Logo

INTERVIEW with the Chairman of the National Competition Agency of Georgia, Mr. Irakli Lekvinadze / ინტერვიუ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან

ლექვინაძე-11.jpg
Irakli Lekvinadze / ირაკლი ლექვინაძე

Chairman of the National Competition Agency of Georgia, Doctor of Business Administration, Mr. Irakli Lekvinadze / საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ირაკლი ლექვინაძე

Keywords: Competition / კონკურენცია

Abstract

„ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა და დაცვა“

- ბა­ტო­ნო ირ­აკ­ლი მო­გე­სალ­მე­ბით, მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ დღეს ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ბრძან­დე­ბით, მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტერ­ვი­უს­ათ­ვის.

ბა­ტო­ნო ირ­აკ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტო, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებს შო­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახ­ალ­გაზ­რდა უწყე­ბაა, მი­უხ­ედ­ავ­ად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა სა­აგ­ენ­ტომ ამ მცი­რე პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ელა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ას­ევე ბო­ლო პე­რი­ოდ­ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც უკ­ავ­შირ­დე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს მო­მა­ვალ საქ­მი­ან­ობ­ას, ბა­ტო­ნო ირ­აკ­ლი, მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად - რა შე­იც­ვა­ლა, რა მიზ­ნით და რა შე­დე­გებს უნ­და ელ­ოდ­ოს სა­ზო­გა­დო­ება, ას­ევე მიმ­დი­ნა­რე და დას­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, რომ მოგ­ვახ­სე­ნოთ უფ­რო ვრცლად.

- უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მო­გე­სალ­მე­ბით ბა­ტო­ნო ლა­შა და მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკითხველს.

ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გაძ­ლი­ერ­ებ­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ­ის სა­მარ­თლი­ანი კონ­კუ­რენ­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა და დაც­ვა. აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტო, „კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­იქ­მნა 2014 წელს. ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის „სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს მხარ­და­ჭე­რა“ ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2020 წლის 4 ნო­ემ­ბერს ძა­ლა­ში შე­ვი­და. გარ­და ამ­ისა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­იღო ორი კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც 2021 წლი­დან სა­აგ­ენ­ტოს ეკ­ის­რე­ბა.

2020 წე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტოს­თვის გა­მორ­ჩე­ულია. რო­გორც უკ­ვე აღ­ინ­იშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნა კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და მა­თი მხარ­და­ჭე­რით იქ­ნა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობა 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ინ­იც­ირ­ებ­ული იქ­ნა დარ­გობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ის და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის მი­ერ. მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და პრაქ­ტი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი­სა და ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­კითხის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე, სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბით. შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, კონ­კუ­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ებ­ის, სა­მეც­ნი­ერო წრის, იურ­იდი­ული კომ­პა­ნი­ებ­ის, ბიზ­ნეს სექ­ტო­რის, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებ­ისა და არ­ას­ამ­თავ­რე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ძლი­ერი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შექ­მნა არ­ის ის წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყობს ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ პროგ­რესს და ხელს უწყობს სა­მარ­თლი­ანი ბიზ­ნეს გა­რე­მოს ფორ­მი­რე­ბას. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გაძ­ლი­ერ­ებ­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ­ის სა­მარ­თლი­ანი კონ­კუ­რენ­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა, კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის მი­ზა­ნი იყო ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, DCFTA-ის მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სი, სრულ­ყო­ფი­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ებ­ული, ეფ­ექ­ტი­ანი კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა.

