Logo

Agroecological Agriculture and Organic agricultural activities / აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და ორგანული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა

solomon pavliashvili-11.jpg
Solomon Pavliashvili / სოლომონ პავლიაშვილი

Doctor of Economics, Professor, Vice-President of the Academy of Economic Sciences, Deputy Minister of Environment and Agriculture / ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის

D.Gubeladze.jpg
Davit Gubeladze / დავით გუბელაძე

Doctor of Technical Sciences, Professor, Member of the International Academy of Ecology and Nature Management / ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საერთაშორისო აკადემიის წევრი

Abstract

The paper discusses the problems that will help healthy development of the agriculture, will improve competitiveness in the agro-food sector, will stable improve the high quality production and will overcome rural poverty, which provides the opportunity of organic agriculture. It is vitally important for country’s economy to develop maximally Georgia’s agricultural potential and targeted use. There is described what kind of benefits we can get while using this direction as a priority subject such as long term stability, water, air, biodiversity, reduction for the demand of the genetically modified organisms, impact on the ecology. Agroecology agriculture and organic agriculture is a production system which excludes the use of artificial manure, pesticides, growth regulators and chemical food supplements. It is also important that organic agriculture is less capital capacious which reduces the quality of the dependence on agricultural credits. The organic agriculture has a positive impact on the environment. It mainly uses local resources and is depending on the maintenance of the ecological balance and development of the optimal biological processes.

There is also described organic agriculture and production according to IFOAM basic standards and what kind of strategic directions are selected for the improvement of that field. It is significant that level of the food consumption in Georgia is twice lower than rational not only because the country market has deficit of that products but also the purchasing power of the population is reduced. It is important to stimulate and strengthen business environment in regions which on the one hand will improve competitive primary agricultural production increase and on the other hand it will promote expansion and development of agricultural-related industries and services.

Keywords: Ecosystem, Agroeconomics, Organic Agriculture. / ეკოსისტემა, აგროეკონომიკა, ორგანული სოფლის მეურნეობა.

ანოტაცია

ნაშრომში განიხილება დარგში არსებული პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც მომავალში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის წარმოების მდგრად განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, წარმოების სტაბილურ ზრდას, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს გამოწვევებს და დაძლევს სოფლად სიღარიბეს. ამის საშუალებას იძლევა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, ორგანული სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა.

დღეისათვის დარგის მდგრადობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელივან საკითხს წარმოადგენს ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება, რაც განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი საარსებო ბუნებრივი ფაქტორებით, როგორიცაა: წყალი, ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, გენმოდიფიცირებული მავნე პროდუქტების წარმოების შემცირება, უნარჩენო ტექნოლოგიების განვითარება, აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ორგანული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც გამორიცხავს ხელოვნური სასუქების, პესტიციდების დასაშვებზე მეტი დოზებით გამოყენებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა უფრო ნაკლებად კაპიტალტევადია, რაც ამცირებს კრედიტებზე სოფლის მეურნეობის დამოკიდებულებას, ამაღლებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხს და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას..

ორგანული სასოფლო სამეურნეო საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს გარემოზე. ამ სახით საქმიანობის დროს ძირითადად გამოიყენება ადგილობრივი რესურსები, ხდება გარემოს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება და ბიოლოგიური პროცესების ოპტიმალური განვითარება.

განვიხილოთ ორგანული სოფლის მეურნეობისა და პროდუქტების წარმოების IFOAM-ის ძირითადი სტანდარტების მიხედვით თუ რა სტრატეგიული მიმართულებებია შერჩეული ამ დარგის განვითარებისთვის. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოში კვების პროდუქტების მოხმარების დონე მიღებულ სტანდარტებთან შედარებით ორჯერ დაბალია არა მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის ბაზარი ამ პროდუქტების დეფიციტს განიცდის, არამედ იმიტომაც, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარია შემცირებული. მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნეს გარემოს გაჯანსაღება და სტიმულირება., რაც თავის ხრივ გააუმჯობესებს კონკურენტუნარიანი პირველადი აგრარული პროდუქციის წარმოების გაზრდას, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული წარმოებისა და სერვისების გაფართოებას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით შემუშავებულია ანტიკრიზისული გეგმა - ფერმერების დახმარების უპრეცედენტო პროგრამა, რაც შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კარგი სტარტის შესაძლებლობას იძლევა.

