Logo

Political Problems and Preconditions for Ethnopolitical Conflicts in Post-Soviet Georgia / პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის­თვის.

eka-11.jpg
Ekaterine Lomia / ეკატერინე ლომია

Ph.D. Candidate in Political Science / პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი/ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

Abstract

The multinational state of the Soviet Union, which covered large areas of Eastern Europe, South Caucasus, and Central Asia, was dissolved on December 26, 1991, by a decision of the Supreme Soviet of the Union of Soviet Socialist Republics. The “perestroika” (policy of transformation), initiated by Mikheil Gorbachev in the late 1980s, aimed at resolving the systemic state crisis in the Soviet Union through rapid and effective economic reforms. However, it appeared to be unsuccessful, and at the same time, fatal. The collapse of the Soviet Union, in turn, was followed by a number of crises in the post-Soviet nations, which faced serious challenges due to the new reality created after the disintegration of the Soviet Republic. Georgia was no exception.

Keywords: Georgia, Soviet Union, Russian Federation, Ethnopolitical Conflicts / სა­ქარ­თვე­ლო, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი.

ანოტაცია

საბ­ჭო­თა სო­ცი­ალ­ის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კავ­ში­რის მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ისა და შუა აზი­ის ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ებს მო­იც­ავ­და, 1991 წლის 26 დე­კემ­ბერს, უზ­ენა­ესი საბ­ჭოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, და­იშ­ალა. 1985 წლი­დან მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ული ე.წ. „პე­რეს­ტრო­იკა“ (გარ­დაქ­მნის პო­ლი­ტი­კა), რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სის­ტე­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბას სწრა­ფი და ეფ­ექ­ტი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური რე­ფორ­მე­ბით ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რე­ალ­ურ­ად, უშ­ედ­ეგო და ამ­ავ­დრო­ულ­ად, სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას არა­ერ­თი კრი­ზი­სი მოჰ­ყვა პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ახ­ალი რე­ალ­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­დნენ. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო იყო.

შე­სა­ვა­ლი

1986 წელს 26 პა­რილს ჩერ­ნო­ბი­ლის (უკ­რა­ინა) ატ­ომ­ურ ელ­ექ­ტრო­სად­გურ­ზე ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და. მოგ­ვი­ნე­ბით, ამ­ას თან და­ერ­თო 1989 წლის ციმ­ბი­რის მე­შახ­ტე­ებ­ის მა­სობ­რი­ვი გა­ფიც­ვე­ბი. ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტი­პის რე­აქ­ტო­რე­ბის გა­და­ხუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია და პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე იმ­სხვერ­პლა. რა­დიოაქტიური ნივ­თი­ერ­ებ­ები ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენ­ტის ფარ­თო რა­დი­უს­ზე გა­იშ­ალა და მო­ედო რუ­სეთს, თურ­ქეთს, ბე­ლა­რუსს, სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­საც კი მო­ედო. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­არი­ის გა­სა­იდ­უმ­ლო­ებ­ას ცდი­ლობ­და, რა­მაც კა­ტას­ტრო­ფით გა­მოწ­ვე­ული მსხვერ­პლთა მას­შტა­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად გა­ზარ­და [16, გვ.32-34].

1989 წლი­დან ციმ­ბი­რის მე­შახ­ტე­ებ­ის გა­ფიც­ვებ­მა პო­ლი­ტი­კურ და სა­მეც­ნი­ერო ელ­იტ­ებს კი­დევ ერ­თხელ და­ან­ახა საბ­ჭო­თა სო­ცი­ალ­იზ­მის კრა­ხი, რო­დე­საც პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა კლას­მა უგ­ულ­ებ­ელ­ყო და ზურ­გი აქ­ცია მუ­შა­თა კლა­სის სა­მარ­თლი­ან მოთხოვ­ნებს. 1989 წლი­დან საბ­ჭო­თა ეკ­ონ­ომ­იკა ურ­თუ­ლე­სი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის ერ­თგვარ აპ­ოგე­ად შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს სურ­სა­თის მა­სობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტი და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ე.წ. „ტა­ლო­ნუ­რი სის­ტე­მის“ შე­მო­ღე­ბა.

1991 წლის 19 აგ­ვის­ტოს მოს­კო­ვის ცენ­ტრში, წი­თელ მო­ედ­ან­ზე, ბო­რის ელ­ცი­ნის მე­თა­ურ­ობ­ით, ოპ­ოზ­იცი­ონ­ერ­თა ჯგუ­ფი სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას შე­ეც­ადა. მარ­თა­ლია, პუტ­ჩი და­მარ­ცხდა, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნულ­მა მოვ­ლე­ნამ, ის­ედ­აც მძი­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ური, პო­ლი­ტი­კუ­რი და დე­მოგ­რა­ფი­ული კრი­ზი­სის ფონ­ზე, სი­ტუ­აცი­ის კი­დევ უფ­რო დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვია და ნი­ად­აგი ჩა­უყ­არა სო­ცი­ალ­ის­ტურ-ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად მარ­თუ­ლი მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ან­ებ­ის 70-წლი­ანი ის­ტო­რი­ის და­სას­რულ­სა და მის სა­ბო­ლოო დაშ­ლას [34]. 1991 წლის 8 დე­კემ­ბერს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რიც, მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მსგავ­სად, და­იშ­ალა. მი­სი სა­მარ­თალ-მემ­კვიდ­რე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია კი, უდ­იდ­ესი იმ­პე­რი­ის ნან­გრე­ვებ­ზე, ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც გა­მო­ჩე­ნი­ლა ფრან­გმა ის­ტო­რი­კოს­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა ალ­ექ­სის დე ტოკ­ვილ­მა მოს­წრე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა, „ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი ბო­რო­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც ის სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­დაქ­მნას ცდი­ლობს“.

საბ­ჭო­თა სო­ცი­ალ­ის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კავ­ში­რის დაშ­ლის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნა 15 და­მო­უკ­იდ­ებ­ელი (სუ­ვე­რე­ნუ­ლი) სა­ხელ­მწი­ფო. თით­ქმის სა­მოც­და­ათი წლის შემ­დეგ კო­მუ­ნიზ­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ისა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებს ხე­ლახ­ლა მი­ეც­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­მო­უკ­იდ­ებ­ლად ეშ­ენ­ებ­ინ­ათ „ახ­ალი სა­ხელ­მწი­ფო“ და დად­გო­მოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ული გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პროგ­რე­სის გზას [29]. ჯერ კი­დევ 1989 წლი­დან, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა თით­ქმის და­კარ­გა კონ­ტრო­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ზე. პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, ად­ამი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და აქ­ტი­ვის­ტი ლეხ ვა­ლენ­და მო­დის, ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­აში კი- ცნო­ბი­ლი ან­ტი­კო­მუ­ნის­ტი და დი­სი­დენ­ტი ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ან­ებ­ით, ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა მრა­ვალ­პარ­ტი­ულ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოდ აქ­ცია.

საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის, რო­მელ­საც 1983 წელს ევ­ან­გე­ლის­ტე­ბის ნა­ცი­ონ­ალ­ური ას­ოცი­აცი­ის შეკ­რე­ბა­ზე აშშ-ის იმ­დრო­ინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რო­ნალდ რე­იგ­ან­მა „ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რია“ უწ­ოდა, დაშ­ლი­დან ოც­და­ათი წლის შემ­დე­გაც კი არ წყდე­ბა და­ვა იმ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ გა­მო­იწ­ვია რე­ალ­ურ­ად მი­სი ნგრე­ვა. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, „ტყუ­ილ­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე“ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კავ­ში­რი ჯერ მოძ­რა­ობა „სო­ლი­და­რო­ბამ“, შემ­დეგ კი რო­ნალდ რე­იგ­ან­მა და მარ­გა­რეტ ტეტ­ჩერ­მა და­შა­ლეს. ცხა­დია, რომ სსრკ-ის დაშ­ლა კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­აში ერთ-ერთ უდ­იდ­ეს კა­ტას­ტრო­ფად მი­აჩ­ნია რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს. „უნ­და ვა­ღი­არ­ოთ, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა იყო სა­უკ­უნ­ის უდ­იდ­ესი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური კა­ტას­ტრო­ფა, რუ­სე­თის ხალ­ხის­თვის კი იგი იქ­ცა ნამ­დვილ დრა­მად, ათე­ულ­ობ­ით მი­ლი­ონი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის მიღ­მა“- სევ­დი­ან­ად აღ­ნიშ­ნავ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი [35].

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით მი­ლი­ონ­ობ­ით ად­ამი­ანს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას აუწყებ­და, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ- თბი­ლი­სის ცენ­ტრში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ები და დე­მონ­ტრა­ცი­ები იმ­არ­თე­ბო­და. მა­შინ, რო­დე­საც პოს­ტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბას ზე­იმ­ობ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა კი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ სა­ხელ­მწი­ფოს უკ­ვე ჰქონ­და აღი­არ­ებ­ული ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მძვინ­ვა­რებ­და და ირ­გვლივ სრუ­ლი ქა­ოსი სუ­ფევ­და.

პოს­ტსაბ­ჭო­თა მკვლე­ვა­რის, გი­ორ­გი ბად­რი­ძის თვალ­თა­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვეტ როლს სწო­რედ რუ­სე­თი თა­მა­შობ­და, რო­მე­ლიც არ აპ­ირ­ებ­და სა­ქარ­თვე­ლოს „რე­ალ­ური და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის“ აღი­არ­ებ­ას და ყვე­ლა­ნა­ირი სა­შუ­ალ­ებ­ით ცდი­ლობ­და, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ისა და დეს­ტრუქ­ცი­ის გზით, ქვე­ყა­ნა­ში ში­და პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას. მკვლე­ვა­რის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ­ით იყო და არ­ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ის, რომ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სულ ორ­ბი­ტას ვერ გას­ცდა, მათ შო­რის, ვერც 1998 წელს, რო­დე­საც ის (რუ­სე­თი) ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო და­სუს­ტე­ბუ­ლი [2].

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ბრძო­ლა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და მე­რაბ კოს­ტა­ვამ ჯერ კი­დევ 1950-იან წლებ­ში და­ის­ახ­ეს მიზ­ნად, რო­დე­საც უნ­გრეთ­ში საბ­ჭო­თა სის­ხლი­ანი ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­ის სა­პა­სუ­ხოდ მათ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში საპ­რო­ტეს­ტო პროკ­ლა­მა­ცი­ები გა­მო­აკ­რეს და ხმა აიმ­აღ­ლეს საბ­ჭო­თა ოკ­უპ­აცი­ის, ან­ექ­სი­ისა და უს­ამ­არ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მეგ. 1976 წელს, მა­თი­ვე თა­ოს­ნო­ბით თბი­ლის­ში და­არ­სდა „სა­ქარ­თვე­ლოს ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ­ად გა­მო­დი­ოდა ქარ­თველ­თა უფ­ლე­ბე­ბის, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და მარ­თლმა­დი­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის და­სა­ცა­ვად. მეც­ნი­ერი, მწე­რა­ლი და დი­სი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია არა­ერ­თხელ და­აპ­იტ­იმ­რა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 1950-1970-იან წლებ­ში ან­ტი­საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­თვის. პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუ­ფე­ბის შემ­დეგ გამ­სა­ხურ­დია, თა­ვის თა­ნა­მო­აზ­რე მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან ერ­თად, აქ­ტი­ურ­ად იღ­ებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ებ­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში 1987-1990 წლებ­ში.

1989 წლის 9 აპ­რილს ერთ-ერ­თი ას­ეთი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მოთხოვ­ნით იყო გა­მარ­თუ­ლი, საბ­ჭო­თა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მი­ერ მშვი­დო­ბი­ანი დე­მონ­ტრა­ცი­ის დარ­ბე­ვა­სა და სის­ხლი­ან შე­ტა­კე­ბა­ში გა­და­იზ­არ­და. 9 აპ­რილს, 11 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში კო­მენ­დან­ტის სა­ათი გა­მოცხად­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ობ­აზე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ობ­ას ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით ინ­ფორ­მა­ცია გვი­ან მი­ეწ­ოდა. აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას გა­მო­იყ­ენ­ეს სხვა­დას­ხვა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი იარ­აღი, მათ შო­რის, ცეცხლსას­რო­ლი იარ­აღი, მომ­წამ­ვლე­ლი აირი, ტან­კე­ბი და სხვა. შე­დე­გად, და­იღ­უპა 21 (უმ­ეტ­ეს­ად ახ­ალ­გაზ­რდე­ბი), ხო­ლო და­იჭ­რა ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ანი [4]

  1. და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დღე­ები და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ობა

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი წლე­ბი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური მემ­კვი­დე­ობა ერ­გო პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას. ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად ორ ნა­წი­ლად, გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ებ­ად (ე.წ. „ზვი­ად­ის­ტე­ბად“) და მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბად გა­იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით, ოპ­ოცი­ონ­ერ­თა დი­დი ნა­წი­ლი უწყვეტ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მი­ტინ­გებს მარ­თავ­და, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენ­ტს დე­მა­გოგს, დიქ­ტა­ტორ­სა და ტო­ტა­ლი­ტარს უწ­ოდ­ებ­დნენ და მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ მის პო­ლი­ტი­კურ კურ­სს.