მინ­და ას­ევე გითხრათ, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე კა­ნო­ნი მო­იც­ავ­და არა­ერთ სის­ტე­მურ ხარ­ვეზს. კერ­ძოდ, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ებ­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრუ­ლად არ ფა­რავ­და კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­კითხებს. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­კითხი, რო­მე­ლი ჩას­წორ­და იყო კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტო­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს შო­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­მიჯ­ვნა. მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, დღეს უწყე­ბე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­მარ­თლის ძი­რი­თად სა­კითხებ­ზე ერ­თი­ანი პრინ­ცი­პე­ბით მოქ­მე­დე­ბენ. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს დარ­ჩათ სა­კუ­თარ სექ­ტო­რებ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და სწავ­ლო­ბენ იმ სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ რე­გუ­ლი­რე­ბად სუ­ბი­ექ­ტებს ეხ­ება. სხვა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო არ­ის კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტო. ას­ევე, მა­გა­ლი­თად, არ­აკ­ეთ­ილ­სინ­დი­სი­ერი კონ­კუ­რენ­ცი­ის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და არ­ანა­ირ სან­ქცი­ას და სა­აგ­ენ­ტო ახ­ორ­ცი­ელ­ებ­და მხო­ლოდ დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის დად­გე­ნას. უწყე­ბა იყო უმ­ოქ­მე­დო - დარ­ღვე­ვის აღ­მო­უფხვრე­ლო­ბის ან გან­მე­ორ­ებ­ით­ობ­ის შემ­თხვე­ვა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, და­წეს­და სან­ქცია არ­აკ­ეთ­ილ­სინ­დი­სი­ერი კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­თხვე­ვებ­ზე - ჯა­რი­მის მო­ცუ­ლო­ბა ბრუნ­ვის 1%-მდე ოდ­ენ­ობ­ით. სა­აგ­ეტ­ოს საქ­მი­ან­ობ­ას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფ­ერ­ხებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოთხო­ვის არ­ას­ავ­ალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ათი. საქ­მის მოკ­ვლე­ვის, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბის გან­ხილ­ვის და მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში, ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტე­ბის მხრი­დან სა­აგ­ენ­ტოს მი­ერ გა­მოთხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა დღეს არ­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ხო­ლო წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტი და­ჯა­რიმ­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო ირ­აკ­ლი, ახ­ალ კა­ნონ­ში რამ­დე­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა?

- სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, სა­აგ­ენ­ტომ ძი­რე­ულ­ად შე­ის­წავ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა და მე­თო­დე­ბი. შე­დე­გად, ევ­რო­კავ­შირ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც კარ­ტე­ლე­ბის გა­მო­ძი­ებ­ის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტია დღეს უკ­ვე ჩვენ­თა­ნაც და­ნერ­გი­ლია. კერ­ძოდ, ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტე­ბის ად­გილ­ზე მო­ულ­ოდ­ნე­ლი შე­მოწ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო არ მო­ახ­დენს მათ წი­ნას­წარ ინ­ფორ­მი­რე­ბას. ას­ევე, დად­გინ­და კონ­ცენ­ტრა­ცი­ებ­ის კონ­ტრო­ლის ორ­ფა­ზი­ანი სის­ტე­მა და შეტყო­ბი­ნე­ბის გან­ხილ­ვის სა­ფა­სუ­რი. რაც შე­ეხ­ება კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მს - სა­აგ­ენ­ტოს გვერ­დის ავ­ლით, უწყე­ბის მი­ერ შეტყო­ბი­ნე­ბის გან­ხილ­ვამ­დე ან უარ­ყო­ფი­თი დას­კვნის მი­უხ­ედ­ავ­ად კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შემ­თხვე­ვებ­ში - გა­ნი­საზღვრა ჯა­რი­მა, მაქ­სი­მუმ, 5%-ის მო­ცუ­ლო­ბით. ბა­ზარ­ზე დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის და კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ზღუდ­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ებ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე - მოკ­ვლე­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­და, 10 თვის ნაც­ვლად, გა­ნი­საზღვრა 18 თვით. აქ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კითხე­ბის გარ­და, არ­ის კი­დევ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩას­წორ­და. მა­გა­ლი­თად, და­ზუს­ტდა - რა ქმე­დე­ბე­ბი იგ­ულ­ის­ხმე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის არ­ამ­არ­თლზო­მი­ერ შეზღუდ­ვა­ში, ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­საზღვრე­ბა რი­გი ტერ­მი­ნე­ბი და მიდ­გო­მე­ბი.

- ბა­ტო­ნო ირ­აკ­ლი, რო­გორც უკ­ვე აღ­ინ­იშ­ნა, 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­იღო ორი კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა­საც 2021 წლი­დან საააგენტო იწყებს. რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში იმ­ოქ­მე­დებს უწყე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი და­ვე­ბის გა­დაჭ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით გეგ­მავს სა­აგ­ენ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ებ­ის დაც­ვას დემ­პინ­გუ­რი იმ­პორ­ტის­გან. ამ დრო­ის­ათ­ვის, რა ეტ­აპ­ზეა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონ­პრო­ექ­ტი „მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“, რომ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბელ უწყე­ბა­დაც ას­ევე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოა გან­საზღვრუ­ლი.

