Logo

The modern vision of Agritourism / აგროტურიზმის თანამედროვე ხედვა

Photo
Lali Okrotsvaridze / ლალი ოქროცვარიძე

Asoc.professor of Caucasus International University / კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

Abstract

The current situation in the world has shown us how important the development of agriculture is for Georgia. We must also keep in mind that it is a pretentious and unpredictable field, as it depends on environmental conditions from beginning to end.

The ongoing processes in recent times have even broken the heart of the peasant man, as their labor has not only not been properly appreciated, but has even remained a loser. Here, at this time, tourism was our savior. He, in fact, turned the peasant's heart to the ground, a ray of light illuminating the path to prosperity for the villagers.

A spark of hope ignited in their hearts again, giving them an incentive to take care of the land and lead agriculture. Yes, we mean agro-tourism, as far as its development implies rural development. Thus, in this article we have.

ანოტაცია

არსებულმა მდგომარეობამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოსთვის. მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცით, ეს რამდენად პრეტენზიული და არაპროგნოზირებადი დარგია, თავიდან ბოლომდე გარემო პირობებზე გათვლილი და დამოკიდებული. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გლეხკაცს გულიც კი გაუტეხა, რადგან მისი შრომა არა მარტო არ დაფასდა სათანადოდ, არამედ ხელმოცარულიც კი დარჩა. და აი მხსნელად მოგვევლინა ტურიზმი. მან ფაქტიურად მშრომელს გული მოუბრუნა მიწაზე, კარმიდამოზე. სინათლის სხივმა გაუნათა კეთილდღეობისაკენ მიმავალი გზა სოფლად მაცხოვრებლებს, იმედის ნაპერწკალი კვლავ გააღვივა მათ გულებში, სტიმული მისცა მიწის მოვლისა და სოფლის მეურნეობის გაძღოლისა.

დიახ, სწორედ აგროტურიზმი გვაქვს მხედველობაში, რამდენადაც, როდესაც ვსაუბრობთ მის განვითრებაზე ქვეცნობიერად ვგულისხმობთ სოფლის განვითარება-აღორძინებას.

Keywords: Agritourism, directions of agritourism / აგროტურიზმი, აგროტურიზმის ტენდენციები.

შესავალი

სამყარო იმდენად საინტერესოდ არის მოწყობილი, გაფიქრებინებს, რომ ტყუილად არაფერი არ ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანს ფიქრისთვის საკმაოდ ბევრი დრო აქვს. აზრები ცოტა შორს მიდის. ამ მდგომარეობამ დაგვანახა, რომ ქვეყნებმა, სადაც ტურიზმის ეკონომიკური გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, სერიოზულად იგრძნეს პანდემიის მიერ გამოწვეული ზარალი. ამდენად, აქტუალური გახდა საკითხი - რა უნდა მოიმოქმედოს იმ ქვეყანამ, რომლის არსებობა ფაქტობრივად ტურიზმზეა გათვლილი?

ჩვენ ვიცით სახელმწიფოები, სადაც ტურიზმს დამატებითი შემოსავლები მოაქვს. მათ მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ისეთ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, რომ დამხმარე ტურიზმი სფეროს სახით ფორმირდება. მაგრამ არიან დაბალგანვითარებული სახელმწიფოები, სადაც ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიახ, დღეს მათთვის პანდემია დამღუპველია. ხვალ რა იქნება, კიდევ რა დარტყმას უნდა ელოდეს... ამაზე ფიქრიც კი შემზარავია...

მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ამუშავდეს ალტერნატიული გზა, ასეთი მძიმე შემთხვევებისათვის. ანუ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ფიქრი ახალი შემოსავლების მიღების გზების ძიებაზე. დიახ, მოუწევთ მათ თავიდან გადახედონ საკუთარ შესაძლებლობებს.

გზა კი ყოველთვის არის. მთავარია ვინ და როგორ დაინახავს მას. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნისათვის. თუმცა სახელმწიფოები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ტურიზმიდან მაღალი ეკონომიკური შემოსავლების მიღებას, არც ისინი დარჩებიან პასიურად.