9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქვე­ყა­ნა­ში შემ­დგომ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. ხალ­ხში გა­აღ­ვი­ძა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მრა­ვალ­სა­უკ­უნ­ოვ­ანი სუ­ლის­კვე­თე­ბა და ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­ერ დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კეს. ტრა­გე­დი­ას გა­მოხ­მა­ურ­ება მოჰ­ყვა სსრკ-ის სხვა მოძ­მე რეს­პუბ­ლი­კებ­შიც, რომ­ლებ­შიც ამ დრო­ის­თვის უკ­ვე არა­ერ­თგზის შე­ინ­იშ­ნე­ბო­და ან­ტი­საბ­ჭო­ური ტენ­დენ­ცი­ები. ამ­ას­თა­ნა­ვე, ცხა­დი გახ­და გორ­ბა­ჩო­ვის ე.წ. „პე­რეს­ტრო­იკ­ის“ მან­კი­ერი მხა­რე­ები და საბ­ჭო­თა მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ან­ებ­ის გარ­და­უვ­ალი კრა­ხი [15].

1990 წლის მარ­ტში თბი­ლის­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­აზე გა­დაწყდა ერ­ოვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის შექ­მნა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო მოძ­რა­ობ­ას უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებ­და. ფო­რუმს მა­ლე­ვე გა­მო­ეყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჰელ­სინ­კის კავ­ში­რი“, დარ­ჩე­ნილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ან­ებ­ებ­მა კი რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ „ერ­ოვ­ნუ­ლი კონ­გრე­სი“ და­არ­სეს, რო­მელ­საც ირ­აკ­ლი წე­რე­თე­ლი და გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია ჩა­უდ­გნენ სა­თა­ვე­ში. იმ­ავე წლის ერ­ოვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის ყრი­ლო­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა, ქვეყ­ნის რუ­სე­თის­გან გა­მო­ყო­ფა და საბ­ჭო­თა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­ითხო­ვეს.

1990 წლის 20 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს უზ­ენა­ესი საბ­ჭოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­აცი­ისა და ან­ექ­სი­ის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა აქ­ტი ბა­თი­ლად გა­მოცხად­და. ას­ევე, გა­უქ­მნა, საბ­ჭო­ები და კო­მი­ტე­ტე­ბი, ვი­ნა­იდ­ან ის­ინი „არ გა­მო­ხა­ტავ­დნენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ჭეშ­მა­რიტ, თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა-სურ­ვილს“ [10]. გა­დაწყდა მრა­ვალ­პარ­ტი­ული, დე­მოკ­რა­ტი­ული არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტია იდ­გე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­და­რა­ჯო­ზე. იმ­ავე წლის 28 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვე­ნე­ბის შე­დე­გად გა­იმ­არ­ჯვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „მრგვა­ლი მა­გი­და-თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, რა­მაც ბო­ლო მო­უღო კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მრა­ვალ­წლო­ვან დო­მი­ნან­ტო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გამ­სა­ხურ­დი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უპ­ორ­ვე­ლეს მი­ზანს სა­ყო­ველ­თაო რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა წარ­მოდ­გენ­და, რო­მელ­შიც ქარ­თველ ხალ­ხს მხო­ლოდ ერთ კითხვა­ზე უნ­და გა­ეცა პა­სუ­ხი: „ხართ თუ არა თა­ნახ­მა, რომ აღ­დგეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა 1918 წლის 26 მა­ის­ის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე“? 1991 წლის 31 მარ­ტს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ კითხვა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ის 98%-მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა. შე­დე­გად კი, სა­ქარ­თვე­ლოს უზ­ენა­ეს­მა საბ­ჭომ მი­იღო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დეკ­ლა­რა­ცია [5]. იგი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მოკ­ლედ და ლა­კო­ნუ­რად მოგ­ვითხრობ­და სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, კერ­ძოდ კი, XIX სა­უკ­უნ­ეში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის გა­უქ­მე­ბა­სა და ან­ექ­სი­ას; 1918 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნას; საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ ტე­რორ­სა და რეპ­რე­სი­ებს და 1989 წლის 9 აპ­რილს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მე­ორე თა­ვი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად აქ­ტით მი­ერ აღი­არ­ებ­ულ ნორ­მებ­სა და დე­ბუ­ლე­ბებს ეხ­ებ­ოდა. „სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რია ერ­თი­ანი და გა­ნუ­ყო­ფე­ლია. მის ტე­რი­ტო­რი­აზე უზ­ენა­ესია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ყო­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბა, მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზ­ენა­ეს­ობ­ის შეზღუდ­ვის ან ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის დარ­ღვე­ვი­სა­კენ, ჩა­ით­ვლე­ბა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვად და აგ­რე­სი­ად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის უხ­ეშ დარ­ღვე­ვად“-ვკითხუ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­აში [10].

რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა აღი­არა 8 სა­ხელ­მწი­ფომ. რუ­მი­ნეთ­მა და მოლ­დო­ვამ (1991 წ. 27 აგ­ვის­ტო); აზ­ერ­ბა­იჯ­ან­მა (1991 წ. 30 აგ­ვის­ტო); სომ­ხეთ­მა (1991 წ. 13 სექ­ტემ­ბე­რი); უკ­რა­ინ­ამ (1991 წ. 12 დე­კემ­ბე­რი); თურ­ქეთ­მა (1991 წ. 16 დე­კემ­ბე­რი); მონ­ღო­ლეთ­მა და ლიტ­ვამ (1991 წ. 20 დე­კემ­ბე­რი). ხო­ლო მომ­დევ­ნო ორი კვი­რის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა აღი­არა კი­დევ 25-მდე ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის, აშშ-მა, კა­ნა­დამ და ირ­ან­მა (1991 . 25 დე­კემ­ბე­რი); ინ­დო­ეთ­მა, ტა­ილ­ან­დმა, ბრა­ზი­ლი­ამ და კუ­ბამ (1991 წ. 26 დე­კემ­ბე­რი); ბე­ლა­რუს­მა, სლო­ვე­ნი­ამ, ვი­ეტ­ნამ­მა, ჩი­ნეთ­მა, ეგ­ვიპ­ტემ , ალ­ჟირ­მა (1991 წ. 27 დე­კემ­ბე­რი) და სხვებ­მა [5]. 1991 წლის 26 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია გახ­და.

სი­ტუ­აცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­წვა­ვებ­და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კითხი (რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 30%-ს შე­ად­გენ­დნენ). მკვლე­ვარ­თა დი­დი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ზვი­ად გამ­სა­ხუ­დი­ამ წა­ახ­ალ­ისა და ხე­ლი შე­უწყო ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მის გაღ­ვი­ვე­ბას, ვი­ნა­იდ­ან მი­სი მომ­ხრე­თა ერ­თი ნა­წი­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ლო­ზუნ­გად იქ­ცა „სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის“. ამ­ას­თა­ნა­ვე, ცალ­სა­ხად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ინ­იშ­ნოს, რომ უთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბამ­დეც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა, 1990 წლი­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე სე­პა­რა­ტის­ტულ­მა მოძ­რა­ობ­ებ­მა სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ათი მი­იღო და მკვეთრ ში­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­იზ­არ­და [6].

პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი კრი­ტი­კის სა­ბა­ბად იქ­ცა აშშ-თვი­საც. გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ჯა­რო გა­ნაცხადს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მოს­კოვ­ში მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი პუტ­ჩი თა­ვად გორ­ბა­ჩო­ვის მი­ერ წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი და მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლი იყო, რა­თა მო­ახ­ლო­ებ­ულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ეზ­არ­და, გა­მოხ­მა­რუ­რე­ბა მოჰ­ყვა აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის მხრი­დან. მან გამ­სა­ხურ­დი­ას რეპ­ლი­კას „სა­სა­ცი­ლო“ უწ­ოდა. აშშ-ის კონ­გრეს­მენ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით ოპ­ოზ­იცი­ური გა­ზე­თის „მო­ლო­დი­ოშ გრუ­ზიი“ და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის „მე­ორე არ­ხის“ და­ხურ­ვამ. ას­ევე, ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­ერ­თი­ან­ება „ერ­ოვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ული პარ­ტი­ის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას და­კა­ვე­ბამ.

სა­მარ­თლი­ან­ობ­ის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ინ­იშ­ნოს, რომ გა­ზე­თი „მო­ლო­დი­ოშ გრუ­ზიი“, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­აში ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ნა­რა­ტივს ავ­რცე­ლებ­და და მო­სახ­ლე­ობ­ას ერ­ოვ­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­სა და ში­და არე­ულ­ობ­ის­კენ მო­უწ­ოდ­ებ­და; ტე­ლე­ვი­ზი­ის „მე­ორე არ­ხი“ და­იხ­ურა, პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას ბრძა­ნე­ბით, ვი­ან­იდ­ან სა­მა­უწყებ­ლო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ბი ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სა­ხალ­ხო აქ­ცი­ებ­სა და მი­ტინ­გებ­ში იღ­ებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას და ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას თე­სავ­დნენ; ოპ­ოზ­იცი­ონ­ერი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია კი მას შემ­დეგ და­აპ­ატ­იმ­რეს, რაც იგი რუ­სეთ­თან სა­იდ­უმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ამ­ხი­ლეს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ელ­ოდა.

  1. ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ქარ­თულ-ოს­ური კონ­ფლიქ­ტე­ბი

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჯერ კი­დევ 1980-იანი წლე­ბი­დან და­იძ­აბა, რო­დე­საც საბ­ჭო­ური რე­ჟი­მით უკ­მა­ყო­ფი­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­იტ­ის ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა მო­ითხო­ვა. 1980-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს, აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ხე­ლი მო­აწ­ერ­ეს ე.წ. „ლიხ­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ას“, რომ­ლის თა­ნახ­მად, მათ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუ­სი მი­ან­იჭ­ეს და თბი­ლი­სის­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა გა­მო­აცხა­დეს. „ლიხ­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ას“ ხე­ლი სო­ხუ­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა მო­აწ­ერა, რო­მელ­საც უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება მოჰ­ყვა ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი სა­მეც­ნი­ერო და პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­იტ­ებ­ის მხრი­დან და და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­იზ­არ­და. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ტი­ვით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი 1989 წლის 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბიც, რო­დე­საც მშვი­დო­ბი­ანი მო­მი­ტინ­გე­ებ­ის ძალ­სი­მი­ერი მე­თო­დე­ბით დარ­ბე­ვის შე­დე­გად, თბი­ლის­ში მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ები სის­ხხლის­ღვრა­ში გა­და­იზ­არ­და.

1989 წლის 16-17 ივ­ლისს აფხა­ზეთ­ში ქარ­თულ და აფხა­ზურ მო­სახ­ლე­ობ­ას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­იღ­უპა 14, ხო­ლო და­იჭ­რა 140-მდე მო­ქა­ლა­ქე. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა შო­რის უმ­ეტ­ეს­ობა ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნა მხა­რე­ებს შო­რის პირ­ველ შეიარაღებულ და­პი­რის­პი­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი ით­ამ­აშა ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ ეს­კა­ლა­ცი­აში და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­საზღვრა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­მა­ვა­ლი [8].

1992 წლის 23 ივ­ლისს სო­ხუ­მის პო­ლი­ტი­კურ­მა ელ­იტ­ამ აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­გან და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აცხა­და, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ აღ­ნიშ­ნულ გა­ნაცხადს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი გა­მოხ­მა­ურ­ება არ მოჰ­ყო­ლია, მან კი­დევ უფ­რო და­ამ­ძი­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ეთ­ნი­კურ ქარ­თველ და ეთ­ნი­კურ აფხაზ მო­სახ­ლე­ობ­ას შო­რის. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი, შეიარაღებული და­პი­რის­პი­რე­ბა ომ­ში მას შემ­დეგ გა­და­იზ­არ­და, რაც აფხა­ზე­თის თვით­გა­მოცხა­დე­ბულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ თა­ვის ტე­რი­ტო­რი­აზე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა შე­აჩ­ერა; გაჩ­ნდა ერ­ოვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა: დრო­შა და გერ­ბი.

ამ­ავე პე­რი­ოდ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და სარ­კი­ნიგ­ზო ხი­დე­ბი­სა და გზე­ბის აფ­ეთ­ქე­ბა, აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე სატ­ვირ­თო მა­ტა­რებ­ლე­ბის ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბა, მა­ღა­ლი თა­ნან­მდე­ბო­ბის პირ­თა გა­ტა­ცე­ბებ­მა და გა­მო­სას­ყი­დის აღ­ებ­ის მიზ­ნით ად­ამი­ან­ებ­ის გა­და­მა­ვალ­ვამ მა­სი­ური ხა­სი­ათი მი­იღო. პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ მა­შინ რო­დე­საც 1992 წლის 23 ივ­ლისს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ­მა ქვე­ყა­ნამ და მათ შო­რის რუ­სეთ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა აღი­არა, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ იგ­ივე რუ­სე­თი აქ­ტი­ურ­ად ამ­არ­აგ­ებ­და აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტებს სამ­ხედ­რო შეიარაღებით და ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის აგ­ული­ან­ებ­და [1]. ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­თის სა­ზე­ნი­ტო პოლ­კი­დან აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტებს ათ­ას­ობ­ით ავ­ტო­მა­ტი, ას­ობ­ით ტყვი­ამ­რფრქვე­ვი, უამ­რა­ვი ხელ­ყუმ­ბა­რა, სა­სიგ­ნა­ლო რა­კე­ტა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტექ­ნი­კა გა­და­ეც­ათ.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ირ­აკ­ლი ალ­ად­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და: „მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩათ­რე­ულ იქ­ნა ომ­ში, ამ­ას ჩვენც შე­ვუწყეთ ხე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ემ­თხვე­ვა ამ პე­რი­ოდს. მე იქ ვი­ყა­ვი და ჩე­მი თვა­ლით ვხე­დავ­დი, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თი მიზ­ნის მიღ­წე­ვას. მათ იარ­აღი მოგ­ვცეს, თუმ­ცა იქ­იდ­ან ათ­ას­ამ­დე ტყვი­ამ­ფრქვე­ვი, ავ­ტო­მა­ტი აფხა­ზებს ეკ­უთ­ვნო­დათ და რო­დე­საც 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს ჩვე­ნე­ბი აფხა­ზეთ­ში შე­ვიდ­ნენ გუ­და­უთ­ის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან აფხა­ზე­ბის მი­ერ მოხ­და თავ­დას­ხმა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და იმ­იტ­ომ, რომ კონ­ფლიქ­ტი დაწყე­ბუ­ლი­ყო“ [1, გვ.19].

