Logo

Tourism and Pandemic – Coronavirus (COVID-19) / ტურიზმი და პანდემია - კორონავირუსი (COVID-19)

Photo
Avtandil Okrotsvaridze / ავთანდილ ოქროცვარიძე

Asoc.professor of Caucasus International University / კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

Abstract

The article briefly discusses the coronavirus (COVID-19), the area where the pandemic spread, and the number of infected and dead people. It analyzes how much the tourist flows and incomes have decreased in 2020 compared to 2019, gives recommendations and measures on what should be done before the introduction of the vaccine in Georgia and how to meet the new flows of prepared incoming tourists.
Finally, we can conclude that it is a pandemic (COVID-19) neither the first nor the last, because if you look at history, Pandemics raged around the world, such as: "Flower and Tuberculosis Pandemic", "Cholera pandemic", "Asian flu" "Avian flu pandemic, "Swine flu pandemic" etc." Therefore, we must prepare the population of Georgia psychologically and as our ancestors defeated the above pandemics, let us also meet ready and learn to live and work with the new pandemic with the people of the world.

ანოტაცია

კორონავირუსი (COVID-19) 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა ჩინეთის ქალაქ უხანში, შემდეგ კი გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში. 2021 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით კორონავირუსი მსოფლიოს 190 ქვეყანაში ფიქსირდება. ვირუსის შედეგად დაინფიცირებულთა რიცხვი 107 მილიონს აღემატება, ხოლო ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 2.5 მილიონს. კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა, 4 მაისის მდგომარეობით კი ქვეყანაში იყო 600-მდე დადასტურებული შემთხვევა. 2021 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით სულ კორონავირუსის 264 158 დადასტურებული შემთხვევაა, მ. შ. გარდაცვლილია 3321 ადამიანი. როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრები გვიჩვენებს 2020-21 წ.წ. პრობლემას, მსოფლიო ქვეყნების მოსახლეობისათვის წარმოადგენს კორონავირუსი (COVID-19), აქედან გამომდინარე იძულებული ვართ, შევეგუოთ და ვისწავლოთ მასთან ცხოვრება.

Keywords: Tourism and pandemic, Coronavirus (COVID-19) / ტურიზმი და პანდემია, კორონავირუსი (COVID-19)