ამ ყველაფერზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები: რომლის მიხედვითაც მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენაზე, გლობალურ ეკონომიკაზე, არაერთგვაროვნია. აზიის განვითარების ბანკის მიხედვით: „პანდემია 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას. ძირითადად, ეკონომიკური ზეგავლენა ქვეყნებზე შემდეგი ლოგიკით განვითარდება: მთავარ ეკონომიკურ დარტყმებს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებშიც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იქნება, შემდეგ ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე, ამის შემდგომ კი ნეგატიური ზეგავლენა მათი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებშიც გადაიღვრება.“[10] უნდა აღვნიშნოთ, რომ არც საქართველო დარჩა ამ მოვლენების მიღმა. რადგან უკვე ვიმკით COVID-19-ით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს, ჩაიკეტა რა საზღვრები მოგზაურობის შიშის გამო.

ანუ დადგა დრო მობილიზების და მანევრირების. თუ დავძაბავთ გონებას, გავიხსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დიდი გამოწვევა მიიღო ტურიზმის ისეთმა მიმართულებებმა, როგორიცაა აგროტურიზი, ეკოტურიზმი, სოფლის ტურიზმი, საოჯახო ტურიზმი და ა. შ. თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე. რადგან ეს მიმართულებები აკმაყოფილებდა არა მარტო ტურისტის მოთხოვნილებებს შესაბამისი თვალსაზრისით, არამედ ისინი განსაკუთრეულ დახმარებას უწევდნენ ქვეყანას, რეგიონს, რაიონს და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლებად ზიანდებოდა გარემო და ამასთანავე დაინტერესება იზრდებოდა სოფლის მოსახლეობაში მატერიალური თვალსაზრისითაც, რაც უბიძგებდა მათ სოფლის მეურნეობის აღორძინებისაკენ. ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც ვხედავდით დაცარიელებულ სოფლებს და დაუმუშავებელ ნოყიერ მიწებს, მაშინ როცა ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკა განადგურების გზაზე იდგა. აღსანიშნავია, რომ აგროტურიზმს, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბდა, თან ახლდა მთელი რიგი თავისებურებანი, რომელიც დამახასიათებელი იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისათვის. ამ პერიოდისთვის საფრანგეთში უკვე არსებობდა დაახლოებით 35 ათასი ფერმა, მინი-სასტუმროებით და სასტუმროებით. შემდეგ ინგლისი ლიდერობდა: ბრიტანელ ფერმერებს შეეძლოთ მოსახლეობისთვის თითქმის 120 ათასი ადგილის შეთავაზება. თუმცა, მალევე, გარკვეული პრობლემების გამო, აგროტურიზმმა შემცირება დაიწყო. გერმანიაშიც, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, უკვე არსებობდა 20 ათასი ფერმა სასტუმროებით. სოფლის ტურიზმის მოდამ ასევე დაიპყრო ჰოლანდია, ირლანდია, პორტუგალია.

ჩვენთვის ეს არის ტურიზმის სრულიად ახალი, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი მიმართულება. მისი სპეციფიკის გასაგებად საჭიროა შევისწავლოთ ამ სფეროში წარმატებული ქვეყნების გამოცდილება.

XXI საუკუნის მიჯნაზე ამ მიმართულებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები, რომელთა შორისაა იტალია, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ. ასევე წარმატებით ვითარდება აგროტურიზმი გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, კანადაში, დომინიკის რესპუბლიკაში, კუბაში და ა. შ.