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ ბო­ევ­იკ­იდ­ები ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­იდ­ან: ჩეჩ­ნე­ბი, ად­იღ­ები, ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­ბი, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­ბი; ას­ევე სა­ომ­არ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ბო­ევ­იკ­ები სი­რი­იდ­ან, ყა­რა­ბა­ღი­დან, დნეს­ტრის­პი­რე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან. ქარ­თველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდა ჩე­ჩე­ნი ბო­ევ­იკი შა­მილ ბა­სა­ევი. აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი უმ­ოწყა­ლოდ ხო­ცავ­დნენ ქარ­თველ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ობ­ას. თვით­მხილ­ველ­თა მი­ხედ­ვით, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია აფხა­ზე­ბის მი­ერ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის წა­მე­ბის სა­დის­ტუ­რი მე­თო­დე­ბი. ჯერ კი­დევ და­უზ­უს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ზე (სო­ხუმ­ში, გაგ­რა­ში, ოჩ­ამ­ჩი­რე­ში, გალ­ში და ა.შ.) მოკ­ლეს 6000-მდე ქარ­თვე­ლი, მათ შო­რის, 50%-ზე მე­ტი იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ინ­ვა­ლი­დე­ბი. აფხა­ზეთ­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ნად­გურ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­ული ძეგ­ლე­ბი [8].

სი­ტუ­აცი­ას მკვეთ­რად გაუარესებისა და მსხვერ­პლთა დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის შე­დე­გად ქარ­თვე­ლებს, აფხა­ზებ­სა და რუ­სებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის გარ­და­უვ­ალი სა­ჭი­რო­ება შე­იქ­მნა. 1993 წლის 14 მა­ისს მოს­კოვ­ში მხა­რე­ებს შო­რის ცე­ცეხ­ლის შეწ­ვე­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­იდო, რო­მელ­საც ხე­ლი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ და ბო­რის ელ­ცინ­მა მო­აწ­ერ­ეს. ვი­ნა­იდ­ან, რუ­სებ­მა არ უზ­რუნ­ველ­ყვეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და კვლავ გაგ­რძელ­და „ცრუ და­პი­რე­ბე­ბის სე­რია“, იმ­ავე წლის 27 ივ­ლისს, სოჭ­ში კი­დევ ერთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ეწ­ერა ხე­ლი „აფხა­ზეთ­ში ცეცხლის შეწყვე­ტი­სა და მას­ზე კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­ხებ“. იგი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­თა სრულ გა­ნი­არ­აღ­ებ­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და [1].

მი­უხ­ედ­ავ­ად სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა, აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა გა­ნი­არ­აღ­ებ­ული სო­ხუ­მის და­ბომ­ბვა გა­ნაგ­რძეს, რომ­ლის შე­დე­გად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სა­ტი­კით იხ­ოც­ებ­ოდ­ნენ ად­ამი­ან­ები. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, ფაქ­ტობ­რი­ვად მოტყუ­ებ­ული დარ­ჩა. იგი სი­ტუ­აცი­ას ვერ აკ­ოტ­რო­ლებ­და. ამ­ას­თა­ნა­ვე, კონ­ტრშე­ტე­ვე­ბით აქ­ტი­ურ­ოდ­ნენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ები, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო რთულ­სა და გა­მო­უვ­ალ სი­ტუ­აცი­ას ქმნი­და.

1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, 13-თვი­ანი ბრძო­ლის შემ­დეგ და­ეცა სო­ხუ­მი. 28 სექ­ტემ­ბერს გა­ზეთ „სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის“ ფურ­ცლებ­ზე ვკითხუ­ლობთ ეუდ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მი­მარ­თვას: „ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლომ და­იჩ­ოქა. ეს­ეც საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლად უნ­და ვთქვა, რომ გა­რე­შე ძალ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებ­და, რომ არა ში­ნა­აშ­ლი­ლო­ბა და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­თა ღა­ლა­ტი. მე ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად შეძ­რწუ­ნე­ბუ­ლი ვარ მომ­ხდა­რით. იც­ის ღმერ­თმა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი ამ სა­ში­ნე­ლი დღის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად. ვერ შევ­ძე­ლი. დაე, მა­პა­ტი­ონ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­მა და შთა­მო­მავ­ლო­ბა­მაც“.

სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად აფხა­ზე­თის და­ცე­მა მოჰ­ყვა შე­დე­გად, აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა შე­იპყრეს და დახ­ვრი­ტეს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ური რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­ული შარ­ტა­ვა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა­სა და ქარ­თულ იდე­ას გმი­რუ­ლად შეს­წი­რა თა­ვი აფხა­ზე­თის ომ­ში. მას­თან ერ­თად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დე­ნენ ქა­ლაქ სო­ხუ­მის მერს-გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას, ფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ური რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს წევრ-ვახ­ტანგ გე­გე­ლაშ­ვილს, მა­მია ალ­ას­ანი­ას, ალ­ექ­სან­დრე ბე­რუ­ლა­ვას და სხვებს.

დღემ­დე ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს იმ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ გა­მო­იწ­ვია აფხა­ზე­თის ომ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მარ­ცხი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხაზ­გას­მით აღ­ინ­იშ­ოს, რომ ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი უდ­ავ­ოდ იყო ორ ნა­წი­ლად გახ­ლე­ჩი­ლი სა­ქარ­თვე­ლო, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­კე­ბი და პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ოპ­ოზ­იცი­ის ფარ­თო სპექ­ტრი, რომ­ლე­ბიც კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებ­დნენ ქვე­ყა­ნა­ში ის­ედ­აც მრა­ვალ­მხრივ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბას. ას­ევე ერთ-ერთ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა გა­უმ­არ­თა­ვი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის არ­აპ­რო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი, რომ­ლე­ბიც ხში­რად აშ­უქ­ებ­დნენ სა­იდ­უმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ქარ­თველ­თა შეიარაღებული ძა­ლე­ბის დის­ლო­კა­ცი­ისა თუ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია ქარ­თველ­თა მა­რო­დი­ორ­ობა სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ობ­აში და ა.შ. [1].

ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ერ­თი ნა­წი­ლის ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი­სა და ზო­გა­დად აფხა­ზუ­რი ეთ­ნო­სის მი­მართ. რო­გორც აკ­აკი ბაქ­რა­ძე წერ­და “მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ეთი ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და, თით­ქოს აფხა­ზე­თი აფ­რი­კა­ში იყო და არა ჩვენ­ში” [3].

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის მსგავ­სად, ქარ­თულ-ოს­ური კონ­ფლიქ­ტიც 1980-იან წლებ­ში მომ­წიფ­და, რო­მე­ლიც 10 წლის შემ­დეგ, 1991-1992 წლებ­ში ქარ­თულ-ოს­ურ კონ­ფლიქ­ტში გა­და­იზ­არ­და.

ქარ­თულ და ოს­ურ მხა­რე­ებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და ინ­ტე­რეს­თა და­პი­რის­პი­რე­ბას ჯერ კი­დევ 1918-1920 წლე­ბი­დან ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ­მა საბ­ჭომ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აქ­ტი მი­იღო და ამ გზით გა­ემ­იჯ­ნა იმ­პე­რი­ალ­ის­ტურ რუ­სეთს. სა­ქარ­თვე­ლოს მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბა ოს­ებს რუს ბოლ­შე­ვი­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ად­ან­აშა­ულ­ებ­და, რო­მელ­საც უარ­ყო­ფი­თი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ოს­ებ­ის მხრი­დან. მათ არა­ერ­თხელ სცა­დეს აჯ­ან­ყე­ბის მოწყო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­სა და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. 1921 წელს კი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის და­კარ­გვი­სა და მი­სი გა­საბ­ჭო­ებ­ის შემ­დეგ შე­იქ­მნა სახ­მრეთ ოს­ეთ­ის ავ­ტო­ნო­მი­ური ოლ­ქი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი საგ­რძნობ­ლად იძ­აბ­ება 1985 წლი­დან საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. „გარ­დაქ­მნის“ პრო­ცე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­ოვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ებ­ის ფონ­ზე მწიფ­დე­ბო­და ოს­ური სე­პა­რა­ტიზ­მიც. ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის აღ­დგე­ნის სა­კითხთა დრო­ებ­ითი კო­მი­სი­ის აპ­არ­ატ­ის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის კონ­ფლიქ­ტი, რო­გორც ეთ­ნო-ნა­ცი­ონ­ალ­ური და­პი­რი­პი­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კურ, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ, სო­ცი­ალ­ური და კრი­მი­ნა­ლურ მო­ტი­ვებ­ზე ყა­ლიბ­დე­ბო­და, რო­მელ­მაც ას­ახ­ვა და გა­მოვ­ლე­ნა ჰპო­ვა: ა) ცხინ­ვალ­სა და თბი­ლისს შო­რის „კა­ნონ­თა ომ­ში“; ბ) ოს და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ლი­დერ­თა და პუბ­ლი­ცის­ტთა დის­კუ­სი­ებ­ში; და გ) ქარ­თუ­ლი და ოს­ური შეიარაღებული ფორ­მი­რე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში [9].

1989 წლის 15 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­საზღვრა ქარ­თუ­ლი ენ­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ური სტა­ტუ­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­მეც­ნი­ერო-სას­წავ­ლო თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენა. აღ­ნიშ­ნულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას პირ­ვე­ლი მი­ტინ­გი და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ად­ამ­ონ ნი­ხა­სის“ მხრი­დან, რომ­ლის ლი­დე­რი ალ­ან ჩო­ჩი­ევი არა­ერ­თგზის იყო შემ­ჩნე­ული სე­პა­რა­ტის­ტულ მის­წრა­ფე­ბებ­სა და ან­ტი­ქარ­თულ ქმე­დე­ბებ­სა თუ ნა­რა­ტივ­ში.

ოს­ურ­მა მხა­რემ ქარ­თულ მხა­რეს და­უმ­ორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­უცხა­და და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­აში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის ინ­იც­ირ­ებ­ით გა­მო­ვი­და. ის­ინი მო­ითხოვ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სახ­რეთ ოს­ეთ­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში სა­ხელ­მწი­ფო ენ­ად ოს­ური ენა გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნა და პა­ტი­ვი ეცა ოს­ური იდ­ენ­ტო­ბი­სა და თვით­მყო­ფა­დო­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოს­ური მხა­რის მოთხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ვი­ან­იდ­ან მა­თი მოთხოვ­ნა „კა­ნო­ნის შე­უს­აბ­ამ­ოდ“ მი­იჩ­ნია და 1989 წლის 16 ნო­ემ­ბერს სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ავ­ტო­ნო­მი­ური ოლ­ქი გააუქმა.

სი­ტუ­აცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით პე­რი­ოდ­ულ­ად იმ­არ­თე­ბო­და შეხ­ვედ­რე­ბი ქარ­თულ და ოს­ურ მხა­რე­ებს შო­რის. კონ­სტრუქ­ცი­ულ­ად მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­იტა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და სი­ტუ­აცი­ას გან­მუხ­ტვა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვას, ვი­ნა­იდ­ან არც ერ­თი მხა­რის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დი­ოდა ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა და კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია, თუმ­ცა, ერთ-ერთ ას­ეთ შეკ­რე­ბა­ზე ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის ინ­ტე­რეს­თა და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­იზ­არ­და. 15.000 ქარ­თვე­ლი ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა. ოს­მა მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ცხინ­ვალ­ში შე­სას­ვლე­ლი გზა გა­და­კე­ტეს და ქარ­თვე­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბი ქა­ლაქ­ში არ შე­უშ­ვეს. მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან „კუნ­თე­ბის თა­მა­შად“ და ორი ეთ­ნო­სის გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბად მი­იჩ­ნი­ეს. ოს­ებ­მა ქარ­თვე­ლებს საბ­ჭო­თა არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი და­უპ­ირ­ის­პი­რეს. შე­ტა­კე­ბას მოჰ­ყვა მსხვერ­პლიც.

ქარ­თულ-ოს­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და მას შემ­დეგ რაც სამ­ხრე­თის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­თა საბ­ჭომ მი­იღო დად­გე­ნი­ლე­ბა „სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პირ­და­პი­რი უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უცხა­და. ვი­ნა­იდ­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ასა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, იგი გა­უქ­მე­ბუ­ლი იქ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს უზ­ენა­ესი საბ­ჭოს მი­ერ. სა­პა­სუ­ხოდ, ქა­ლაქ ცხინ­ვალ­ში ავ­ტო­ნო­მი­ური ოლ­ქის საბ­ჭოს მე-15 სე­სია მო­იწ­ვი­ეს და ის­ევ კვლავ მი­იღ­ეს დეკ­ლა­რა­ცია „სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ“, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩე­ვე­ები 1990 წლის 2 დე­კემ­ბერს და­ნიშ­ნეს [11].

