Logo

There is a Solution for Everything, the Main Thing is to Find it / გამოსავალი ყოველთვის არის, მთავარია, მივაგნოთ მას!

Loid Karchava-11.JPG
Loid Karchava / ლოიდ ქარჩავა

Doctor of Business Administration, Professor of Georgian Technical University / ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

Abstract

Keywords: Where is humanity going? / სა­ით მი­დის კა­ცობ­რი­ო­ბა?

ჩემ­თ­ვის, რო­გორც რე­დაქ­ტო­რის­თ­ვის, მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ ჟურ­ნალს საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კითხუ­ლობს, და მა­თი რიცხ­ვი ჩქა­რი ტემ­პით იზ­რ­დე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს შე­მომ­ს­ვ­ლელ­თა მრიცხ­ვე­ლი ჩვენს გა­ნახ­ლე­ბულ ვებ­გ­ვერ­დ­ზე, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ უკ­ვე ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ათა­სო­ბით მკითხ­ვე­ლი გვყავს.

სა­ნამ ძი­რი­თად სათ­ქ­მელს ვიტყო­დე, მინ­და მკითხ­ველს ვა­უწყო, რომ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რი, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სო­ლო­მონ პავ­ლი­აშ­ვი­ლი არ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვილ წევ­რად. ვუ­ლო­ცავთ ბა­ტონ სო­ლო­მონს ამ დიდ სა­მეც­ნი­ე­რო წო­დე­ბას და კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ პი­რად, სამეცნიერო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც დღეს მინ­და შე­ვე­ხო, არ არის ლო­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, არც რე­გი­ო­ნუ­ლი, და ან ერ­თი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბის. ვი­ნა­ი­დან ჟურ­ნა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო­ა, მეც შე­ვეც­დე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო, პლა­ნე­ტა­რულ, გლობალურ სა­კითხებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა. რა თქმა უნ­და, მე არ მაქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი რე­დაქ­ტო­რის გვერ­დ­ზე ერ­თი კალ­მის მოს­მით გა­დავ­წყ­ვი­ტო, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი, კონ­ტუ­რე­ბი მა­ინც გა­მოვ­სა­ხო და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თუნ­დაც ერ­თი შტრი­ხი გა­მოვ­ყო, სა­კითხი მა­ინც დავ­ს­ვა...

ზო­გა­დად, პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყო და იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ სწავ­ლო­ბენ და შრო­მო­ბენ, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი დაძ­ლი­ონ, რა­თა მეტ­-­ნაკ­ლე­ბად ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დეს ცხოვ­რე­ბა. ხან­და­ხან გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პრობ­ლე­მა და­უძ­ლე­ვე­ლი­ა, უიმე­დო­ბა გვძლევს ხოლ­მე და შუა გზა­ზე მი­ვა­ტო­ვებთ საქ­მეს. თუმ­ცა, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის არის, მთა­ვა­რი­ა, მი­ვაგ­ნოთ მას!

და მა­ინც, რი­სი თქმა მინ­და დღეს, რა­ტომ ჩავ­თ­ვა­ლე მი­მე­მარ­თა მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის?

კა­ცობ­რი­ო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ვი­თარ­დე­ბა. თა­ვი­დან ეს პრო­ცე­სი ნე­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­ცა ადა­მი­ან­მა მეტყ­ვე­ლე­ბა და­იწყო, ტემ­პი ცო­ტა­თი აჩ­ქარ­და, მაგ­რამ ეს აჩ­ქა­რე­ბაც იმ­დე­ნად ნე­ლი იყო, რომ მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბე­ბი ამას ვერც ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ. შემ­დეგ შე­მო­ი­ღეს დამ­წერ­ლო­ბა, რა­მაც კი­დევ უფ­რო და­აჩ­ქა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვით­რე­ბა. მას მოჰ­ყ­ვა ბეჭ­დ­ვა, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უფ­რო მე­ტი ტემ­პით და­აჩ­ქა­რა. მე­რე მო­დის ტე­ლეგ­რა­ფი, ტე­ლე­ფო­ნი, რა­დი­ო, ტე­ლე­ვი­ზია და კომ­პი­უ­ტე­რი. ამ უკა­ნას­კ­ნელს მოჰ­ყ­ვა ინ­ტერ­ნე­ტი და გან­ვი­თა­რე­ბა უფ­რო და უფ­რო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით წინ მი­დის, და სა­ნამ­დე მი­იყ­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ესეც არა­ვინ იცის. . .

2020 წე­ლი პლა­ნე­ტის მაცხოვ­რე­ბელ­თათ­ვის გახ­და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თურ­მე, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, „COVID-19“-მა ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მი­ა­კითხოს და იმ ქვეყ­ნა­დაც კი გა­ის­ტუმ­როს. ამან მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ფიქ­რა და გაჩ­ნ­და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კითხ­ვე­ბი: სწო­რად ვი­თარ­დე­ბა თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა? პა­სუ­ხი არც თუ ისე მარ­ტი­ვი­ა, მაგ­რამ დავ­ს­ვამ კითხ­ვებს, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ და­უს­ვამთ მეც­ნი­ერ­-­მ­კ­ვ­ლე­ვა­რებს და სა­კუ­თა­რი თვალ­თა­ხედ­ვაც და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ:

სა­ით მი­დის კა­ცობ­რი­ო­ბა?