აპენინის ნახევარკუნძულზე დღეს 10 ათასზე მეტი ფერმაა მცირე სასტუმროებით. ისინი მილიონობით დამსვენებლებს მასპინძლობდნენ და ძირითადი კლიენტები იყვნენ არა წყვილები, არამედ შვილიანი ოჯახები. ერთ-ერთი იტალიური ჟურნალის მონაცემებით, იტალიაში აგროტურიზმის წლიური ბრუნვა 700 მილიარდ ლირას დიდი ხანია გასცდა. შვეიცარიაში კი არსებული ასობით ფერმა დამსვენებლებს სათავაზობს ზღაპრულ და დაუვიწყარ მომსახურებას და სოფლად აქტიურ დასვენებას. არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ბავშვების განწყობა ამ ტიპის დასვენებისადმი. მათ უყვართ შინაური ცხოველების ცქერა, მათთან თამაში (შესაძლებლობის ფარგლებში), ბოსტნეულის, ხილის, კენკრის კრეფა. ესპანეთის ასოციაციამ ცოტა ხნის წინ, ბავშვთა არდადეგებზე სოფლად საპილოტე პროექტიც კი წარმოადგინა, რომელიც მოიცავდა 90 ფერმერულ სახლს 8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. სოფელში დასვენება მშობლებს ძალიან იაფი უჯდებოდათ: დღეში 10 – დან 20 დოლარამდე.

აგროტურიზმი მრავალი სოფლის მეურნეობის საწარმოს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დავინახოთ სოფლის ტურიზმის უპირატესობა საკურორტო ტურიზმთან მიმართებაში, ის არა მხოლოდ იაფია, არამედ იგი ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც დღეს, ხვალ და საერთოდ ძალზე მნიშვნელოვანი მიდგომაა სოფელთან მიმართებაში. სოფლის მეურნეობის ტურიზმი აგვარებს ფერმერების პრობლემებს პროდუქციის რეალიზაციის მხრივ, იზიდავს დამატებით ინვესტიციებს სოფელში. ამიტომ, ეს ყველასთვის სასარგებლოა - როგორც სოფლის მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის მოსახლეობისთვისაც. ძალიან საინტერესოა არსებული პრაქტიკების და გამოცდილებების გაზიარება, გათვალისწინება. მაგალითად საფრანგეთში, დიოპიდან 40 კილომეტრის დაშორებით, ზოოთერაპიის დარგის ექიმმა და მკვლევარმა, ვერონიკა ბაროიზმა დააარსა "ბავშვთა ევროპული მეურნეობა". სადაც კონტინენტის ქვეყნებიდან ექვსიდან თორმეტ წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები ჩამოდიან დასასვენებლად. მოსწავლეების დღე იწყება და ივსება ცხოველებზე ზრუნვით. სოფლის ჰაერი და ზოოთერაპია ბავშვებზე სასიკეთოდ მოქმედებს: ისინი უფრო კეთილგანწყობილები ხდებიან და პასუხისმგებლობით ეკიდებიან არსებულ გარემოს. განსაკუთრებით რთული მოზარდებისათვის მთელი წლის განმავლობაში ტარდება გაკვეთილები - ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებში.

პოლონეთის სახელმწიფო ასევე დაინტერესებულია სოფლის ტურიზმის განვითარებით. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ პოლონეთის მომავალ გეგმებს საფრთხეს უქმნის მკაცრი კონკურენცია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე „ადგილობრივი გლეხი“ თუ გაუძლებს. მათი აზრით, აგროტურიზმს შეუძლია დაეხმაროს მათ შენარჩუნებაში. ფერმერს შეუძლია მიიღოს სესხი 30 ათას დოლარამდე, როგორც ჩვეულებრივი, ისე შეღავათიანი გარკვეული პირობებით. პოლონელები მიიჩნევენ, რომ პოპულარიზაციისთვის, ეს მცირე თანხაც საკმარისია.

ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს აგროტურიზმთან მიმართებაში. ისინი განსხვავდებიან ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციით. მაგალითად საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი, ცნობილია როგორც მეღვინეობის ხელოვნებით, ასევე ამაყობენ ნამდვილად მდიდრული სამზარეულოთი. ფინეთი საშუალებას აძლევს თევზაობის მოყვარულებს ისარგებლონ თევზაობის პროცესით და ეს ქვეყანა ასევე ხელს უწყობს გარე საქმიანობას. პოლონეთი და სლოვაკეთი დამსვენებლებს საშუალებას აძლევენ გაეცნონ ამ ხალხების კულტურასა და ტრადიციებს. ფერმერები ასევე უზრუნველყოფენ ხორცისა და რძის პროდუქტებთან მუშაობას. აქ შეიძლება დატკბეთ ალპური მთების წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებით, მაგალითად, ავსტრიაში მოგზაურობით.