საკვანძო სიტყვები: ეკოსისტემა, აგროეკონომიკა, ორგანული სოფლის მეურნეობა.

ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა დარგის განვითარების აგრარული პოლიტიკა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობისათვის ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათოო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

ორგანული სოფლის მეურნეობის ძირითადი უპირატესობებია:

  • ხანგრძლივი სტაბილურობა. იმის გამო, რომ გარემოს ეკოლოგიური პირობები ნელა ეტაპობრივად იცვლება აგრო ეკოსისტემის ცვლილების ეფექტიც შენელებულია, რაც იძლევა სააშუალებას დროულად მოვახდინოთ რეაგირება კულტურებზე.
  • წყალი. შხამქიმიკატებისა და პესტიციდების მოქმედების შედეგად მიწა ბინძურდება, რაც თავის მხრივ ცუდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლებზე. ორგანული ნივთიერებებისას კი მიწა აღარ ბინძურდება. ამ მეთოდს მიმართეს საფრანგეთმა და გერმანიამ.
  • ჰაერი. ორგანული სოფლის მეურნეობა საშუალებას იძლევა შევამციროთ არაგანახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარება, რაც თავის მხრივ იძლევა საშუალებას რომ მიწამ შეინარჩუნოს მეტი ნახშირბადი მის წიაღში და ადვილად მოახერხოს განახლება.
  • ბიომრავალფეროვნება. ორგანული სოფლის მეურნეობა საშუალებას იძლევა სოფლად შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება. ის რომ მიწა არ არის გაჟღენთილი შხამქიმიკატებით კარგი საშუალებაა, რომ მწვანე საფარიც უფრო ხარისხიანი იყოს, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს საქონლის ჯანმრთელ კვებაზე, რითაც ძლიერდება ცხოველების იმუნური სისტემა. ასევე მცირდება ეროზია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საღი გენოფონდის ფორმირებას, მიწა და წყალი უფრო ჯანმრთელია და ნარგავები უფრო საღად იხარებენ.
  • გენმოდიფიცირებული პროდუქცია. ორგანულ სოფლის მეურნეობაში მკაცრად აკრძალულია მეურნეობის თითოეულ საფეხურზე ყოველნაირი გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოხმარება. თუ რა გავლენას ახდენს გარემო ადამიანის ორგანიზმზე ჯერჯერობით ბოლომდე არაა შესწავლილი.
  • გავლენა ეკოლოგიაზე. თავის მხრივ ორგანული სოფლის მეურნეობა დადებით გავლენას ახდენს ბუნებრივ რესურსებზე, ხელს უწყობს აგრო ეკოსისტემის ჯანსაღ ფორმირებას და ბუნების დაცვას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია არის მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული სწორი აგრარული პოლიტიკის გატარება, სექტორში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ფინანსური რესურსების მოზიდვა.

აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და ორგანული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა წარმოადგენს საწარმოო სისტემას, რომელიც გამორიცხავს ხელოვნური სასუქების, პესტიციდების, ზრდის რეგულატორებისა და ქიმიური საკვები დანამატების გამოყენებას. როგორც ბევრი განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, უზრუნველყოფს ენერგიის ეკონომიას, გარემოს დაცვას, უნარჩენო ტექნოლოგიურ წარმოებას გააჩნია გრძელვადიანი მდგრადობის ტენდენცია და ეკონომიკურად საკმაოდ ეფექტურია. ორგანული სოფლის მეურნეობის პირობებში დანახარჯი პროდუქციის წარმოებაზე 60%-ით უფრო დაბალია, ვიდრე ქიმიკატებით წარმოების დროს, ორგანული სოფლის მეურნეობა უფრო ნაკლებად კაპიტალ ტევადია, რაც ამცირებს კრედიტებზე სოფლის მეურნეობის დამოკიდებულების ხარისხს. ორგანულმა მეურნეობამ განავითარა ეკოლოგიური თვალსაზრისით სუფთა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მეთოდები და პროცესები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ორგანული მეურნეობის სისტემა კონკურენტუნარიანია და ითვალისწინებს დღევანდელი და შემდგომი თაობებისათვის უსაფრთხო საკვების წარმოებას, რასაც მინიმუმადე დაჰყავს გვერდითი მოვლენები.

მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მუშაობა აგროეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ნედლეულისა და სურსათის წარმოების გაზრდისათვის, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის უნარჩენო ტექნოლოგიური წარმოება და მოხმარება მიუთითებს ამა თუ იმ ქვეყანაში არა მარტო ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ საზოგადოების განათლების, კულტურის დონეზეც.

1998 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2008 წელს - 9.4%, ხოლო 2018 წელს 8%-ია (2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით). მართალია, ცალკე აღებული სოფლის მეურნეობაც ვითარდებოდა, მაგრამ სხვა სექტორები იმდენად სწრაფად ვითარდებოდნენ, რომ მისი წილი მცირდებოდა.

საქართველოში ცალკე აღებული სოფლის მეურნეობაც არ იზრდება, ანუ წლიდან წლამდე უფრო მეტ პროდუქციას არ აწარმოებს. თუ ამ დარგში წარმოებულ პროდუქციას მუდმივ ფასებში ავიღებთ (ინფლაციით პროცენტული წილის იგნორირებით), მივიღებთ, რომ 2003 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში 1.9 მილიარდი ლარის პროდუქცია იყო წარმოებული, ხოლო 2017 წელს - 1.8 მილიარდი ლარის.

2004-2018 წლებში (2018 წლის პირველი ნახევრის მიხედვით) სოფლის მეურნეობის ზრდის საშუალო ტემპი -0.4%-ია. სოფლის მეურნეობა ყველა მთავრობისთვის პრიორიტეტული იყო და ყველა მთავრობაში შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც დარგის განვითარებაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან სფეროდ გამოცხადდა და მეტად დაფინანსდა, ვიდრე 2012 წლამდე. განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რამაც 2013 წელს სექტორის 11.3%-იანი ზრდა გამოიწვია. თუმცა ამის შემდეგ, 2014-2015 წლებში, ზრდის ტემპი 1.5%-მდე შემცირდა, 2017-2018 წლებში კი ზრდის ნაცვლად სექტორი დაახლოებით წლიურ 3%-იან კლებას განიცდიდა. 2016 წლის შემდეგ წარმოებული პროდუქცია დაახლოებით 100 მლნ ლარით შემცირდა. შემცირდა როგორც ნათესი ფართობები, ასევე პირუტყვის სულადობა.

ჯამში 2013-2018 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის მთავრობამ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა განაწილდა შეღავათიან აგრო კრედიტზე, უფასო ხვნა-თესვაზე, საწარმოების დაფინანსებაზე, პროექტ “დანერგე მომავალზე”, ქართული ჩაის აღდგენის პროგრამაზე, აგრო დაზღვევაზე, ყურძნისა და ციტრუსის ფასის სუბსიდირებაზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დარგში მეცნიერულ კვლევებზე და აშ. აღნიშნული მილიარდი ლარის გარდა, ცალკე 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და აშენებაზე.