- მინ­და გითხრათ, რომ „სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭოს აპ­არ­ატი კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს უერ­თდე­ბა. კა­ნონ­პრო­ექ­ტი ორ ძი­რი­თა­დი მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და: 1.სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ას­ოც­ირ­ებ­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და 2.სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და­ვე­ბის გან­ხილ­ვის წე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა/დახ­ვე­წას. მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ­ად და­მო­უკ­იდ­ებ­ელი და­ვე­ბის გან­მხილ­ვე­ლი საბ­ჭო, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს სა­ბი­უჯ­ეტო ას­იგ­ნე­ბე­ბი­დან, თუმ­ცა, სრუ­ლი­ად გა­მიჯ­ნუ­ლი იქ­ნე­ბა სა­აგ­ენ­ტოს­გან და იფ­უნ­ქცი­ონ­ირ­ებს, რო­გორც სრუ­ლი­ად და­მო­უკ­იდ­ებ­ელი ორ­გა­ნო. „ვაჭ­რო­ბა­ში ან­ტი­დემ­პინ­გუ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი არ­ის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ ამ უახ­ლო­ეს წლებ­ში მი­იღო. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ალ­ობ­ის­თვის არ­ის სი­ახ­ლე და მიზ­ნად ის­ახ­ავს სა­მარ­თლი­ანი ვაჭ­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­დუს­ტრი­ის დემ­პინ­გუ­რი იმ­პორ­ტის­გან დამ­ცა­ვი ინ­სტრუ­მენ­ტის შე­მო­ღე­ბას. პრო­ექ­ტი მომ­ზად­და ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბი­სა და ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას. კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ვლე­ვის ორ­გა­ნო არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტო, რო­მე­ლიც სა­კითხის შეს­წავ­ლას იწყებს ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­დუს­ტრი­ის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, ხო­ლო სა­ბო­ლოო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იღ­ებს. ან­ტი­დემ­პინ­გუ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ის შე­დე­გად და­წე­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

ამ ეტ­აპ­ზე, კა­ნონ­პრო­ექ­ტი „მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ ინ­იც­ირ­ებ­ულია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­მე­ლიც ევ­რო­დი­რექ­ტი­ვე­ბის სრუ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ­ის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სტან­დარ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ვაჭ­რეს ეკ­ის­რე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს მი­აწ­ოდ­ოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია პრო­დუქ­ტის სა­ხე­ობ­აზე, მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებ­ზე, ვარ­გი­სი­ან­ობ­აზე და ა.შ. მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი და­იც­ავს მომ­ხმა­რე­ბელს უს­ამ­არ­თლო კო­მერ­ცი­ული შე­თა­ვა­ზე­ბის­გან, აგ­რე­სი­ული მარ­კე­ტინ­გის­გან, შეც­დო­მა­ში შემ­ყვა­ნი რეკ­ლა­მის­გან. კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა, რო­გორც ქუ­ჩა­ში, ას­ევე ონ­ლა­ინ და დის­ტან­ცი­ურ­ად და­დე­ბულ გა­რი­გე­ბებ­ზე. მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტო შე­ის­წავ­ლის გა­ნაცხადს, დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მო­ვაჭ­რეს მის­ცემს გაფ­რთხი­ლე­ბას და კონ­კრე­ტულ ვა­დას გა­მო­სას­წო­რებ­ლად, ხო­ლო გან­მე­ორ­ებ­ითი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იყ­ენ­ებს სან­ქცი­ას.

- ბა­ტო­ნო ირ­აკ­ლი, მიმ­დი­ნა­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სხვა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უწყე­ბის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2020 წელს სა­აგ­ენ­ტომ და­ას­რუ­ლა 5 მო­ნი­ტო­რინ­გი და 3 მოკ­ვლე­ვა. ას­ევე, მომ­ზად­და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ზე ზე­გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი და ნავ­თო­ბის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში გა­მო­იცა პირ­ვე­ლი შუ­ალ­ედ­ური მი­მო­ხილ­ვა. რა მო­ნა­ცე­მე­ბია დღე­ის­ათ­ვის აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ზე და რო­დის­თვის უნ­და ელ­ოდ­ოს სა­ზო­გა­დო­ება ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კითხვებ­ზე პა­სუ­ხებს.