ტაივანში იმართება ლექციები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს ეზიაროს ადგილობრივ კულტურას და მის საიდუმლოებებს. აქ მრავალი დასასვენებელი ფერმაა, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების პროცესს, დააგემოვნოთ ადგილობრივ ფერმაში მოყვანილი პროდუქტებისაგან მომზადებული კერძები. დიდი შესაძლებლობაა მოინახულოთ უკიდეგანოდ გადაჭიმული ბრინჯის და ჩაის პლანტაციები.

ზაფხულისა და მზის სამეფო - ასე უწოდებენ ჰავაის. ჰავაის, რომელსაც ამ სიკეთესთან ერთად მრავალი ღირსებები გააჩნია. თუ არა ჰავაი, სად დააგემოვნებთ და სად შეხვდებით ასეთ ფართო ასორტიმენტის ეგზოტიკურ ხილს, როგორიცაა ლიჩი, დურიანი, რამბუტანი, ლეღვი, ანდა სად ნახავთ ამდენ ტროპიკულ მცენარეს ერთად, რომელთა ნაყოფის არომატით არის გაჟღენთილი არემარე. მრავლადაა ორქიდეა, მაკადამიის კაკალი, კაკაო, ყავა, პაპაია, მანგო, ჯეკფრუტი, ვანილი, ჯანჯაფილის ფესვი და ა. შ.

ტროპიკული ქვეყანაა ფილიპინებიც, აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული აგროტურისტული ადგილია. ასევეა დაცული ტერიტორიები, რომლებიც შედგება მარწყვის და ორგანული ბოსტნეულის ფერმებისაგან, ანანასის და ყავის პლანტაციებისაგან. მაგრამ მიუხედავად სიმცირისა, ყოველწლიურად ტარდება ღონისძიებები, იმართება ბაზრობები, რომლებიც ათობით ათას ტურისტს იზიდავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფილიპინების აგროტურიზმის უმეტესი ნაწილი გამოცხადებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

გაინტერესებთ რანჩოებში ცხოვრება? ეწვიეთ და მოინახულეთ კალიფორნიის მცირე საოჯახო მეურნეობები, სადაც საკმაოდ კარგად არის განვითარებული მეცხოველეობა, ეს ადგილი გამოირჩევა აქ მოყვანილი კულტურების მრავალფეროვნებით. ადგილობრივი ფერმერები სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას და შეიმუშავებენ სტრატეგიებს, რაც მათ შემდგომ წინსვლას უზრუნველყოფს. მათ ამისათვის საგანმანათლებლო პროგრამებიც კი შეუმუშავეს კალიფორნიის უნივერსიტეტში. სადაც მათ შეუძლიათ სასარგებლო რჩევების და საჭირო ცოდნის მიღება.

ვუყურებთ რა მსოფლიოს, ვხვდებით, რომ საკმაოდ დიდ კონკურენციასთან გვაქვს საქმე. ძალიან ძნელია მოხიბლო ტურისტი ისეთი ტიტანების გვერდით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებია. ტყუილად არ მოვიყვანეთ ზემოთ ხსენებული მაგალითები. ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, გლეხისთვის, ფერმერისთვის, ბიზნესმენისთვის, რომლებიც სოფლის აყვავებას ემსახურებიან.

ტურიზმის ეს სახე საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა. ამას ხელს უწყობს ქვეყნის მრავალფეროვანი ტრადიციები, მდიდარი კულტურული და აგრარული მემკვიდრეობა, სოფლის ყოფა-ცხოვრება, ადგილობრივი პროდუქტები, სამზარეულო. ყოველი რეგიონი გამორჩეულია საკუთარი უნიკალური ბუნებრივი საფარით, რელიეფით, თვით მოსახლეობით, მათი ადათ-წესებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების თავისებურებებით. ამ მხრივ კი განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებია დიდი პოტენციალის მატარებელი.