შესავალი

კორონავირუსის გავრცელებამ სრულიად შეცვალა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა და მათ შორის გამონაკლისი არც ტურიზმის სექტორია. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) საზღვრები ჩაკეტილია, მოგზაურობის მსურველებს უბრალოდ, ფიზიკურად არ აქვთ სხვა ქვეყანაში გადაადგილების საშუალება. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მოგზაურობა ამ პერიოდში უბრალოდ, არაგონივრული საქციელია, რადგან ამით კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკები საგრძნობლად მატულობს. ამ ორი მიზეზის გამო, ტურიზმის სექტორი ბოლო პერიოდში საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოში 2020 წელს საერთაშორისო მოგზაურობისგან მიღებული შემოსავალი 81%-ით შემცირდა და დაახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი ლარით იზარალა, რაც სავალალო მაჩვენებელად უნდა ჩაითვალოს. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19 გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს. თუმცა, კითხვები COVID-19-ის ზეგავლენის მასშტაბსა და ხარისხზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. თუ რა ზეგავლენას იქონიებს COVID-19 მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების ტენდენციებზე (რამდენად შორს და რა სისწრაფით გავრცელდება ვირუსი), ვაქცინის შექმნის ვადებზე, ცალკეული ქვეყნების უნარსა და სურვილზე იმოქმედონ ეფექტურად.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ. გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით, COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2,5%-მდე შემცირდება, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიაღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ყველაზე დიდი ზიანი კი ნავთობის და სხვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყნებს მიადგება. მოსალოდნელია ასეთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის მინიმუმ 1%-იანი შემცირება. ეუთოს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2,4%-მდე შემცირდება წინასწარ ნავარაუდევი 2,9%-დან, რაც ძირითადად, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იქნება განპირობებული. ,,რაბო ბანკის ცოდნის ცენტრის“ ანაგარიში მოსალოდნელ შედეგებს კიდევ უფრო ნეგატიურად აფასებს და გლობალური ეკონომიკის ზრდის შემცირებას 1,6%-მდე ელოდება (უარეს შემთხვევაში კი 0,2%-მდე)[7]. მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს უნდა ელოდონ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 9 მლნ საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ეწვია. ასევე, მაღალია ვიზიტების რაოდენობა ისრაელიდან, უკრაინიდან, ირანიდან და ყაზახეთიდან. 2019 წლის მონაცემებით ტურიზმის სექტორიდან შემოსავალმა 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 11,5 %-ს შეადგენდა. 2019 წელთან შედარებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლის დინამიკა ასეთი იყო:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წლევანდელი წლის იანვარში გასულ წელთან შედარებით 19,8%-იანი ზრდა შეინიშნებოდა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების თვალსაზრისით. თებერვალში ორივე წლისთვის იდენტური მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2020 წლის მარტის თვიდან 62,3%-ით იკლო ვიზიტების რაოდენობამ, ხოლო აპრილში მთელი 95,5%-ით შემცირდა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები და დღემდის გრძელდება. მართალია, ასეთი დიდი ცვლილება COVID-19-ის პანდემიით არის გამოწვეული, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მსოფლიო მაშტაბით აისახა ტურიზმის სექტორზე. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, ე. ი. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ტურიზმის სფეროს ამოქმედებას და რა დიდი, რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის სექტორი კორონავირუსის პანდემიამ. თუმცა, ტურიზმის ამოქმედებისას აუცილებლივ გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია. ასევე, სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც, რადგან ამ ამოცანის შესრულება განსაკუთრებით რთულდება იმ ქვეყნების კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საიდანაც ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი შემოდიოდა გასულ წლებში: [3]

2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19,8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19,8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18,9%).

2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34,9%), სომხეთიდან (+17,5%), რუსეთიდან (+1,1%) და თურქეთიდან (+16,6%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია (+133,1%), პოლონეთი (+82,9%), საფრანგეთი (+46,8%), ლიეტუვა (+43,7%) და სხვ. 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+57,3%), საუდის არაბეთი (+49,8%), ყაზახეთი (+44,8%), ქუვეითი (+44,6%) და სხვ. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 193 მლნ დოლარს (ზრდა +17,6%), რაც 29 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ ზეგავლენას, ვირუსმა გავლენა უკვე მოახდინა ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში. ახალი კორონავირუსის შედეგად განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა თებერვლის ბოლოდან, რაც ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 %. წლიურმა დანაკლისმა კი შესაძლოა 13 %-ს მიაღწიოს, რაც ჯამში საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს.

საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ თუ ასე გაგრძელდა პანდემიის გავრცელება, მსოფლიო მოსახლეობა აღმოჩნდება მაღალი გამოწვევების წინაშე, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაც. მართალია საქართველოს მთავრობამ თავიდან მთელი რიგი ეფექტური ღონისძიებები განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, როგორიცაა: სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებში, აეროპორტებში, საბაჟო-ტერმინალებსა და ა.შ. მკაცრად მოწმდებოდა ქვეყანაში შემოსული როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქე. მიმდინარეობდა მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში. მაგრამ, მეორე ეტაპზე, ჩვენი მთავრობა მოუმზადებელი შეხვდა და მათმა არასწორმა გათვლებმა გამოიწვია ის მდგომარეობა რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში, კერძოდ ვერ უზრუნველყვეს საავადმყოფებმა დაავადებულთა მიღება; არ აღმოაჩნდათ ჟანგბადის აპარატები საკმარისი რაოდენობით, რამაც გაზარდა ადამიანთა სიკვდილიანობა და რაც მთავარია სწორად არ იქნა მიმართული ის დახმარებები, რომელიც დონორმა სახელმწიფოებმა ჩვენს ქვეყანას გაუწიეს. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მომზადებული შევხვდეთ შემოსულ ტურისტთა ახალ ნაკადებს, უპირველეს ყოვლისა:

