Logo

Interview with the Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, Ms. Natia Turnava / ინტერვიუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან

Natia Turnava-3-4.jpg
Natia Turnava / ნათია თურნავა

Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, PhD in Economics / საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ეკონომიკის დოქტორი

Keywords: Interview / ინტერვიუ

Abstract

Interview with the Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, Ms. Natia Turnava /

ინტერვიუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან

უკ­ვე 9 თვეა მსოფ­ლიო ებ­რძვის უხ­ილ­ავ მტერს - კო­რო­ნა ვი­რუსს, რო­მელ­მაც მი­ლი­ონზე მეტი ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე შე­იწ­ირა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და ჯე­რაც არ­ავ­ინ იც­ის, კი­დევ რამ­დენს შე­იწ­ირ­ავს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ მი­დის მსხვერ­პლის გა­რე­შე პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა, თუმ­ცა, შე­იძ­ლება ით­ქვას, რომ შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, სექ­ტემ­ბრამ­დე ნამ­დვი­ლად მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნე­ბის რიცხვში ვი­ყა­ვით. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა არ არ­ის მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის პრობ­ლე­მა. ყვე­ლაფ­რის ბა­ზი­სი მა­ინც ეკ­ონ­ომ­იკაა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეკ­ონ­ომ­იკა წყვეტს, შევ­ძლებთ თუ არა პრობ­ლე­მე­ბის გამ­კლა­ვე­ბას. თუ რა მდგო­მა­რე­ობა გვაქ­ვს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შექ­მნი­ლი სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რა გა­კეთ­და პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან დღემ­დე, და რა გეგ­მე­ბი აქ­ვს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პოს­ტ-პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ამ თე­მებ­ზე გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრთან, ქალ­ბა­ტონ ნა­თია თურ­ნა­ვას­თან.

გვინ­და ჩვენს მკითხველს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია გახ­ლავთ ეკ­ონ­ომ­იკ­ის დოქ­ტო­რი, რო­მელ­საც რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ას­ევე კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობ­ის მრა­ვალ­წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია. ამ­იტ­ომ­აც მი­სი ხედ­ვე­ბი ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, თე­ბერ­ვალ-მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი COVID-19, იგ­ივე „კო­რო­ნა ვი­რუ­სი“, დი­დი საფ­რთხე გახ­და მსოფ­ლი­ოს­ათ­ვის, ამ­იტ­ომ­აც გა­მოცხად­და ის პან­დე­მი­ად. ზუსტ პა­სუხს ვე­რა­ვინ იძ­ლე­ვა მსოფ­ლი­ოში, თუ რამ­დე­ნი ხა­ნი გაგ­რძელ­დე­ბა პან­დე­მია. ამ­ას­თან, ვი­რუს­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლი­ოს ეკ­ონ­ომ­იკ­აზე და მათ შორის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­აზე. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კითხვა ას­ეთია: რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ეკ­ონ­ომ­იკ­ური მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­ცა კო­რო­ნა ­ვი­რუ­სი - COVID-19 გაჩ­ნდა და რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა?

- პან­დე­მი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი დად­გა ქვე­ყა­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ის წი­ნა­შე. პირ­ველ რიგ­ში მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა თა­ვად ვი­რუს­თან ბრძო­ლა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ჯან­მრთე­ლო­ბის ურ­ზუნ­ველ­ყო­ფაა, ამ­ას­თან, არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრობ­ლე­მე­ბი, რის წი­ნა­შეც აღ­მოჩ­ნდა ბიზ­ნე­სი, და რაც ას­ევე აის­ახა მო­სახ­ლე­ობ­აზე.

პან­დე­მი­ის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი, რო­მელ­საც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და რო­გორც ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის, ას­ევე და­საქ­მე­ბის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მოთხოვ­ნის შე­სუს­ტე­ბას­თან ერ­თად, კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ნე­გა­ტი­ურ­მა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­მა შოკ­მა, გავ­ლე­ნა იქ­ონია მი­წო­დე­ბის მხა­რე­ზე, კერ­ძოდ და­ირ­ღვა გლო­ბა­ლუ­რი მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი, რა­მაც ბიზ­ნესს შე­უქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი შუ­ალ­ედ­ური სა­ქონ­ლის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თუმ­ცა, უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ბო­ლო თვე­ებ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ჯან­სა­ღე­ბის ტენ­დენ­ცი­ები ვლინ­დე­ბა რო­გორც ში­და მოთხოვ­ნის, ას­ევე ექ­სპორ­ტის და ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შემ­ცირ­და ინ­ფლა­ცი­ის დო­ნეც.