1990 წლის 11 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს უზ­ენა­ეს­მა საბ­ჭომ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ური ოლ­ქის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. „არ­ჩევ­ნე­ბი“ არ­აკ­ან­ონი­ერ­ად სცნო და და იგი ბა­თი­ლად გა­მო­აცხა­და. ას­ევე გააუქმა სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ავ­ტო­ნო­მი­ური ოლ­ქი და რე­გი­ონ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა გა­მო­აცხა­და.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ქა­რულ და ოს­ურ მხა­რე­ებს შო­რის ინ­ტე­რეს­თა და­პი­რის­პი­რე­ბა პირ­და­პირ სამ­ხედ­რო კონ­ფრონ­ტა­ცი­აში გა­და­იზ­არ­და. ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­რულ-ოს­ური კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­იღ­უპა 1000 და დევ­ნი­ლად იქ­ცა 30.000.ზე მე­ტი ად­ამი­ანი. გა­ნად­გურ­და საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა. კონ­ფლიქ­ტმა ორ­ივე მხა­რეს დი­დი ზი­ანი მი­აყ­ენა [28].

1992 წლის 24 ივ­ნისს სოჭ­ში რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­იდო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცეცხლის შეწყვე­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის პირ­ველ­მა პი­რებ­მა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ და ბო­რის ელ­ცინ­მა, მო­აწ­ერ­ეს. მოგ­ვი­ან­ებ­ით, ეუთო-ს (ევ­რო­პის უშ­იშ­რო­ებ­ისა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) მი­ერ შე­იქ­მნა შე­რე­ული სა­კონ­ტრო­ლო კო­მი­სია (შკს), სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის, რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ოს­ეთ­ის გა­ერ­თი­ან­ებ­ით. ოთხმხრი­ვი კო­მი­სი­ის ძი­რი­თად ამ­ოც­ან­ას წარ­მო­ად­გენ­და კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ანი გზით მოგ­ვა­რე­ბა; მხა­რე­ებს შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნა; ლტოლ­ვი­ლე­ბი­სა და იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა; მხა­რე­ებს შო­რის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხი­დის აღ­დგე­ნა; მში­დო­ბი­სა და წეს­რი­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში და ა.შ. [33].

დას­კვნა

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას თან და­ერ­თო ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი პოს­ტსა­ბო­თა სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც ახ­ალი მსოფ­ლიო წეს­რი­გის თან­მდე­ვი პრო­ცე­სიც კი გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის კონ­ფლიქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც რომ­ლე­ბიც დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია და წი­თელ ზო­ლად გას­დევს და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას.

1992-1993 წლებ­ში, მხო­ლოდ აფხა­ზე­თის ომ­ში 9000-ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი და­იღ­უპა, მათ შო­რის, რო­გორც ჯა­რის­კა­ცე­ბი, ას­ევე მშვი­დო­ბი­ანი მო­ქა­ლა­ქე­ები. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად იქ­ცა 250.000, ხო­ლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 1.500-ზე მე­ტი ად­ამი­ანი. აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში და­იღ­უპა 4.040 ად­ამი­ანი, მათ შო­რის, 2.220 ჯა­რის­კა­ცი და 1.820 მშვი­დო­ბი­ანი მო­ქა­ლა­ქე, და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 122 ად­ამი­ანი. სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­მა ქვე­ყა­ნას უმ­ძი­მე­სი ფი­ნან­სუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­ური ზა­რა­ლი მი­აყ­ენა, ხო­ლო აფხა­ზე­თის მხა­რე მთლი­ან­ად გა­აპ­არ­ტა­ხა. მძი­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური ვი­თა­რე­ბა შექ­მნა „სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის“ კონ­ფლიქ­ტმაც.

მი­უხ­ედ­ავ­ად არა­ერ­თი მცდე­ლო­ბე­ბი­სა, კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მხა­რე­ებ­მა არა­ერ­თხელ და­არ­ღვი­ეს მათ­ზე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და შეიარაღებული თავ­დას­ხმე­ბი ის­ევ გა­ნა­ახ­ლეს. 1990-იანი წლე­ბის და­საწყის­სა და შუა ხა­ნებ­ში სი­ტუ­აცია კონ­ტროლს ნაკ­ლე­ბად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ანი და­რე­გუ­ლი­რე­ბის კუთხით, უშ­ედ­ეგო აღ­მოჩ­ნდა. სი­ტუ­აცია კი­დევ უფ­რო გამ­წვავ­და მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ად აღი­არ­ებ­ით დას­რულ­და. მი­უხ­ედ­ავ­ად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ის უდ­იდ­ესი ზე­წო­ლი­სა, რომ­ლე­ბიც სას­ტი­კად გმო­ბენ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ, რე­ვი­ზი­ონ­ის­ტულ პო­ლი­ტი­კას მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის აღ­დგე­ნის რე­ალ­ური პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე არ ის­ახ­ება.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია:

  1. აფ­ციაური, ქ., 2003. „აფხა­ზე­თის ომი: 1992-1993“. ხელ­მი­საწ­ვდო­მია: http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_32.pdf.
  2. ბად­რი­ძე, გ., “სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა და ჩვე­ნი თა­ობ­ის ის­ტრი­ული პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა”. სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ისა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვის ფონ­დი.
  3. ბაქ­რა­ძე, ა., 2002. „აფხა­ზე­თის­თვის“. თბ.
  4. გო­ცი­რი­ძე, ი., 1990. “სი­მარ­თლის კვა­ლა­დაკ­ვალ”. თბ.
  5. “ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა: გზა და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა­კენ”. ხელ­მი­საწ­ვდო­მია: https://app.box.com/s/3acis3bk60;
  6. იბ­ერი, ს., 2015. “ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა - 1991 წლის დე­კემ­ბე­რი (წე­რი­ლი მე­სა­მე: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”). სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო. ხელ­მი­საწ­ვდო­მია: https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=92&id=2290;
  7. Lomia, E., 2020. „ახ­ალი მსოფ­ლიო წეს­რი­გის “ის­ტო­რი­ული ნა­რა­ტი­ვე­ბი. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.
  8. მა­ლაშ­ხია, შ., 2011. “კონ­ფლიქ­ტე­ბის ან­ატ­ომია”. გა­მომ­ცემ­ლო­ბა სტამ­ბა, თბ.
  9. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი. “ინ­ფორ­მა­ცი­ული ცნო­ბა ქარ­თულ-ოს­ური კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ”. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის აღ­დგე­ნის დრო­ებ­ითი კო­მი­სი­ის აპ­არ­ატი. ხელ­მი­საწ­ვდო­მია: http://www.parliament.ge/uploads/other/18/18511.pdf.
  10. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე. (1991). „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტი“. სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზ­ენა­ესი საბ­ჭოს უწყე­ბე­ბი. ხელ­მი­საწ­ვდო­მია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32362?publication=0.
  11. სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, ა., 2009. „სამ­ხრეთ ოს­ეთი სა­ქარ­თვე­ლო­ში?!“ თბ.
  12. Karchava, L. and Kutaladze, E., 2020. ტუ­რიზ­მი რო­გორც ერთ-ერ­თი პრი­ორ­იტ­ეტ­ული მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში/Tourism as one of the priority directions in Georgia. The New Economist, 15(2, 2020), pp.1-1.

