - rda.gov.ge, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი - 1501, ხელ­მი­საწ­ვდო­მია ონ­ლა­ინ ჩა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა, სი­ახ­ლე­ები ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით­აც. ამ­ავ­დრო­ულ­ად, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ექ­სტენ­ცია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს 9 რე­გი­ონ­ული სამ­სა­ხუ­რი­სა და 45 სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კონ­სულ­ტა­ციო მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრის სა­შუ­ალ­ებ­ით. დის­ტან­ცი­ური სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს რე­გი­ონ­ული სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფერ­მე­რებს უწყვე­ტად უწ­ევ­ენ, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო, ას­ევე, დის­ტან­ცი­ურ და სა­ვე­ლე კონ­სულ­ტა­ცი­ებს.

- თქვენ თვი­თონ რას და­ამ­ატ­ებ­დით, რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი გა­მოვ­ტო­ვეთ?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ინ­იშ­ნოს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის მდგრა­დი და გრძელ­ვა­დი­ანი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერთ-ერ­თი აუც­ილ­ებ­ელი პი­რო­ბა დაზღვე­ვის, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტის, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაა. სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შეწყო­ბით, ფერ­მე­რე­ბი მო­სა­ვალს მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტი­ქი­ის­გან, სეტყვის, წყალ­დი­დო­ბის, ქა­რიშ­ხლი­სა და ციტ­რუსს სა­შე­მოდ­გო­მო ყინ­ვის­გან აზღვე­ვენ. აგ­რო­დაზღვე­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­არს შე­უძ­ლია და­აზღვი­ოს 5 ჰა-მდე მი­წის ნაკ­ვე­თი, ხო­ლო მარ­ცვლე­ული კულ­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში 30 ჰა; თი­თოეული დამ­ზღვე­ვი 70% -იან თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას მი­იღ­ებს პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა კულ­ტუ­რა­ზე, ხო­ლო ვაზ­ზე 50%-ს. ამ­ას­თან, დამ­ზღვევს შე­საძ­ლე­ბე­ლია დაზღვე­ული ჰქონ­დეს, რო­გორც მარ­ცვლე­ული კულ­ტუ­რა, ისე სხვა კულ­ტუ­რე­ბი ერ­თდრო­ულ­ად.

- დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო ილია, ამ­დე­ნი დრო რომ დაგ­ვით­მეთ და ამ­ომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გა­ეც­ით ჩვენს შე­კითხვებს.

- თქვენც დი­დი მად­ლო­ბა.

ინ­ტერ­ვიუ ჩა­იწ­ერა

ჟურ­ნა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა

იური ქარ­ჩა­ვამ