- სა­გან­გე­ბო მდგომ­რე­ობ­ის გა­მოცხა­დე­ბი­დან და­ახ­ლო­ებ­ით 1-2 კვი­რა­ში, თქვენ, რო­გორც ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრმა, ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის ახ­ლე­ბუ­რი - შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ობ­ის შე­საბ­ა­მი­სი გეგ­მა წა­რად­გი­ნეთ. მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს მკითხველს ამ გეგ­მი­დან.

- სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო კერ­ძო სექ­ტორ­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შერ­ბი­ლე­ბის და გა­ჯან­სა­ღე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ება.

ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გეგ­მის საწყის ეტ­აპ­ზე მოხ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მოწყვლა­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ის სექ­ტო­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ოპ­ერ­ატი­ულ­ად გან­ხორ­ცი­ელ­და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ებ­ები.

ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რის საწყის ეტ­აპ­აზე, კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მი­ან­ობ­ებს, სა­ხელ­მწი­ფომ მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მარ­ტი-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი და ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი გა­და­ევ­ად­ებ­ინ­ათ 1-ელ ნო­ემ­ბრამ­დე, რი­თაც მათ გა­მო­უთ­ავ­ის­უფ­ლდათ და­ახ­ლო­ებ­ით 100 მლნ ლა­რის რე­სურ­სი.

ამ­ას­თან, შე­მუ­შა­ვე­ბულ იქ­ნა სპე­ცი­ალ­ური სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რომ­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით­აც 4-დან 50 ნომ­რამ­დე სი­დი­დის სას­ტუმ­რო­ები მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­იღ­ებ­ენ სა­ბან­კო სეს­ხის 6 თვის პრო­ცენ­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას.

მე­წარ­მე-სუ­ბი­ექ­ტებს მი­ეც­ათ სეს­ხე­ბის რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ერ­ოვ­ნულ­მა ბან­კმა რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სით ხე­ლი შე­უწყო აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს და ბან­კებს მის­ცა რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად იმ ბიზ­ნე­სებს, რომ­ლებ­საც კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ტვირ­თად და­აწ­ვა კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გა­უკ­ეთ­ეს სეს­ხე­ბის რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია.

მო­სახ­ლე­ობ­აზე ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შე­დე­გად კურ­სის გა­უფ­ას­ურ­ებ­ით გა­მოწ­ვე­ული უარ­ყო­ფი­თი ეფ­ექ­ტე­ბის შერ­ბი­ლე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც ხე­ლი შე­უწყო პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

მთავ­რო­ბის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა, იმ აბ­ონ­ენ­ტე­ბი­ის­თვის, ვინც მო­იხ­მარს 200 კი­ლო­ვატ­ზე ნაკ­ლებ ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ას და 200 მ3-ზე ნაკ­ლებ ბუ­ნებ­რივ აირს. და­ფი­ნან­სე­ბა აგ­რეთ­ვე მო­იც­ავ­და და­სუფ­თა­ვე­ბის და წყლის გა­და­სა­ხად­საც.

ამ­ას­თა­ნა­ვე, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ თა­ვი­დან­ვე გა­და­იდ­გა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი მოთხოვ­ნა­დი და დე­ფი­ცი­ტუ­რი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რი­საა პირ­ბა­დე­ებ­ის, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის, სპეც­ტან­საც­მლი­სა და სახ­ვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ება.

ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის და შე­სა­ბა­მი­სად სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ები, რომ­ლე­ბიც კრი­ზი­სის მი­უხ­ედ­ავ­ად, თუნ­დაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით შე­უნ­არ­ჩუ­ნე­ბენ ხელ­ფა­სებს სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებს, მი­იღ­ებ­ენ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან ნა­წი­ლობ­რივ შე­ღა­ვათს, კერ­ძოდ 1500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან შე­ღა­ვათს 750 ლარ­ზე.

შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა იქ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის და სო­ცი­ალ­ურ­ად მოწყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის.

საკ­მა­ოდ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტის შემ­დგომ შე­მუ­შა­ვე­ბულ იქ­ნა მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ება პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გა­ჯან­სა­ღე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თვის. პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბას.

სა­ქარ­თვლოს მთავ­რო­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­და კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა­ზე მი­მარ­თუ­ლი ის­ეთი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის პი­რო­ბე­ბის დი­ზა­ინ­ის ცვლი­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა პროგ­რა­მა „აწ­არ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო სქე­მა და მიკ­რო და მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის დი­ზა­ინ­ის ცვლი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბას პან­დე­მი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ, ყვე­ლა­ზე მოწყვლად სექ­ტო­რებ­სა და ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტებ­ზე და ამ­ას­თან, ხელს შე­უწყობს პოს­ტკრი­ზი­სულ გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცესს, რამ­დე­ნა­დაც მე­ტი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა სწრა­ფი გა­ჯან­სა­ღე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­ის მქო­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა ხელს შე­უწყობს სა­ბაზ­რო ძა­ლე­ბით, სა­ბაზ­რო ჩა­ვარ­დნე­ბის აღ­მოფხვრით, და რაც მთა­ვა­რია, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით ეკ­ონ­ომ­იკ­ის სწრა­ფი გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცესს, შეზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ეფ­ექ­ტი­ანი და მიზ­ნობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას და ეკ­ონ­ომ­იკ­ური აქ­ტი­ვო­ბის გა­საზ­რდე­ლად შე­სა­ბა­მი­სი მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები, ას­ევე, უზ­რუნ­ველ­ყოფს კრი­ზი­სის შე­დე­გად და გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მოქ­მნი­ლი ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მულ­ტი­ნა­ცი­ონ­ალ­ური კომ­პა­ნი­ებ­ის მხრი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის ტენ­დენ­ცი­ის ეფ­ექ­ტი­ანი გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ებ­ის სრუ­ლი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის შე­მო­დი­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან ერ­თად სპე­ცი­ალ­ური მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბულ იქ­ნა სოფ­ლის მე­ურე­ობ­ის, ტუ­რიზ­მი­სა და დე­ვე­ლო­პე­რულ/სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რებ­ში.

ეკ­ონ­ომ­იკ­ის მხარ­და­ჭე­რის და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ები ით­ვა­ლის­წი­ნებს კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სტუ­დენ­ტთა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას.

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ ჩანს, რამ­დე­ნად შემ­ცირ­დე­ბა ქვეყ­ნის მშპ 2020 წელს?

- 2020 წელს მო­სა­ლოდ­ნე­ლია მშპ-ს 5%-იანი რე­ალ­ური კლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბო­ლო თვე­ებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ჯან­სა­ღე­ბის ტენ­დენ­ცი­ები ფიქ­სირ­დე­ბა.

წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში უარ­ყო­ფით­მა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­მა ზრდამ 5.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხო­ლო იან­ვარ-აგ­ვის­ტოს სა­შუ­ალო ზრდა - -5.6 პრო­ცენ­ტს გა­უტ­ოლ­და, რაც და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზო­მი­ერ და­ნა­კარ­გზე მი­ან­იშ­ნებს, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით. გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის ფონ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი კლე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად აშ­კა­რაა, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური კლე­ბის ტემ­პი არ­სე­ბი­თად შემ­ცირ­და. აპ­რილ­ში 16.6%-იანი კლე­ბის შე­მედგ, მა­ის­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ის 13.5%-ით შემ­ცი­რე­ბა და­ფიქ­სირ­და, ივ­ნის­ში - 7.7%-ით, ივ­ლის­ში 5.5%-ით, ხო­ლო აგ­ვის­ტო­ში 5.3%ით, რაც ცალ­სა­ხად მი­უთ­ით­ებს, რომ ცალ­კე­ულ სექ­ტო­რებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში) მძი­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად ეკ­ონ­ომ­იკ­აში სა­ერ­თო ჯამ­ში დი­ნა­მი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ინ­იშ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის­იც, რომ აგ­ვის­ტო­ში მთელ რიგ სექ­ტო­რებ­ში, სა­დაც რე­ალ­ური კლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, ას­ევე, შე­ინ­იშ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ჯან­სა­ღე­ბა, მათ შო­რი­საა: მშე­ნებ­ლო­ბა, ტრან­სპორ­ტი და და­საწყო­ბე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული და დამ­ხმა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, პრო­ფე­სი­ული, სა­მეც­ნი­ერო და ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ან­ობ­ები, სა­ფი­ნან­სო და სა­დაზღვე­ვო საქ­მი­ან­ობა და გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის საქ­მი­ან­ობ­ები. ამ­ას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის­იც, რომ წი­ნა თვე­ში უმ­რავ­ლეს სექ­ტო­რებ­ში უკ­ვე გა­მოვ­ლინ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ჯან­სა­ღე­ბის ტენ­დენ­ცი­ები.

კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპორ­ტის შე­სა­ბა­მი­სად 5.9 და 14.9 პრო­ცენ­ტი­ანი ზრდა და­ფიქ­სირ­და. ამ­ას­თან, აგ­ვის­ტო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და მთლი­ანი ექ­სპორ­ტის კლე­ბის ტემ­პი და -7.5% შე­ად­გი­ნა. იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში სა­ვაჭ­რო დე­ფი­ცი­ტი 689 მლნ. აშშ. დო­ლა­რით გა­უმ­ჯო­ბეს­და და 2,880.0 მლნ. აშშ. დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

2020 წლის აგ­ვის­ტო­ში კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­და პო­ზი­ტი­ური ტენ­დენ­ცი­ები ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ივ­ლის­ში ზრდამ 22.1 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხო­ლო გა­ჯან­სა­ღე­ბის ტენ­დენ­ცია მა­ის­იდ­ან და­იწყო). აგ­ვის­ტო­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა წი­ნა წლის აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით 25.8 პრო­ცენ­ტით გა­იზ­არ­და და 184.2 მლნ. აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კუ­მუ­ლა­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე წელს ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა. 2020 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი 3.2 პრო­ცენ­ტით გა­იზ­არ­და და 1,141.9 მლნ. აშშ. დო­ლარს გა­უტ­ოლ­და.

კრი­ზი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მარ­თვის ფონ­ზე 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში Fitch-მა და S&P-მა უც­ვლე­ლი და­ტო­ვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის საკ­რე­დი­ტო რე­იტ­ინ­გი და პერ­სპექ­ტი­ვა. იმ ფონ­ზე, რო­ცა აპ­რი­ლის შემ­დგომ სა­რე­იტ­ინ­გო კომ­პა­ნი­ებ­მა გააუარესეს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის რე­იტ­ინ­გი და პერ­სპექ­ტი­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს რე­იტ­ინ­გის და პერ­სპექ­ტი­ვის უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მი­ან­იშ­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის მი­მართ ნდო­ბა­ზე.

სა­რე­იტ­ინ­გო კომ­პა­ნი­ები მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მთავ­რო­ბა შე­ინ­არ­ჩუ­ნებს მზა­ობ­ას ფის­კა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცი­ის მი­მართ, რაც მხარ­და­ჭე­რი­ლია სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დთან არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მით და სა­ქარ­თვე­ლოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი არ­ის საკ­მა­ოდ ხელ­საყ­რე­ლი. ამ­რი­გად, სა­იმ­ედო და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ჩარ­ჩო, მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ური სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მმარ­თვე­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი წარ­მო­ად­გენს სა­რე­იტ­ინ­გო კომ­პა­ნი­ებ­ის პო­ზი­ტი­ური შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თად სა­ფუძ­ველს.

- თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ეხო კო­რო­ნა ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული შე­ფერ­ხე­ბე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი და­ზა­რალ­და, ალ­ბათ. რა გა­აკ­ეთა ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­მი­ნის­ტრომ და მთავ­რო­ბამ ტუ­რიზ­მის ბიზ­ნე­სის მხარ­და­სა­ჭე­რად?

- ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გეგ­მის საწყის ეტ­აპ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მოწყვლა­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ის სექ­ტო­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ოპ­ერ­ატი­ულ­ად გა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ებ­ები. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი - ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რის საწყის ეტ­აპ­აზე, კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მი­ან­ობ­ებს, სა­ხელ­მწი­ფომ მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მარ­ტი-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში გა­და­სახ­დე­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი და ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი გა­და­ევ­ად­ებ­ინ­ათ 1 ნო­ემ­ბრამ­დე, რი­თაც მათ გა­მო­უთ­ავ­ის­უფ­ლდათ და­ახ­ლო­ებ­ით 100 მლნ ლა­რის რე­სურ­სი.

შემ­დგომ ეტ­აპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­იმ­უშ­ავა ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის მიზ­ნობ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რის გეგ­მა, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს 2020 წელს ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის სრულ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი­სა­გან და ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­და­ვა­დე­ბას.

ას­ევე, მთავ­რო­ბა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ორ­ცი­ელ­ებს სეს­ხის პრო­ცენ­ტის 80%-ის სუბ­სი­დი­რე­ბას 20 მი­ლი­ონ­ზე ნაკ­ლე­ბი ბრუნ­ვის მქო­ნე სას­ტუმ­რო­ებ­ის­თვის, რაც წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო ინ­დუს­ტრი­ის უდ­იდ­ეს ნა­წილს.

რეს­ტორ­ნე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო სქე­მა­ში, რი­თიც მათ სა­შუ­ალ­ება მი­ეც­ემ­ათ მო­აგ­ვა­რონ ლიკ­ვი­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და და­აფ­ინ­ან­სონ ოპ­ერ­აცი­ული ხარ­ჯე­ბი. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ებ­ის­თვის/ტურ-ოპ­ერ­ატ­ორ­ებ­ის­თვის მთავ­რო­ბა ას­ევე მო­ახ­დენს სა­ბან­კო გა­რან­ტი­ის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბას 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამ­ას­თან, მთავ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს სპე­ცი­ალ­ურ აქ­ტი­ვო­ბებს გი­დე­ბი­სა და სხვა პრო­ფე­სი­ული ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის სწრა­ფი აღ­დგე­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ას­ევე მო­ახ­დენს ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნებ­ზე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ის თან­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას.

ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უწყო ხე­ლი ის­ეთი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლებ­ზეც შე­საძ­ლოა მა­ღა­ლი მოთხოვ­ნა გაჩ­ნდეს კრი­ზი­სის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში. მა­გა­ლი­თად. სამ­კურ­ნა­ლო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი, ღვი­ნის, აგ­რო და ეკო-ტუ­რიზ­მი და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს ჩვენს კონ­კუ­რენ­ტულ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას და გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სწრა­ფად ვუ­პა­სუ­ხოთ გა­მოწ­ვე­ვებს და მო­ვახ­დი­ნოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­თან ად­აპ­ტა­ცია.

- რა დაგ­ვა­ნა­ხა კო­რო­ნამ ის­ეთი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე შე­იძ­ლე­ბა სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? თუ გა­მო­იკ­ვე­თა ას­ეთი რა­მე? თუნ­დაც ში­და სურ­სა­თის პო­ტენ­ცი­ალ­ის უფ­რო მე­ტად რე­ალ­იზ­ება.

- კო­რო­ნა­ვი­რუს­მა კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის სა­ჭი­რო­ება, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­ურ­ად ახ­ორ­ცი­ელ­ებ­და ბო­ლო პე­რი­ოდ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირ­ველ რიგ­ში ეხ­ება ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ობ­ით, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ისა და ინ­დუს­ტრი­ულ სექ­ტორ­ში.

- მიმ­დი­ნა­რე წელს რო­გო­რი იყო პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ები?

- გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის და კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, 2020 წლის მე­ორე კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის ზრდა და­ფიქ­სირ­და. წი­ნა წლის ან­ალ­ოგი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის ან­ალ­ოგი­ური მო­ცუ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მცი­რე­დით ზრდაც კი ნათ­ლად მი­ან­იშ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა­სა და ინ­ვეს­ტორ­თა ნდო­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბიზ­ნეს გა­რე­მოს და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის მი­მართ.

