Logo
ირაკლი   ქარსელაძე   -  მოვისმინეთ  შედეგებით   სავსე   ანგარიში, 2023   წელი შედეგიანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

ირაკლი ქარსელაძე - მოვისმინეთ შედეგებით სავსე ანგარიში, 2023 წელი შედეგიანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

Published Date: 19/12/2023

,,შედეგებით სავსე ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2023 წელს

ჰქონდა. ასევე, მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი წინაპირობები, რაც მომდევნო წლების

კიდევ უფრო დიდი წარმატების მყარ საფუძველს ქმნის,“-ამის შესახებ რეგიონული

განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, პრემიერ-

მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის

შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინიტრმა აღნიშნა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის

მიმართულებით 2023 წელი ძალიან შედეგიანი და მთელი რიგი პროექტებისთვის

გარდამტეხი იყო.

„გაიხსნა 37 კმ მაგისტრალური გზა. აქედან, 27 კმ რიკოთის საუკუნის პროექტის

ძირითადი მონაკვეთები იყო, სადაც უკვე ხელშესახებია ის სარგებელი, რასაც

შემცირებული მანძილის, დაზოგილი დროის თვალსაზრისით ვხედავთ. ასევე, რა თქმა

უნდა, მნიშნელოვანია საგზაო უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც საერთაშორისო

სტანდარტის შესაბამისია, როგორც ამ მონაკვეთზე, ისე ყველა სხვა მონაკვეთებზე,

სადაც აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები”-განაცხადა ირაკლი

ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალური გზა 2024 წელს სრულად იქნება

გახსნილი მოძრაობისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის

განვითარებისთვის, ასევე მისი საერთაშორისო რეგიონული პოზიციების

თვალსაზრისით. აღნიშნული მონაკვეთი და საკუთრივ აღმოსავლეთ-დასავლეთის

მაგისტრალუური გზა წარმოადგენს შუა დერეფნის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის სხვა

მონაკვეთებზეც და შესაბამისად, 2024 წელს გათვალისწინებულია ყველა ძირითადი

მონაკვეთის დასრულება.

,,მნიშვნელოვანია კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის

პროგრესი. უკვე გაიხსნა 4 კილომეტრიანი მონაკვეთი და მთლიანად მშენებლობა

გაისად იქნება. 2025 წელს დასრულდება საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი

მონაკვეთიც. ჯამში, ჩვენ ვსაუბრობთ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე კახეთის

მიმართულებით. ასევე, 9 კმ-იანი ქვეშეთი-კობის გვირაბის 8 კილომეტრზე მეტი უკვე

გაბურღულია, რომელიც ისტორიული პროექტის მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს,”-

განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დასკვნის სახით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო მიმართულებით 1000 კმ-ზე მეტ

მონაკვეთებზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქედან 500 კმ -ის

რეაბილიტაცია წელს სრულდება. პროექტების განვითარება გრძელდება და

შესაბამისად, 2013 წლიდან დღემდე აშენებულ და რეაბილიტირებულ 16 000 კმ გზას

კიდევ შეემატება მნიშვნელოვანი მონაკვეთები.