იმდენად, რამდენადაც აგროტურისტული ობიექტის სტატუსი არ არის ოფიციალურად განსაზღვრული, ინფორმაციაც ობიექტების რაოდენობის შესახებ მწირია და ნაკლებად ხელმისაწვდომი. თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ფერმერული მეურნეობა სთავაზობს ტურისტებს აგროტურისტულ მომსახურებას. მაგალითისთვის კახეთის მხარე ტურისტებს სთავაზობს რთველში მონაწილეობის მიღებას, საწნეხელში ყურძნის ჩაწურვას, ჩურჩხელების საკუთარი ხელით ამოვლებას, ყველის ამოყვანასა და სხვ. არის იმედები, რომ საქართველოს მასშტაბით კიდევ 130 საწარმო არის დაინტერესებული მსგავსი აგროტურიზმისთვის დამახასითებელი სერვისების შეთავაზებით. მაგრამ როდესაც ამ საკითხებს ვეხებით, უნდა გავიხსენოთ, რამდენად რთული მდგომარეობაა საქართველოში ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, შესაფერისი კადრებით დასაქმების თვალსაზრისით.

დასკვნა

როგორც ვხედავთ მსოფლიო საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ანუ ცხოვრება არ ჩერდება ერთ ადგილზე, მიდის წინ, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საზოგადოების, კაცობრიობის განვითარებას, პროგრესს ხელს ვერ უშლის ვერც მცირე და ვერც დიდი, მასიური პრობლემები. საკითხი დგება სხვა კუთხით. ადამიანები ხედავენ ნელ-ნელა საკუთარ დანაშაულს და შეცდომებს. და დღის წესრიგში დგება მომდევნო საკითხი: როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება დანაკარგის, დანახარჯის და ზიანის მიყენების გარეშე. როგორ ვიცხოვროთ, რომ ზიანი არ მივაყენოთ პირველ რიგში გარე არსებულ სამყაროს და მერე თავისათავად საკუთარ თავსაც. ანუ როგორ გავხადოთ სამყარო მდგრადი, როგორ გავხადოთ ტურიზმი მდგრადი, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. თუნდაც აგროტურიზმის მიმართულებით. როგორ მივაჩვიოთ გლეხი იმ აზრს, რომ თუ მან სწრაფად გააცნობიერა სოფლის მეურნეობის ტურიზმის მომგებიანობა და შესძლო ფულის ჩადება მასში. ისიც კარგად უნდა აღიქვას, რომ ახლა მისი ამოცანაა არამარტო ტურისტის მოზიდვა, არამედ ყველა მეურნეობის მფლობელის მთავარი მოთხოვნაა საერთაშორისო სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების მკაცრი დაცვა, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისთავად განუმეორებლობა, გამორჩეულობა და განსაკუთრებულობა.

References

  1. oqrocvariZe a, oqrocvariZe l., vadaCkoria m., ,,turizmisa da maspinZlobis menejmenti“, Tb. 2011w.
  2. maisuraZe d., verbecki i., xuciSvili T. ekologiuri turizmis safuZvlebi. Tb., 2009.
  3. samadaSvili c., doborjginiZe x. agroturizmis ganviTarebis SesaZlebloba kaxeTSi. saerTaSoriso samecniero konferencia, baTumi, 2010.
  4. CavleiSvili m. agroturizmis ganviTarebis SesaZleblobebi saqarTveloSi. „ekonomika da biznesi”, Tb., 2010.
  5. metreveli m., turizmisa da stumar-maspinZlobis safuZvlebi, Tb. 2009 w.
  6. arabuli k., turizmis saxeebi da qarTuli turizmis ganviTarebis SesaZlo perspeqtivebi, „saqarTvelos ekonomika“, 2008.
  7. margvelaSvili m., ,,turizmi da siRaribis daZleva’’, Jur. „socialuri ekonomika“, 6, 2007.
  8. SublaZe v., „saqarTvelo da turizmi’’, Tb., 1999.
  9. https://www.startuperi.ge/ka/agro-loan
  10. galdava m., molaSvili n. da jemal cincabaZe j., agroturizmi saqarTveloSi, Tb. 2020.
  11. Http://rest.kuda.ua/ da turistuli gazeTis (RTG) No10 (97) masalebis safuZvelze.

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021