2020 წლის მე­ორე კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის მო­ცუ­ლო­ბამ 237.8 მლნ. აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 0.5 პრო­ცენ­ტით მე­ტია 2019 წლის მე­ორე კვარ­ტა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წლის მე­ორე კვარ­ტალ­ში პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის ზრდა ძი­რი­თა­დად რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ზრდით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2020 წლის მე­ორე კვარ­ტალ­ში 63.5 პრო­ცენ­ტით გა­იზ­არ­და და 144.7 მლნ. აშშ. დო­ლა­რი, მთლი­ანი პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის 60.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა (ან­ალ­ოგი­ური მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2019 წლის მე­ორე კვარ­ტალ­ში 37.4 პრო­ცენ­ტი იყო). რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ზრდა მკა­ფი­ოდ მი­ან­იშ­ნებს, რომ ინ­ვეს­ტო­რებს აქ­ვთ ნდო­ბა და პო­ზი­ტი­ური გან­წყო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის და ეკ­ონ­ომ­იკ­ის მხარ­დამ­ჭე­რი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი და პოსტ-კრი­ზი­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის მი­მართ.

2020 წლის იან­ვარ-ივ­ნის­ში რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 31.4%-ით გა­იზ­არ­და და 278.4 მლნ. აშშ. დო­ლა­რი, მთლი­ანი პირ­და­პი­რი უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის 68.0% შე­ად­გი­ნა.

- ზო­გა­დად, კო­რო­ნა ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შეც­ვლი­ლი გეგ­მის გარ­და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სი­ახ­ლე­ებია ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­მი­ნის­ტრო­ში? ვთქვათ, ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის, სტრა­ტე­გი­ის კუთხით.

- პოსტ-კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში და პან­დე­მი­ის­შემ­დგომ გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ნა­მი­ურ გა­რე­მო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სწო­რად შე­აფ­ას­ოს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ალი, მას­ზე დაყ­რდნო­ბით გან­საზღვროს რე­გი­ონ­ული და სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ური რო­ლი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში და ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტი­ანი გზა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ალ­ის და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ებ­ის რე­ალ­იზ­აცი­ისა და ას­ევე, არ­ჩე­ული კურ­სის­კენ სვლის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ინ­კლუ­ზი­ურ­ობ­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ცენ­ტს აკ­ეთ­ებს მა­ღა­ლი და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე და ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ხა­რის­ხობ­რი­ვი ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის მო­ზიდ­ვა­ზე, ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ის ზრდა­ზე, ქვეყ­ნის შე­ფარ­დე­ბი­თი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, კერ­ძო სექ­ტო­რის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ინ­ტერ­ნა­ლი­ზა­ცი­ასა და მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ური სტა­ბი­ლუ­რო­ბის, სა­გა­რეო მოწყვლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბის და ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგრა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით მიღ­წე­ული მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა/პრი­ორ­იტ­ეტ­ები არ­ის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მებ­სა და ქვეყ­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის მო­ზიდ­ვის სტრა­ტე­გი­აშ­იც.

ამ­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დე­ლო­იტ­ის და კემ­ბრი­ჯის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ულ ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს პოსტ-კრი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის დო­კუ­მენ­ტზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის სა­ფუძ­ვე­ლი.

ეფ­ექ­ტი­ანი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი და პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ეკ­ონ­ომ­იკ­ის სწრა­ფი გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცე­სის აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას, ეკ­ონ­ომ­იკ­ის სტრუქ­ტუ­რულ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფუნ­ქცი­ებ­ის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ასა და შრო­მის ბაზ­რის გა­ჯან­სა­ღე­ბა­სა და სო­ცი­ალ­ური გა­მოწ­ვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

- დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, ამ­დე­ნი დრო რომ დაგ­ვით­მეთ კითხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ.

- თქვენც მად­ლო­ბა და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ.

ინ­ტერ­ვიუ ჩა­იწ­ერა ჟურ­ნა­ლის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა

ლო­იდ ქარ­ჩა­ვამ

The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2

3-2020-11-page-1.jpg
Published Date:

01/10/2020