- დი­ახ, მიმ­დი­ნა­რე წე­ლი, პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, ან­ალ­იტ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით უწყე­ბი­სათ­ვის საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო. სა­აგ­ენ­ტომ 8 მო­ნი­ტო­რინ­გი­დან 5 ბაზ­რის შეს­წავ­ლა დას­რულ­და - ფილ­ტრი­ანი და უფ­ილ­ტრო სი­გა­რე­ტე­ბის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი; ჩვილ ბავ­შვთა კვე­ბის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი; ავ­ტო­დაზღვე­ვის (CASCO) ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი; ხორ­ბლი­სა და პურ­პრო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გე­ბი; სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ქსე­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის ბაზ­რის სექ­ტო­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, სა­დაც სა­აგ­ენ­ტოს მხრი­დან გა­იცა რე­კო­მენ­და­ცია - სა­ცა­ლო ბაზ­რის სუს­ტი მო­თა­მა­შე­ებ­ის ინ­ტერ­სე­ბის დამ­ცა­ვი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის შე­მო­ღე­ბის მიზ­ნით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­იცი­ატ­ივ­ის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ფარ­მა­ცი­ის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გთან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კითხვას რაც შე­ეხ­ება - შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა 2021 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, რაც, რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩენ მო­ნი­ტო­რინ­გთან და­კავ­ში­რე­ბით იყო, იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამ ეტ­აპ­ის­ათ­ვის ვიტყვი მხო­ლოდ ერ­თს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრი გა­და­ტა­ნი­ლი უნ­და იყ­ოს მომ­ხმა­რებ­ლის მხა­რეს, მა­თი ინ­ეტ­რე­სე­ბის დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სად. კონ­კუ­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო არ­ის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­ამ შეძ­ლოს მი­იღ­ოს ხა­რის­ხი­ანი პრო­დუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად და რო­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ­ის მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რე­ალ­ურ­ად არ­სე­ბობს დღეს შე­სა­ბა­მის ბა­ზარ­ზე, შე­დე­გიც და კონ­კუ­რენ­ცი­ის სი­კე­თე­ებ­ის ძა­ლაც ხდე­ბა კი­დევ უფ­რო ხელ­შე­სა­ხე­ბი. სა­ზო­გა­დო­ებ­ის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ იმ­იტ­ომ რომ უწყე­ბამ და­იც­ვას გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მი­აწ­ოდ­ოს ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე, მიმ­დი­ნა­რე მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში, გარ­კვე­ული პე­რი­ოდ­ულ­ობ­ით, მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ. დღეს არ­სე­ბულ შე­დე­გებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, ამ­ის­ათ­ვის 2013 წლი­დან დღემ­დე სტა­ტის­ტი­კუ­რად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი უნ­და ვახ­სე­ნოთ, კერ­ძოდ: 2012 წელს, ბაზ­რის იმ­პორ­ტის დო­ნე­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 8 ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტი, რო­მელ­თა რა­ოდ­ენ­ობა 2019 წელს 63-მდე გა­იზ­არ­და. ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დი ხუ­თი მსხვი­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტის ჯა­მუ­რი წი­ლი 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით შე­ად­გენს 60%-ს, ხო­ლო სხვა კომ­პა­ნი­ებ­ის ჯა­მუ­რი წი­ლი 40%-ის ფარ­გლებ­შია. 2015 წლის და­საწყის­ში, ბა­ზარ­ზე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­და, და­ახ­ლო­ებ­ით, 960 ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, 2019 წელს მა­თი რიცხვი 1210-ს შე­ად­გენ­და. ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ქსე­ლე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი ზრდის შე­დე­გე­ბი აის­ახა 2018-2019 წლებ­ში სა­ბაზ­რო წი­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის დი­ნა­მი­კა­ზე. კერ­ძოდ, ხსე­ნე­ბუ­ლი სეგ­მენ­ტის წი­ლი 2018 წელს სა­ცა­ლო სა­რე­ალ­იზ­აციო ბა­ზარ­ზე შე­ად­გენ­და, და­ახ­ლო­ებ­ით, 39.6%-ს, ხო­ლო 2019 წელს - 39.9 %-ს. მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, რომ რო­გორც ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის იმ­პორ­ტის, ას­ევე სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო რე­ალ­იზ­აცი­ის ნა­წილ­ში მოქ­მე­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა გაზ­რდი­ლია. შემ­ცი­რე­ბუ­ლია ბაზ­რის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ინ­დექ­სი, რაც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ბა­ზარ­ზე ახ­ალი კომ­პა­ნი­ებ­ის შე­მოს­ვლის შე­დე­გად-მომ­ხმა­რე­ბელს ხე­ლი მი­უწ­ვდე­ბა შე­და­რე­ბით/მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე საწ­ვავ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ფა­სო სეგ­მენ­ტი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის პო­ტენ­ცი­ალია. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ საწ­ვა­ვის გლო­ბა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, რო­გორც რე­ალ­იზ­აცი­ის, ას­ევე ფა­სე­ბის ფორ­მი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით COVID 19-მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქ­ონია, მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში, სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან­ალ­იზი. შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სა­აგ­ენ­ტო და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას მე­ორე შუ­ალ­ედ­ურ დას­კვნას წა­რუდ­გენს. ხში­რად ის­მის შე­კითხვა ფა­სე­ბის კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს მან­და­ტი ფა­სე­ბის კონ­ტრო­ლი არ არ­ის. ჩვენ ვუ­ყუ­რებთ და ვაკ­ვირ­დე­ბით - ფა­სე­ბის ზრდის პრო­ცე­სი ხომ არ არ­ის გა­მოწ­ვე­ული რა­იმე ის­ეთი ქმე­დე­ბით, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ცი­პებ­თან და ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან.