ადა­მი­ა­ნი ხომ „ჰო­მო სა­პი­ენ­სია“ - გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. მარ­თ­ლაც, რამ­დე­ნი რამ შეს­ძ­ლო ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის სა­ხით, რის გა­მოც „მსოფლიო და­პა­ტა­რავ­და“, მაგ­რამ ამა­ვე დროს, შე­ი­ნიშ­ნე­ბა მე­ტად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი:

  • ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფებ­მა „შექმნეს“ უზარ­მა­ზა­რი ფი­ნან­სუ­რი იმ­პე­რი­ე­ბი, იმ­დე­ნი კა­პი­ტა­ლი, რო­მელ­საც ვერ იყე­ნე­ბენ ფაქ­ტობ­რი­ვად. უფ­რო მე­ტიც, ხში­რად შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ზი­ა­ნო­დაც გა­მო­ი­ყე­ნონ. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ფი­ნან­სუ­რად მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით. ისი­ნი მხო­ლოდ მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ავად­მ­ყო­ფურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დეც მი­იყ­ვა­ნოს ადა­მი­ა­ნი*, ბევრს მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით აქვთ მი­ღე­ბუ­ლი დი­დი ქო­ნე­ბა და თა­ვის გავ­ლე­ნებს სხვის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლა­დაც იყე­ნებს**.
  • ხში­რად, შე­საძ­ლო­ა, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გამ­დიდ­რე­ბის წყა­რო სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მო­პა­რუ­ლი ფუ­ლი­ა, ან ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მოს­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის „წყალობა“ (მაგ., სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად მი­ღე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ტენ­დე­რებ­ში და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი „გამარჯვება“ და ა. შ.), ან სხვა არა­ლე­გა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. (ეს არაა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრობ­ლე­მა, არა­მედ, ეკო­ნო­მი­კუ­რად მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს „ავადმყოფობაა“ პირ­ველ რიგ­ში). ასე­თი ფუ­ლის გა­და­მალ­ვის „საწყობი“ გახ­და ე. წ. „ოფშორული ზო­ნე­ბი“, სა­დაც და­ლე­ქი­ლია ათე­უ­ლო­ბით ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი. ამ დროს მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი შიმ­ში­ლობს, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით.
  • ვფიქ­რობ, სა­გან­გა­შოა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი-­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ა, სა­დაც მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ილ­ტ­ვი­ან, რა­თა კი­დევ უფ­რო მე­ტი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვონ და სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­და­მა­ლონ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დიც. ხში­რია ფსევ­დო­უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­ცა უცხო­ე­ლის სა­ხე­ლით თვი­თონ აკე­თე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და გა­უ­გო­ნარ შე­ღა­ვა­თებს იღე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან.
  • ხში­რად ეს მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. თა­ვი­ანთ ქო­ნე­ბას გა­დას­ცე­მენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს, რო­მელ­საც თა­ვი­სი­ვე ოჯა­ხი ან მის მორ­ჩი­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი მარ­თავს. სა­კითხა­ვი­ა, რამ­დე­ნად საქ­ველ­მოქ­მე­დოა ამ ფონ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. რო­გორც წე­სი, ისი­ნი აფი­ნან­სე­ბენ ზო­გა­დად პო­პუ­ლა­რულ ობი­ექ­ტებს (ეკლესია, კულ­ტუ­რის ძეგ­ლი) ან სუ­ბი­ექ­ტებს (მსახიობები, მომ­ღერ­ლე­ბი, მწერ­ლე­ბი). ამ დროს ჭშმა­რიტ მეც­ნი­ერ­თა დი­დი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლობს ან შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე­ა. ამ უკა­ნას­კ­ნელთ კი შეს­წევთ რე­ა­ლუ­რად გა­დაჭ­რან პრობ­ლე­მე­ბი.
  • რა თქა უნ­და, მდი­დარ­თა შო­რის არი­ან პა­ტი­ო­სა­ნი გზით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად, მათ არ გა­აჩ­ნი­ათ მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი. მათ იცი­ან მხო­ლოდ „ფულის კე­თე­ბა“. ამ ადა­მი­ა­ნებს არ შეს­წევთ უნა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ უკარ­ნა­ხონ, რა გა­ა­კე­თონ და რა - არა. მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში წა­მო­ვი­და ტენ­დენ­ცი­ა, რომ რა­კი ფუ­ლი აქვთ, და თა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი, რის წყა­ლო­ბი­თაც მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან მბრძა­ნებ­ლო­ბა, უკ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ან. თუმ­ცა, ისიც არ იცი­ან, რომ ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვა, ეს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა­ა. უფ­რო მე­ტიც, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ქა­ლი ლი­ლი­ან ვერ­ნო­ნი (Lillian Vernon) 35 წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ მი­ვი­და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ მოქ­მე­დი სა­წარ­მოს მარ­თ­ვა და მე­წარ­მე­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა საქ­მე­ა***.

რო­გორც ვხე­დავთ, პრობ­ლე­მე­ბი აღუ­რიცხა­ვი­ა, რო­მე­ლიც მას­შ­ტა­ბუ­რია და არა ლო­კა­ლუ­რი, ხო­ლო ჩემს მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მხო­ლოდ მცი­რე­დია ურიცხ­ვ­თა შო­რის. ვი­სურ­ვებ­დი, ამ და მსგავს პრობ­ლე­მებ­ზეც უფ­რო მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია მი­მე­ღო ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­თ­ვის. მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად და­ვას­რუ­ლებ დღე­ვან­დელ სათ­ქ­მელს: გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის არის, მთა­ვა­რი­ა, მი­ვაგ­ნოთ მას!

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ჩე­მო მკითხ­ვე­ლო!

ღმერ­თი გფა­რავ­დეთ თქვენ და

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს!

31.03.2021

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021