მთავრობის მიერ ფულის ხარჯვას დაემატა ისიც, რომ ევროკავშირსა და ბევრ სხვა ქვეყანაში საბაჟო გადასახადის გარეშე შეგვიძლია პროდუქციის გატანა. 2013 წლიდან რუსეთმა სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ემბარგო მოგვიხსნა. უამრავი დონორი ეხმარება გრანტებით და ცოდნით სოფლის მეურნეობის დარგს."[21] მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი, შემდგომ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ორგანული სოფლის მეურნეობა და უნარჩენო სასოფლო სამეურნეო წარმოება, რაც მნიშვნელოვანია სამომავლო ხედვის მიზნით დარგის პერსპექტიული განვითარებისათვის.

განსაკუთრებით ეფექტური ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის განვითარება ხდება იმ რაიონებში, რომლებიც მეურნეობრიობის ექსტენსიურ გზას მისდევენ და აქედან გამომდინარე, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე ფასების შედარებით მაღალი დონე დანამატებით ეკონომიკური ეფექტის წყარო იქნება მათთვის.

უკანასკნელ ათწლეულში სოფლის მეურნეობა ძალიან შეიცვალა, ახალი ცოდნის, ტექნიკისა და ქიმიური ინდუსტრიის განვითარების გამო, რამაც ხელი შეუწყო კვების მრეწველობის განვითარება-გაფართოებას, მაგრამ ამავე დროს აღნიშნულმა ფაქტორებმა გამოიწვია მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები, რამაც განაპირობა შემდეგი უარყოფითი შედეგები, კერძოდ:

  • აზიანებს ნიადაგის სტრუქტურას;
  • აზიანებს გარემოსა და ტრადიციულ ლანდშაფტებს;
  • საკვების ხარისხის გლობალური გაუარესება პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას;
  • ანადგურებს ტრადიციულ-სოციალურ სტრუქტურებს და სოფლის მეურნეობას აგრო ინდუსტრიულ სექტორად გარდაქმნის.

ამის საწინააღმდეგოდ ორგანული მეურნეობა დადებით გავლენას ახდენს გარემოზე. იგი ძირითადად იყენებს ადგილობრივ რესურსებს და დამოკიდებულია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებასა და ბიოლოგიური პროცესების ოპტიმალურ განვითარებაზე. ნიადაგისა და გარემოს დაცვა - ეს არის მთავარი აუცილებლობა ორგანულ სოფლის მეურნეობაში და არა რაღაც შემთხვევითობა, რასაც შეიძლება სარგებელი ჰქონდეს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოწესრიგებულ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში და სამართლებრივ გარემოში ასეთი სახის პროდუქცია გაცილებით მაღალ ფასში რეალიზდება და პრაქტიკულად მის მწარმოებელს უნაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელიც მან წარმოების ზრდის ინტენსიური საშუალებების გამოუყენებლობით მიიღო.

საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების ზრდის და მისი ექსპორტზე გატანის კარგი შესაძლებლობებია. საჭიროა, მიზანმიმართული მუშაობა იმის გათვალისწინებით, რომ ბიომეურნეობის მიზანი ბუნების დაცვასთან და ბევრ სხვა მხარესთან ერთად, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

ორგანული სოფლის მეურნეობისა და პროდუქტების წარმოების IFOAM-ის ძირითადი სტანდარტების მიხედვით ორგანული სოფლის მეურნეობის მიზანი შემდეგში მდგომარეობს:

  • აწარმოოს საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი პროდუქცია;
  • დაამყაროს ურთიერთკავშირში ბუნებრივ სისტემებთან და ციკლებთან;
  • განავრცოს სოფლის მეურნეობაში ბიოლოგიური ციკლების მოხმარება მიკროორგანიზმების ,ნიადაგის, ფლორისა და ფაუნის გამოყენებით;
  • შეინარჩუნოს და გაზარდოს ნიადაგის ნაყოფიერება;
  • გამოიყენოს ისეთი ნივთიერებები და მასალები, რომელთა თავიდან გამოყენება ან რეციკლირება შესაძლებელია დასაქმების ადგილზე ან სხვაგან;
  • შეუქმნან ცხოველებს ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მათ ბუნებრივ განვითარებას;
  • მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველა სახის დანაგვიანება, რომელიც თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ამით ხელი შეუწყოს უნარჩენო ტექნოლოგიების წარმოებას;
  • ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სისტემისა და გარემოს გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, დაიცვას მცენარეული და გარეული ცხოველები;