და­ბო­ლოს აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ 2020 წელს სა­აგ­ენ­ტომ და­ას­რუ­ლა 3 მოკ­ვლე­ვა - ჯე­ვერს დე­ვე­ლოპ­მენ­ტის, შპს ჯი-თი მო­ტორ­სის და სა­დაზღვე­ვო კომ­პა­ნია უნ­ის­ონ­ის საქ­მე­ებ­ზე. ერ­თში და­ფიქ­სირ­და დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ობ­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ბის ფაქ­ტი, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ აგ­ენ­ტს და­ეკ­ის­რა შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია. ორ­ში კი და­დას­ტურ­და არ­აკ­ეთ­ილ­სინ­დი­სი­ერი კონ­კუ­რენ­ცი­ის ფაქ­ტი. მიმ­დი­ნა­რე რე­ჟიმ­შია 3 მოკ­ვლე­ვის პრო­ცე­სი. 2020 წელს ეკ­ონ­ომ­იკ­ური აგ­ენ­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­იცა - 1 თან­ხმო­ბა. ამ დრო­ის­ათ­ვის, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­აგ­ენ­ტოს მი­ერ მი­ღე­ბულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში, სხვა­დას­ხვა ინ­სტა­ცი­ებ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს 11 სა­სა­მარ­თლო და­ვა. გარ­და ამ­ისა, 2020 წელს და­იწყო რე­გი­ონ­ულ დო­ნე­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ერ­ება და უწყე­ბას, აჭ­არ­ის რე­გი­ონ­ში, უკ­ვე ყავს თა­ვი­სი წა­მო­მად­გე­ნე­ლი. ას­ევე, მომ­ზად­და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ზე ზე­გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ უწყე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა სა­დაზღვე­ვო სექ­ტო­რის საქ­მი­ან­ობ­ის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე და­დე­ბი­თად აის­ახა. მომ­ზად­და გზამ­კვლე­ვი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მო­იც­ავს კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ური ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სა­კითხებს კონ­კუ­რენ­ცი­ის-სა­მარ­თლებ­რივ წარ­მო­ებ­აში და სხვა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი.

ესა­უბ­რა ჟურ­ნალ „The New Economist“-ის

პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვა­ნი,

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის დოქ­ტო­რი,

ლა­შა ტა­ბა­ტა­ძე.

The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3

Eko-4-2020-1111111111111111.jpg
Published Date:

11/01/2021