სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვით ვითხოვთ საქართველოს ორგანულ კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61 მუხლის 1 ნაწილის ე.ა პუნქტში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს დაემატა ახალი ფუნქცია - საჭიროების შემთხვევაში ელექტრონულად გადაამოწმოს ამომრჩევლის საარჩევნო უბანი და ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში. ამასთან, აღნიშნული კანონის 58-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ პუნქტშიც მოთხოვნილი გვაქვს განხორციელდეს ცვლილება, რომლის მიხედვით კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე, გამოიყოფა სპეციალური ადგილები საარჩევნო დამკვირვებლებისა და პარტიის წარმომადგენლებისთვის, საიდანაც ისინი შეძლებენ თავისუფლად დააკვირდნენ უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს საარჩევნო კოდექსი შეძლებს მეტად მოაწესრიგოს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს არსებული პრობლემატიკა; იგი ემსახურება უსაფრთხო, კომფორტული საარჩევნო გარემო შეუქმნას როგორც ამომრჩეველს ისე არჩევნების პროცესში ჩართულ სხვა პირებს, რომელიც ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას.
References
- Demetrashvili A., Kvachadze M., Kublashvili K. Etc., “Handbook of Constitutional Law”, Tbilisi, 2005, p. 155 (In Georgian)
- Paragraph 2 of Article 2 of the Election Code of Georgia, N5636-rs, Legislative Herald of Georgia, 10.01.2012 (last verification 17. 07. 2021) (In Georgian)
- Paragraph 12 of Article 45 of the Election Code of Georgia, N5636-rs, Legislative Herald of Georgia, 10.01.2012, (last verification 17. 07. 2021) (In Georgian)
- 4.https://sector3.ge/Libraries/Download/391?fbclid=IwAR3yl6Kjzzb7BkhdvnlIk3BPcM1NCtyueOrBNiTeYT_5Lzrq32mz4ttx0N8, (last verification 22. 07. 2021)
- 5..https://cesko.ge/geo/list/show/13745-27-seqtembridan-saarchevno-administracia-amomrchevlebistvis-sainformacio-baratebis-darigebas-iwyebs-16716(last verification 22. 07. 2021)
- 6.https://www.bbc.com/news/explainers-56849080 , (last verification 22. 07. 2021).
The New Economist N2, (2021), Vol 16, Issue 2

11/07/2021
Copyright (c) 2021 Tsiala Meladze / ციალა მელაძე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.