http://www.neweconomist.com.ge/journal/article/Tourism-as-one-of-the-priority-directions-in-Georgia-turizmi-rogorc-erT-erTi-prioritetuli-mimarTuleba-sakarTveloSi-1603913380

  1. Karchava, L., 2014. Again about the investment environment in Georgia Or what kind of investor do we need?/ის­ევ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ანუ რო­გო­რი ინ­ვეს­ტო­რი გვჭირ­დე­ბა?. The New Economist, 9(3, 2014), pp.1-1.

http://neweconomist.com.ge/journal/article/Again-about-the-investment-environment-in-Georgia-Or-what-kind-of-investor-do-we-need-1597473717

  1. Karchava, L., 2018. Theoretical basics of business communication and Its connection with other sciences/ბიზ­ნეს­კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის თე­ორი­ული სა­ფუძ­ვლე­ბი და მი­სი კავ­ში­რი სხვა მეც­ნი­ერ­ებ­ებ­თან. The New Economist, 13(3, 2018), pp.1-1.

http://neweconomist.com.ge/journal/article/bizneskomunikaciebis-Teoriuli-sapuZvlebi-da-misi-kavSiri-sxva-mecnierebebTan-1594468243

  1. ჯო­ჯუა, დ., 2010. „რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი და მი­სი შე­დე­გე­ბი“. გა­მომ­ცემ­ლო­ბა უნ­ივ­ერ­სა­ლი, თბ
  2. Legasov, V., 1987. „A Soviet expert discusses Chernobyl“. Bulletin of the Atomic Scientists, 43(6), pp.32-34.
  3. Lomia, E., 2020. The Evaluation of Russia’s foreign policy towards Georgia following the ‘Rose Revolution’. Journal of Liberty and International affairs, 6(1), pp.112-128.
  4. Lomia, E., 2017. The United States-Russia Relations Before and After Russia’s Intervention in Georgia and Ukraine.
  5. Lomia, T. and Lomia, E., 2020. ECONOMIC AND POLITICAL SUPPORT OF THE EUROPEAN UNION TO GEORGIA: RETROSPECTIVE ANALYSIS OF THE EU-GEORGIA RELATIONS. International Journal Vallis Aurea, 6(1), pp.35-43.

20. Lomia, T., 2018. The issue of forming rational economic policy of environmental protection. Globalization & Business.

21. Lomia, T., 2015. The role of international environmental protection policy in Georgia. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 513).

22. Lordkipanidze, R., 2019. Confirmations about Need of Real World Market. International Charity Scientific-Research Partnership of Physical Persons, 16.

23. Lordkipanidze, R., 2019. Scientific Invitation for Conducting of Researches to Protect of Honest Competition. International Charity Scientific Research Partnership of Physical Persons, 13.

24. Lordkipanidze, R., 2019. For Real World Market of Well-being, which will Overcome Monopolistic Dictatorships. International Charity Scientific-Research Partnership of Physical Persons, 14.

25. Lordkipanidze, R., 2019. The Era of Google-the First Signs of a Real World Market: We Must Heed God’s Will. Tbilisi, General Coordinator of International Charity Scientific-Research Partnership, 17.

26. Lordkipanidze, R., 2019. New Formulation to Evaluating of Competition and Attractiveness for Investments. Tbilisi, General Coordinator of International Charity Scientific-Research Partnership, As E-Article, 15.

27. Lordkipanidze R. Objective Laws from Wise Competition and Marathon of Life for Strengthen INTERPOL. - By studying of scientific courses at Harvard, St. Petersburg and I. Javakhishvili Tbilisi Universities: 2021: 726.

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.13704.24320

28. Lordkipanidze R. Practical application of my 700 works at the Researchgate

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.26557.49125

29. Lordkipanidze R. For creation (with UN assistance) anti-pandemic and anti-conflict economic zones “Wealth Catalyzing”. - Theses on Law, Economic Policy and Money: Issue N3: 2021.

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.28326.96325

30. Maugeri, L., 2006. “The Age of Oil: The Mythology, History, and Future of the World`s Most Controversial Resource”. Praeger Publishers.

31. Mgeladze, L., 2020. Future Economy and Georgia/მო­მავ­ლის ეკ­ონ­ომ­იკა და სა­ქარ­თვე­ლო. The New Economist, 15(2, 2020), pp.1-1.

32. Mgeladze, L., 2020. მკვდრად­შო­ბი­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.

33. Mgeladze, L., 2019. ერ­ოვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი თუ ხელ­შემ­წყო­ბი ინ­სტრუ­მენ­ტი. The New Economist, 14(2, 2019), pp.1-1.

34. Nichol, J., 2008. „Russia-Georgia Conflict in South Ossetia: Context and Implications for US Interests“. Library of congress Washington DC Congressional Research service. http://www.dtic.mil/dtic/tr/fulltext/u2/a490073.pdf.

35. Rondeli, A., 2001. „The choice of independent Georgia“. The security of the Caspian Sea region, pp.195-211.

36. Tabatadze, L., MOTIVATION AND SOCIAL AND ECONOMIC EFFICIENCY OF AGRICULTURAL COOPERATION. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 524).

37. Табатадзе, Л., Перспектива развития макроэкономической теории. saredaqcio kolegia: mecnierebaTa doqtorebi, profesorebi, p.66.

38. Tabatadze, L., 2020. The New Vision of Modern Management Theory. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.

39. Tuathail, G.Ó., 2008. „Russia’s Kosovo: a critical geopolitics of the August 2008 war over South Ossetia“. Eurasian Geography and Economics, 49(6), pp.670-705. Available: https://ibs.colorado.edu/waroutcomes/docs/Toal_SOssetia_EGE_08.pdf.

40. Комсомольская правда : газета (сетевая версия). (1991). „19-е, 20-е, 21-е августа: Путч в СССР. 1991“. — 22 августа (№ 190).

41. Путин, В., 2005. “Распад СССР - крупнейшая геополитическая катастрофа века“. МОСКВА, 25 апреля. https://regnum.ru/news/444083.html.

The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3

Eko-4-2020-1111111111111111.jpg
Published Date:

11/01/2021