ორგანულ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პერსონალს საშუალება უნდა ჰქონდეთ იცხოვროს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია გაეროს ადამიანთა უფლების დეკლარაციით

- დაიკმაყოფილონ თავისი მოთხოვნილებები და მიიღონ გაწეული შრომის ადეკვატური ანაზღაურება

- იმუშაონ ჯანსაღ გარემოში;

ასევე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სოფლის მეურნეობის სისტემის სოციალური და ეკოლოგიური გავლენა.

საქართველოს სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა სასურსათო კომპლექსის დინამიურ განვითარებას საჭიროებს. ამასთან ცვალებადი ეკონომიკური პირობებისადმი ადაპტაცია ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში მიმდინარეობს, რაც რეფორმირების პერიოდში ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების მნიშვნელოვანი დაცემით ხასიათდება. პირადი დამხმარე მეურნეობის გაფართოების საერთოდ და ქალაქელებისათვის მიწის ნაკვეთების მასიურად გამოყოფის ხარჯზე მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის წილის გაზრდა საშიშ ტენდენციებზე და პრობლემის დამძიმებაზე მიუთითებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ საქართველოში კვების პროდუქტების მოხმარების დონე რაციონალურთან შედარებით ორჯერ დაბალია არა მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის ბაზარი ამ პროდუქტების დეფიციტს განიცდის, არამედ იმიტომაც, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარია შემცირებული.

რეგიონებში ბიზნეს გარემოს გაჯანსაღება და სტიმულირება. კონკურენტუნარიანი პირველადი აგრარული პროდუქციის წარმოების გაზრდის საფუძველი გახდება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული წარმოებების და სერვისების გაფართოება და განვითარება. უნდა მოხდეს ისეთი ინფრასტრუქტურული კომპონენტების განვითარების ხელშეწყობით, რომლებიც აგრარული პროდუქციის წარმოების შემდგომ ეტაპებზე იქნება ორიენტირებული ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე და სოფლად მოსახლეობის დასაქმების მნიშნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ასეთი მიმართულებით საქმიანობა პრიორიტეტული იქნება, როგორც შიდა, ასევე უცხოეთის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონებში აგროსასურსათო სექტორის და მასთან დაკავშირებული ბიზნეს კომპონენტების განვითარებას, შეასრულებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ძირითადი გენერატორის ფუნქციას, რომელიც შემდგომ აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე, რაც განაპირობებს საინვესტიციო რესურსების ზრდას. ქართული პროდუქცია თავის ადგილს დაიკავებს საერთაშორისო ბაზარზე. ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ეკოლოგიურად სუფთა აგროსასურსათოო პროდუქციის წარმოებით შექმნის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა აგროსასურსათოო პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს დაეხმარება საექსპორტო პროდუქციის გაზრდაში, ინვესტორთა მოზიდვაში და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობაში.

სოფლის მეურნეობაზე საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის 39% მოდის (2018 წლის მონაცემებით). შესაბამისად, მნიშვნელოვანია პანდემიის გამოწვევების გასამკლავებლად დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა.

შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა - ფერმერების დახმარების უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლისთვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.

აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და ორგანული სასოფლო - სამეურნეო საქმიანობა წარმოადგენს საწარმოო სისტემას, რომელიც გამორიცხავს ხელოვნური სასუქების, პესტიციდების, ზრდის რეგულატორებისა და ქიმიური საკვები დანამატების გამოყენებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა უფრო ნაკლებად კაპიტალტევადია, რაც ამცირებს კრედიტებზე სოფლის მეურნეობის დამოკიდებულების ხარისხს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პავლიაშვილი ს., სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების შიდაუწყებრივი კოორდინაციის მექანიზმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, „ეკონომიკა - XXI საუკუნე“. თბილისი, 2017.
  2. პავლიაშვილი ს., მიწის დეგრადაციის გამომწვევი ფაქტორები და მასთან ბრძოლის ღონისძიებები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.ნიადაგების დაცვის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. შრომათა კრებული 2019. გვ. 19.
  3. Pavliashvili S., Dr Dariusz Edward Prasek, Accelerating Transition to the Circular Economy in Georgia, „მოამბე“ Georgian Academy Press, Tbilisi,2020, vol.14, #3
  4. Pavliashvili S., Some Ecological Aspects for Sustainable Development of Agriculture in Georgia, “მოამბე“ Georgian Academy press , Tbilisi 2020, vol.14, #3
  5. Pavliashvili S., Zigzags of inflation in Post-Soviet Georgia, Academu press. San-Fransisco. Sacramento. Copiright 2011
  6. Pavliashvili, S., 2011. THE WORLD ECONOMIC CRISIS AND GEORGIA. The Caucasus & Globalization, 5(3-4), pp.54-62.
  7. Pavliashvili, S. and Gubeladze, D., AGRARIAN RURAL AND REGIONAL POLITICAL STRATEGIES IN AGRICULTURE. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 397).
  8. Pavliashvili, S., PECULIARITIES OF STATE PROPERTY PRIVATIZATION AND ITS SOCIAL-ECONOMIC RESULTS IN GEORGIA. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2013 (p. 53).
  9. Pavliashvili S., https://cyberleninka.ru/article/n/the-world-economic-crisis-and-georgia
  10. Pavliashvili S. https://www.researchgate.net/profile/Nugzar_Paichadze/publication/331232184_CONSIDERATIONS_FOR_STRATEGY_AND_TACTIC_OF_LEADERS_WORKING_WITH_SUBORDINATED_PERSONS/links/5c6d865e92851c1c9df11eed/CONSIDERATIONS-FOR-STRATEGY-AND-TACTIC-OF-LEADERS-WORKING-WITH-SUBORDINATED-PERSONS.pdf#page=397
  11. Pavliashvili S., https://www.eugb.ge/view_archive2.php?content=content&id=3&European%20Integration%20and%20Institutional%20Aspects%20of%20Competition
  12. Pavliashvili S., http://www.we.clmconsulting.pl/index.php/we/article/view/71
  13. Lortkipanidze R., https://www.researchgate.net/profile/Revaz_Lordkipanidze/publication/330167950_Beware_of_Market_decoy-duck_How_to_protect_the_economy_from_predators_dumping-temporarily_low_prices_and_adventurous_stimulation_to_idlers_-_Tbilisi_Philanthropic_Research_Academy_for_the_Public_Lectu/links/5c30a063299bf12be3af8e61/Beware-of-Market-decoy-duck-How-to-protect-the-economy-from-predators-dumping-temporarily-low-prices-and-adventurous-stimulation-to-idlers-Tbilisi-Philanthropic-Research-Academy-for-the-Public-Lect.pdf
  14. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები -საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი - გამომცემლობა ნეკერი 2012წ.
  15. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 - 2020 წწ
  16. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395
  17. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17135
  18. https://sputnik-georgia.com/economy/20200130/247615697/Sesrulebuli-danapirebi-importCanacvleba-da-sxva-miRwevebi-qarTul-soflis-meurneobaSi.html
  19. https://www.geostat.ge/ka/search?query=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
  20. Pavliashvili, S., 2014. SUSTAINABLE DEVELOPMENT OF AGRICULTURE AND FOOD SECURITY IN GEORGIA. The Caucasus & Globalization, 8(3-4), pp.55-61.
  21. https://forbes.ge/news/5143/ratom-ver-viTardeba-soflis-meurneoba

The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2

3-2020-11-page-1.jpg
Published Date:

01/10/2020