- უნდა მოხდეს სახელწიფოს მიერ ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა სუბსიდირება;

- სესხების გადავადება;

- ქონების გადასახადისაგან განთავისუფლება;

- სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს ტურისტებისათვის შედარებით უსაფრთხოო მიმართულებების წინ წამოწევა, როგორიცაა მთის კურორტები, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, ეკო და აგრო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ე.ი. საქართველოში ჩამოსული ტურისტისთვის ყველა ზემოთ აღნიშნული შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველად უნდა ჩანდეს.

ამასთან ერთად, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ბევრმა ოჯახმა ქალაქიდან სოფელს მიაშურა. ამან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვას შეუწყო ხელი, რაც დადებით სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს ხელს შეუწყობს სოფლად აგროტურიზმის განვითარებას.

ბოლო რამდენიმე წელია საგრძნობლად იზრდება აგროტურიზმის წილი ქვეყნის შიდა მეურნებიდან მიღებულ პროდუქციის მოცულობაში, რაც ეროვნული ეკონომიკის ზრდაში უნდა გამოიხატოს და მიიზიდოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებიც.

შეიძლება ასევე გამოიყოს გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასტრონომიული ტურიზმი და სხვ., სადაც შეიძლება მოიზიდონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტები, როგორც აღნიშნავს USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკორდი.

ასევე საუბრობს აგრო და ეკო ტურიზმის პერსპექტივაზე USAID/Zrda პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთევან ჭუმბურიძე, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ აგრო ტურისტულმა ობიექტებმა ელემენტარული სტანდარტები დააკმაყოფილონ და ტურისტებს მრავალფეროვანი სერვისები შესთავაზონ. მართალია, ტარდება და იქმნება ტურიზმის სექტორში არსებული კრიზისის დასაძლევად ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, სადაც გაერთიანდა 14 ასოციაცია ტურიზმის სხვადასხვა სექტორიდან, რომლებმაც შეიმუშავეს ხედვა ეკონომიკური შედეგების დასაძლევად. ეს ხედვა ალიანსში შემავალი თითეული სექტორის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აერთიანებს და მათი ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ტურიზმის სექტორი სრულფასოვნად ამუშავდება 2021 წლის მეორე კვარტალიდან.

ახალი პროექტით ,,იმუშავე საქართველოდან“ საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი უკვე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტმა მოქალაქემ გამოხატა და პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა.“იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს. 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო. ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს[1]. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/) [2].

დასკვნა

ბოლოს, შეიძლება დავასკვნათ, რომ პანდემია კოვიდ-19 არც პირველია და არც უკანასკნელი, რადგან თუ გადავხედავთ ისტორიას მსოფლიოში მძვინვარებდა ისეთი პანდემიები, როგორიც იყო:

