Logo
ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა

ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა

Published Date: 21/10/2021

საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და ქვეყნის ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა იანეს კოპაჩმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი. 

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იანეს კოპაჩს და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას რეფორმის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, რეფორმის მიმდინარეობას საქართველოში პანდემიით განსაზღვრული რეგულაციებმაც ვერ შეუშალა, რაც მის პრიორიტეტულობას მიანიშნებს. 

თავის მხრივ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობას, მასში ბაზრის მონაწილე კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელზეც რეფორმის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული. 

ითქვა, რომ საქართველომ შემჭიდროებულ ვადებში შეძლო, მიეღო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც შესაძლებელია ენერგეტიკული რესურსების ღია და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება - განვითარებაც. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის უწყვეტ ენერგომომარაგებას და უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.