  1. შავი ჭირისა და ტუბერკულოზის პანდემია. ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი პანდემია იყო შავი ჭირი, რომელმაც XIV საუკუნეში დაახლოებით 75-200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
  2. ქოლერის პანდემია. XIX საუკუნეში რესეთის იმპერიას ქოლერის ხუთმა პანდემიამ გადაურა, ყველაზე მასშტაბურმა მეხუთე პანდემიამ, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო, რუსეთის 70 გუბერნია მოიცვა. ჯამში დაავადდა 505 ათასი და გარდაიცვალა 207 ადამიანი. ამ დროის ქართული გაზეთები, განსაკუთრებით „ივერია“, სავსეა ცნობებით „ხოლერის შესახებ“
  3. პანდემია ,,ესპანურა“. გრიპის სასიკვდილო ეპიდემია 1918 წელს დაიწყო. ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი პანდემია. მას „ესპანურა“ შეარქვეს.
  4. ,,აზიური გრიპი“. „ესპანურას“ შემდეგ, გრიპის ყველაზე მასშტაბიანი პანდემია გახლდათ 1957 წელს - „აზიური გრიპი“, რომლის დროსაც 25 მილიონი ადამიანი დაავადდა და 2 მილიონი გარდაიცვალა.
  5. ,,ჰონკ-კონკის გრიპი“ - 1969 წელს - 1 მილიონი დაღუპულით.
  6. ,,რუსული გრიპი“- 1976-1978 წლები - მილიონობით დაავადებული და გარდაცვლილით.
  7. ღორის გრიპის ეპიდემია. 2009 წელს დაიწყო მექსიკის სამ რეგიონში ერთდროულად, სეზონური გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენით, რომელიც სწრაფად გავრცელდა ადამიანთა შორის. დადასტურდა, რომ ახალი მწვავე ვირუსული ინფექციის გამომწვევია A ტიპის გრიპის H1N1 შტამი[1]. ღორის გრიპის ინფექციის პირველი ლოკალური აფეთქება გამოვლინდა მარტის თვეში[2]. მალე დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა მექსიკის მრავალ რეგიონში და აშშ-ში. ვირუსული ინფექციის შემთხვევები აღიწერა ესპანეთში, დიდი ბრიტანეთში, ახალ ზელნდიაში და ისრაელში და სავარაუდოდ ინფიცირებულთა რიცხვმა 4000-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდგომარეობა შეაფასა, როგორც პანდემის „მე-5 ფაზა“: 100 მილიონი დაავადებული და ასი ათასამდე გარდაცვლილი. ღორის გრიპის მეორე ტალღა 2015 წელს განმეორდა, როდესაც დაღუპულთა რიცხვი გაუთანაბრდა 2009 წლის მაჩვენებელს.
  8. ,,ფრინველის გრიპი“ - ავადმყოფობა პირველად აღწერა იტალიაში პერონჩიტომ 1880წ. რუსეთში ფრინველის კლასიკური ჭირის ვირუსი დაადგინეს 1902 წელს. ავადმყოფობა შეისწავლეს და აღწერეს მ. ტარტაკოვსკიმ, ვ. სიურინმა, ნ. ოსიძემ, ა. საფონოვმა, გ.ივანოვმა და სხვ. ამიტომ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს და როგორც ჩვენმა წინა თაობებმა ზემოაღნიშნული პანდემიები გადაიტანა და დაამარცხა, ასევე შეხვდეს მზად და მსოფლიოსთან ერთად შეეგუოს და ისწავლოს ახალ პანდემიასთან ცხოვრება და მოღვაწეობა.

References

  1. ,,Sinagan saqmeTa saministros sainformacio analitikuri departamenti“, Tb., 2020 w.
  2. ,,informacia ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministros turizmis erovnuli administracia“, Tb., 2020 w.
  3. https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/);
  4. https://stopcov.ge/;
  5. “The Economic Impact of the COVID-19 Outbreak on Developing Asia”, Asian Development Bank, 6 Marti 2020;
  6. https://bit.ly/2UpeGe9 2 “The Coronavirus Shock: a Story of Another Global Crisis Foretold and What Policymakers Should Be Doing about It.” UNCTAD, 9 Marti 2020;
  7. https://bit.ly/2WwcW5O 3 “Coronavirus: The world economy at risk” OECD Economic Outlook, 2 Marti 2020;
  8. https://doi.org/10.1787/7969896b-en 4 Erken Hugo, Menno Middeldorp, Raphie Hayat, and Kan Ji. “Global Economic Outlook: COVID-19 Has Taken a Hold of the Global Economy,” Rabobank, 12 Marti 2020;
  9. https://bit.ly/3a7J17U;
  10. WHO – Authoritative source of information about global health issues;
  11. Past pandemics that ravaged Europe;
  12. CDC : Influenza Pandemic Phases;
  13. WHO changes swine flu name to ‘H1N1 influenza’, 257 confirmed cases HT Media Limited;
  14. Biosurveillance Swine Flu in Mexico- Timeline of Events;
  15. World Health Organization Swine influenza;
  16. World Health Organization Current WHO phase of pandemic alert.

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021